-ადექი, გავისეირნოთ
-მაგრამ მე ისედაც ვსეირნობ
-ვისთან?
-მასთან-ამბობს. ღიმილით აბრუნებს თავს გვერდით. აშტერდება. თითქოს მართლა უყურებდეს ვინმეს. იქ კი მხოლოდ კედელია.
***
ჯონგუკი კარს აღებს. ფრთხილად აბიჯებს იატაკზე. არ უნდა ჭუჭყიანი ფეხებით დასვაროს იქაურობა, ამიტომაც ფეხსაცმელს იხდის და იქვე კუთხეში საგულდაგულოდ აწყობს.
სტუდიაში ხმამაღალი მუსიკის ხმა ისმის. ჯონგუკი სალამს აძლევს თავის ჰიონებს, ხელს უქნევს და ბაჭიასავით უღიმის. ისინიც ღიმილითვე პასუხობენ. ჰობი მისკენ მირბის და კისერზე ეკიდება. მაშინვე იმანჭება, როდესაც უსიამოვნო სიცივეს გრძნობს და შორდება.
-დასველებულხარ
-ბოდიში, საშინელი ამინდია გარეთ. ახლავე გამოვიცვლი-ნაჩქარევად ამბობს და მაისურს ექაჩება. ძლივს იშორებს სხეულიდან და ახლით ანაცვლებს.
-მაგრამ იქ ხომ მზეა? - თეჰიონი ფარდებს სწევს. ფანჯარაში იჭყიტება, შემდეგ კი აღებს. თავს გარეთ ჰყოფს, პირს აღებს და ღრმად ისუნთქავს ოდნავ გრილ ჰაერს.
ჯონგუკს უკვირს, არ ენდობა მეგობარს. ახლოს მიდის და თავადაც ამოწმებს მის ნათქვამს.
"უცნაურია" - ფიქრობს ის - "ალბათ გადაიღო"
-მოდი მოდი-ტაშს უკრავს ნამჯუნი, ყურადღების მიქცევა უნდა-დავიწყოთ! შენ გელოდებოდით.
ჯონგუკი უჯერებს და თავის ადგილს იკავებს. უნდა ჯიმინსაც დაუცადონ, მაგრამ არაფერს ამბობს. რადგან ლიდერი ამბობს, რომ უნდა ივარჯიშონ, ალბათ ასეა საჭირო. იმედია, ჯიმინიც მალე შემოუერთდება მათ.
-არასწორ ადგილას დგახარ ჯონგუკ - საყვედურობს ჯუნი და გვერდით სწევს
-არა ჰიონ, სწორად ვიდექი.
-როგორც ჩანს, დღეს ჩვენი ბაჭია ფორმაში არაა-იცინის ჯინი და ზურგზე მეგობრულად ურტყამს ხელს. ჯონგუკი კი უკვე ბრაზობს. რა ჯანდაბა სჭირთ მათ?!
-არაუშავს ჯინ, შეცდომები ყველას მოგვდის-დამშვიდების მიზნით იძახის ნამჯუნი. ისევ უთითებს ჯონგუკს, რომ გადაინაცვლოს და ადგილი შუგას გვერდით დაიკავოს, მაგრამ ჯონგუკი ისევ არ იძვრის.
-არ დამიშვია შეცდომა! - მკაცრად ამბობს-პირველად ხომ არ ვცეკვავ არა?! ჩემს წინ ჯიმინი უნდა იდგეს. აი ზუსტად აქ-თითით ანიშნებს მათ და იატაკზე იმუხლება. სარკეში იყურება, ხედავს, მათ გაკვირვებულ სახეებს და კიდევ უფრო მეტად ბრაზდება.
-ჯონგუკშიიი-გაწელვით წარმოსგთქვამს მის სახელს თე-ვინ არის ჯიმინი?
-დამცინით არა?! ნამჯუნ უთხარი რამე!
-ჯონგუკ... ნამდვილად კარგად ხარ?
-კი ჰიონ, ეს თქვენ არ ხართ ნორმალურად. მე ჯიმინს დაველოდები-ამბობს. ფეხზე იჭრება, ზურგს აქცევს მათ და შესასვენებელ სკამზე ჯდება.
-არ ვიცი მარცხენა ფეხზე ადექი თუ რა, მაგრამ არანაირი ჯიმინი აქ არ მოვა, ამიტომ გირჩევნია სიბრაზე მოთოკო და ტრაკი გაანძრიო.
-კარგი რა იუნგი, შენც? ნუთუ ყველას დაგავიწყდათ, რომ ჩვენი ჯგუფი შვიდი წევრისგან შედგება? - გულიანად იცინის ის და ბოთლიდან წყალს სვამს.
-ჯონგუკ! -უკვე ხმამაღლა ეძახის ჯუნი. ნერვიულობა და გაოცება დასტყობია სახეზე-ჩვენ ყოველთვის ექვსნი ვიყავით.
___
თქვენი აზრის გაზიარება არ დაგავიწყდეთ. ფიკი ბოლომდე მაქვს დაწერილი. თუ მოგეწონებათ გავაგრძელებ
💜🌞🌙
YOU ARE READING
You are me, I'm you (დასრულებული)
Romance"მე აქ ვარ..." "შენთან..." "შენში..." "შენ..."