13🌸

212 39 2
                                    

ჯონგუკის POV

მას შემდეგ, რაც ჯიმინი გაქრა, სცენასთან და ყველაფერ დანარჩენთან ერთად, აზრზე მოვედი. გამოღვიძების პროცესი ყველაზე მტკივნეული რამ იყო, რაც კი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში განმიცდია.
ბურუსი ნელ-ნელა გაქრა და მის ნაცვლად საშინელმა ტკივილმა მოიცვა ჩემი მთელი სხეული და გონება.

ჰობის სახეს ვხედავდი, ნამტირალევს, თვალებაჩწითლებულს. მხრებზე მის შეხებას ვგრძნობდი, მანჯღრევდა, მიყვიროდა, დაბრუნებას მთხოვდა. სამწუხაროდ, ერთი სიტყვის თქმასაც ვერ ვახერხებდი. ან რომელ სიტყვაზე და წინადადებაზეა საუბარი, როდესაც ძლივს ვსუნთქავდი ფილტვების ტკივილის გამო.

თავი დავხარე და თეთრ გადასაფარებელს დავაცქერდი, რომელიც ჩემს ფეხებს ფარავდა. მალევე აღმოჩნდა მასზე სათითაოდ დაცემული ცრემლის წვეთები. ჰოსოკს თვალები გაუფართოვდა იმის დანახვაზე, თუ როგორ ვცდილობდი ტირილით ფეხზე წამოდგომას. როგორ ვუჭერდი თეთრ ზეწარს ხელებს და მუჭში ვიქცევდი.

ჯერ კიდევ არ მახსოვდა კარგად რა მოხდა და აქ რატომ ვარ, საერთოდ რა ადგილია ეს.

თეთრი, თეთრი, თეთრი!

ყველაფერი თეთრი რატომააა წყეული კედლების ჩათვლით?!

მთელი შერჩენილი ენერგია მოვიკრიბე და დავიღრიალე ისე, რომ კარი გაიღო და მალევე შიგნით უცნაურად ისევ თეთრებში ჩაცმული, დაბალი, ჩასხმული ქალი შემოვიდა, რომელსაც თან ორი მელოტი კაცი შემოჰყვა.

ჩემი დაჭერა და ადგილზე გაკავება სცადეს. ჰობი ეწინააღმდეგებოდა ეუბნებოდა, რომ არ ღირს, რომ არ უნდა დამაძინონ, რადგან ასე ყველაფერი აირევა, მაგრამ მას არავინ უსმენს..

-გარეთ დაიცადეთ ბატონო - ეუბნება ერთ-ერთი მამაკაცი და მხარზე მაწვება, მეორეც მაშინვე უერთდება და ერთიანი ძალებით როგორღაც ახერხებენ საწოლზე გამაკავონ მანამ, სანამ ქალბატონი ვენაში ჩემთვის გაურკვეველ წამალს არ მიშვებს ნემსით.

ვერ ვგრძნობ, უკვე ვერაფერს ვგრძნობ, მხოლოდ ჰიონის შიშით სავსე თვალებს ვხედავ და მეც მეშინია. მეშინია, რომ ისევ მეჩვენება.

-ჯიმინი.. - უღონოდ ვხავი, ყელი მტკივა. - მაჩვენეთ.. მისი ნახვა მინდა!

You are me, I'm you (დასრულებული) Where stories live. Discover now