12

707 81 57
                                    

- უფლისწულები არსად ჩანან - თქვა ერთ-ერთმა პრინცესამ.

- უფლისწულები სასახლეში იმყოფებიან - თქვა არეუმმა.

- მაგრამ აქაც მოდიოდნენ გვათვალიერებდნენ ახლა  უკვე ერთი კვირაა არცერთი არ ყოფილა აქ რა ხდება??

- პრინცი იუნგი სასახლეში არ არის - თქვა წითელ კაბიანმა გოგონამ - იქნებ წავიდა და აღარ დაბრუნდება??

- რა თქვი? არ არის? - ელამ მათ შეხედა - საიდან გაიგე??

- ღამე უფლისწულებს ვუთვალთვალებთ ხოლმე  ყველა ჩანდა იუნგის გარდა.

- ანუ წავიდა?  - ჩაილაპარაკა ელამ მოწყენილმა.

ნუთუ ყველაფერი დატოვა და კვლავ წავიდა? კარგი სასახლე დატოვა, მეფეც, ტახტიც მაგრამ ელაც?

ელას ემოციები შემოაწვა პირზე ხელი აიფარა და თვალები ზეცას მიაპყრო რათა ცრემლები არ წამოსვლოდა.

ნუთუ მართალია რომ იუნგიმ ის უბრალოდ გამოიყენა?? რამდენიმე დღე გაერთო შემდეგ კი ასე უბრალოდ წავიდა, ელას თავი შეაყვარა და გაქრა.

- უნამუსო! - დაიყვირა ელამ, ხოლო როცა მიხვდა რომ ყველას ყურადღება მიიქცია უბრალოდ მათ  ზურგი აქცია და თავი მუხლებში ჩარგო.

- არა, არა ეს სიმართლე ვერ იქნება იუნგი ასეთი არ არის - ჩაიჩურჩულა.

- აქ მოდი! - ხელი დაავლო არეუმმა თეჰიონს.

- რა ხდება? როგორ ბედავ ასე მოექცე პრინცს? - მართალია არეუმს დიდი ხანია თეჰიონი არ უნახავს, მხოლოდ იგებდა როგორ ასიამოვნებდა სხვადასხვა გოგოს მის ლოგინში. თეჰიონი ამჯერად სერიოზული, ჩამქრალი თვალებით უყურებდა არეუმს.

- რა ჯანდაბა ხდება? სად არის იუნგი?

- როგორ ბედავ ჰიონზე ასე საუბარს??

- კიმ თეჰიონ სად არის მინ იუნგი! - იყვირა არეუმმა და ბიჭი კედელს მიაჯახა - იცოდე თუ იცი სად არის იუნგი და არ მეუბნები...

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Where stories live. Discover now