- უფლისწულის რჩეული გახდით?? - ცქმუტვა დაიწყო არეუმმა - რომელი უფლისწულის?
- დედადედოფალმა არ მითხრა პრინცის ვინაობა, არვიცი ვინ არის მაგრამ დამშვიდდი თეჰიონი ნამდვილად არ იქნება - გაეცინა ელას.
- იქნებ მეშვიდე პრინცმა აგირჩიათ??
- ნადიმზე მხოლოდ ექვსი პრინცი იყო - გაუკვირდა ელას - ალბათ რომელიმე მათგანი.
- ან იქნებ მეფის რჩეული გახდით და სწორედ მაგიტო არ გეუბნებიან?
- ნუ სულელობ არეუმ!
- გაგიმართლა, მალე გაიგებ ვინ იქნება შენი მომავალი ქმარი - ჩაისისინა ერთ-ერთმა პრინცესამ.
- სანამ თქვენც არ აგირჩევენ ვერაფერს გავიგებ - უპასუხა ელამ და მათ გვერდი აქცია - შურიანები - ამის თქმაზე არეუმმა ჩაიხითხითა.
∆
უკვე ყველა პრინცი ერთად შეკრებილიყო სასახლის უდიდეს მაგიდასთან, გარშემო შემომსხდარიყვნენ და რაღაცეებს ჩურჩულებდნენ ზოგი კი გაკვირვებული აკვირდებოდა სუფრაზე მყოფი ახალ სახეს. ამის დანახვაზე კი ჯინს ეღიმებოდა.
- შენი აზრით ვინ არის? - ჩუმად კითხა თეჰიონმა ჯიმინს.
- იქნებ ჩვენი ახალი მწვრთნელია?
- მწვრთნელი? - კიდევ ერთხელ შეხედა თეჰიონმა იუნგის - არა! მისი აქედანვე მეშინია!
- სულელი ხარ! - თავში ჩაარტყა ჯიმინმა თეჰიონს.
- პაკ ჯიმინ! - ის იყო სამაგიერო უნდა გადაეხადა იუნგის სიცილი რომ მოესმათ, თეჰიონი ადგილზე გაჩერდა და იუნგის შეხედა, შემდეგ კი ახლად შემოსულ მეფეს.
- ჩემი ყველა უფლისწული აქ ყოფილა - ყველა ფეხზე წამოდგა და როგორც კი მეფე მოკალათდა სავარძელში პრინცებმა მას მიბაძეს.
- მამა, რისთვის შეგვკრიბე? - ჩაილაპარაკა ნამჯუნმა და იუნგის შეხედა.
- ოჰჰ, ალბათ ახალი სახე არ გეცნობათ - გაეცინა კაცს - მინ იუნგი ჩემი მეორე ცოლის შვილი - ყველას გადახედა კაცმა - 10 წლიდან ის ამ სასახლეში აღარ ცხოვრობს ამიტომ არ გსმენიათ მასზე არაფერი. იმედი მაქვს ისე მოექცევით როგორც უფროსი ძმა.
YOU ARE READING
ალისფერი სისხლი (დასრულებული)
Historical Fictionთავზე ტომარა ჩამოცმული ახალგაზრდა ასულები რომლებსაც ხელებიც და ფეხებიც კი შეკრული ჰქონდათ, წამებით ფეხშიშველი მოჰყავდათ ტყეში თან უყვიროდნენ და მთელი ძალით როზგავდნენ. ∆ - სასახლეში იპარებოდი? - გაკვირვებულმა იკითხა ელამ - როგორ ბედავ? - შენ კი სას...