10

738 77 178
                                    

- ელაზე არაფერი ისმის? - დაღონებულმა თეჰიონმა კითხვა დაუსვა იუნგის.

- არა, რა ადგილსაც ვეჭვობდი ყველაფერი შევამოწმე მაგრამ არსად არ არის!

- შემიშვით!! პრინცი უნდა ვნახო რატომ არ გესმით!! - გარედან პრინცებს ნაცნობი ხმა შემოესმა - მათთვის საჭირო ინფორმაცია მაქვს შემიშვით!!! - საბოლოოდ ოთახში არეუმი შევარდა.

- მაპატიეთ პრინცო ვერ დავაკავეთ.

- არაფერია, დაგვტოვე - არეუმმა პრინცებს თავი დაუხარა და ეცადა თეჰიონისათვის არ შეეხედა - რახდება? - ცალი წარბი ასწია იუნგიმ - რატომ ტეხ ერთ ამბავს?

- პრინცო ელა არ გიპოვიათ?!!? ჯერ კიდევ არა?? ცოცხალია? - ტირილი დაიწყო არეუმმა, თეჰიონმა ცადა მისვლა მაგრამ ვერ გაბედა არეუმის სიტყვების შემდეგ.

- ვიმედოვნებ ცოცხალია.

- დედოფალი - ჩაილაპარაკა არეუმმა.

- რა? - ამჯერად საუბარში ჩაერთო თეჰიონიც - რა დედოფალი?

- დედოფალს....დედოფალს ყავს ელა.

- რას ამბობ? - ფეხზე წამოდგა თეჰიონი - საიდან მოიტანე???

- როცა ელა გაუჩინარდა სასახლეში დავიარებოდი რომ მომეძებნა სწორედ მაგ დღეს გავიგონე დედოფალი როგორ საუბრობდა სახლზე რომელიც ჩემს სოფლად არის. ამბობდა რომ ორივე თუ არა ერთი მაინც წაეყვანათ იქ....სახელები ვერ გავიგონე გთხოვთ იპოვეთ!! მას რომ რამე მოუვიდეს.....

- არაფერი მოუვა არეუმმ ზუსტი მისამართი იცი? - ფეხზე წამოდგა იუნგი.

- დიახ.

- მაშინ წავედით!

ელას POV

უკვე ორი დღეა აქ ვარ, ძალიან შორს ვართ სასახლიდან. ალბათ იუნგი არც კი მეძებს. საერთოდ რისი იმედი მაქვს? მისი რჩეულიც კი არ ვარ.

- საჭმელი მოგიტანე - მითხრა ერთ-ერთმა ნიღბიანმა და იქვე დადო.

- აღარ აპირებ ჩემს გაშვებას? ხომ იცი პრინცის რჩეული ვარ და თუ გიპოვეს მოგკლავენ.

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Where stories live. Discover now