ზედმეტად სწრაფად შეატყობინა ელამ ჯონგუკს, ადგილზე მოსულებს კი იუნგი უკვე უგონოდ მყოფი დახვდათ.
- წავიყვანოთ!! რა გავაკეთო!! - ტირილი დაიწყო ელამ - პრინცო არაფერი მოუვა ხომ?? გთხოვთ მითხარით რომ კარგად იქნება!!
- კარგად იქნება ელა კარგად! - თქვა ჯონგუკმა და ბიჭი წვალებით ზურგზე მოისვა - სასახლეში ამის შესახებ არავინ არაფერი უნდა გაიგოს გესმის? - ელას ხმა არ ამოუღია - ელა! გესმის??!?
- კი..კი მესმის!
- სასახლეში დაბრუნდი! - ყვირილით თქვა ბიჭმა.
- არა! სად მიგყავთ? მეც წამოვალ!
- ელა! სახლში წადი!
- მაგრამ....გთხოვთ მეშინია! - კვლავ ტირილი დაიწყო გოგონამ.
- ელა თუ სასახლეში იუნგი და შენ ერთდროულად გაქრებით რაღაცას იეჭვებენ სასახლეში წადი და ყველაფერს გაგაგებინებ იუნგიზე.
- მაგრ...
- ელა!!
- კარგით მივდივარ გთხოვთ გადაარჩინეთ - მხოლოდ ეს თქვა და გოგონა სახლისკენ გაიქცა.
ბიჭმა იუნგი ერთ-ერთ სოფლად მყოფ სახლში წაიყვანა, იქ სადაც რამდენიმე კვირის წინ იუნგი ელაპარაკა.
*FLASHBACK*
- ჯონგუკ ვიცი ყველაზე პატარა ხარ მაგრამ ყველაზე მეტად შენ გენდობი.
- ჰიონ რა ხდება?
- ჯონგუკ შეიძლება ჩემი მოკვლა სცადონ....
- რაა?? ჰიონ რას ამბობ!! სასახლეს არ მოშორდე გთხოვ!
- ჯონგუკ, იცოდე თუ რამე დამემართება სოფლად ერთი სახლია სადაც ჩემი მეგობრები იუტა და არეა ცხოვრობენ.....- გაჩუმდა იუნგი და ჩაიცინა - ისინი ჩემთან ერთად გაიზარდნენ, მათ მიმართე და მათ სახლში წამიყვანე. დამეხმარებიან.
- ჰიონ გთხოვ ფრთხილად იყავი!
- ჯონგუკ დაიმახსოვრე რა გითხარი?
- კი
*Flashback end*
იუნგის მიცემულ ადგილას წავიდა და კარებზე ბრახუნი ატეხა, კარი კი ახალგაზრდა, მაღალმა, სუსტმა გოგონამ გააღო.
YOU ARE READING
ალისფერი სისხლი (დასრულებული)
Historical Fictionთავზე ტომარა ჩამოცმული ახალგაზრდა ასულები რომლებსაც ხელებიც და ფეხებიც კი შეკრული ჰქონდათ, წამებით ფეხშიშველი მოჰყავდათ ტყეში თან უყვიროდნენ და მთელი ძალით როზგავდნენ. ∆ - სასახლეში იპარებოდი? - გაკვირვებულმა იკითხა ელამ - როგორ ბედავ? - შენ კი სას...