7🌸

271 43 5
                                    

-მე ვმღერი თქვენთვის, ორივესთვის. დამიბრუნდი... მჭირდები...

***

რამდენიმე დღეში კონცერტი აქვთ. ჯონგუკი ფორმაში უნდა იყოს, ამიტომ მუდმივად სავარჯიშო დარბაზში დადის. ჯიმინს მხოლოდ ვარჯიშის დროს ნახულობს, დანარჩენ დროს კი სპორტდარბაზში ატარებს.

პირობა მისცა, რომ როდესაც კონცერტი ჩაივლის, აუცილებლად, წავლენ ტყეში. კარავს გაშლიან, კოცონს დაანთებენ, ძალიან, ძალიან ბევრს დალევენ და ვარკსვლავებს დაითვლიან ცაზე.

საათს უყურებს, უკვე თორმეტს გადასცდა. დღეს დაბადების დღე აქვს მის პატარას. საჩუქარი უკვე უყიდა, თუმცა აპირებს ხვალ დილით მისცეს ჰიონებთან ერთად.

ახლა Vlive-შია. ჯონგუკი შესვენებას სთავაზობს საკუთარ თავს. მობილურს იღებს, აპლიკაციას ხსნის და მის ბედნიერ სახეს შესცქერის. როგორ უნდა ახლავე იქ გაჩნდეს, თავის მკლავებში მოიქციოს და აღარასდროს გაუშვას ხელი. უნდა დაისაკუთროს, დაეუფლოს, მისი სიყვარულით დაათვროს.

ჯონგუკი Fake ექაუნთიდან უამრავ იასამნისფერ გულს უგზავნის, ეუბნება თუ როგორ გიჟდება მის ლოყებზე, როდესაც იღიმის. იქამდე წერს, სანამ ჯიმინი არ ამჩნევს და არ ეღიმება. მან იცის, მიხვდა ვინცააა. ჯონგუკს აპლიკაცია ეთიშება. მობილურის ეკრანზე კი ჯიმინის ნომერი ჩნდება. ისიც პასუხობს. სიტუაციიდან გამომდინარე არაფერ ისეთს არ ამბობს, რაც ხალხში ეჭვებს გამოიწევევს. უბრალოდ მისვლაზე თანხმდება და რამდენიმე წუთში მასთან ჩნდება.

ხელის ჩამორთმევა ერთადერთია, რაც ახლა შეუძლიათ. ჯონგუკი ტუჩებს იკვნეტს და დაბადების დღეს ულოცავს. ერთი სული აქვს ლაივი გათიშოს, რომ თავისუფლად შეძლონ "საუბრის" გაგრძელება.

-თმა შეიჭერი? - კითხულობს ჯიმინი, როდესაც ჯონგუკი მის გვერდით თავსდება სკამზე, თან თავიდან ფეხებამდე ათვალიერებს.

-ხო, მინდოდა არმისთვის მეჩვენებინა კონცერტის დღეს

-როგორც ჩანს, სურპრიზი ჩაგიშალე-იცინის ჯიმინი და თმას ნერვიულად იწვალებს. კიდევ ერთხელ ეხებიან ერთმანეთს, თუმცა როგორღაც ახერხებენ თავის შეკავებას და მალევე შორდებიან.

იცინიან, საუბრობენ, კომენტარებს კითხულობენ და უხარიათ, რომ არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც მათ სიყვარულს ემხრობა, მხარს უჭერს. მართალია მათ არ იციან, რომ მათი სიყვარული ნამდვილია, მაგრამ ის ფაქტი, რომ უნდათ ბევრს ნიშნავს მათთვის.

ჯონგუკს არ ახსოვს რამდნი დრო გაატარა აქ, მასთან და არმისთან ერთად, მაგრამ ფიქრობს, რომ დროა წავიდეს. დამშვიდობებისას ისევ ხელს ართმევს და ყურში ჩურჩულებს, რომ ხვალ დილით ნახავს. ჯიმინიც თავს უქნევს.

ჯონგუკი ის ის არის უნდა გავიდეს, რომ ოთახში ჰობი შემოდის და ეს უკანასკნელიც მოულოდნელობისგან ადგილზე იყინება.

-ამ შუაღამეს რას აკეთებ აქ?! - გაკვირვებული კითხულობს ჰობი

-დაბადების დღე მივულოცე მას-ტრიალდება თითს იშვერს იმ ადგილისკენ, სადაც წესით ჯიმინი უნდა იჯდეს, მაგრამ მაშინვე სწევს დაბლა, როდესაც იქ ვერავის ამჩნევს. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არავინ ყოფილა ოთახში.

-უნდა წავიდე... -მისი გონება ბურუსში ეხვევა. თავი სტკივდება. ოთახს სწრაფი ნაბიჯებით ტოვებს. არ იცის რა ხდება მის ირგვლივ. უბრალოდ გადაიღალა, უნდა დაისვენოს...

___

რას ფიქრობთ, რა ხდება? 😅

You are me, I'm you (დასრულებული) Where stories live. Discover now