-მაშინ, შეიძლება ჩემი დაგიძახო?
***
...Flashback...
-მოგწონს? - იკითხა ჯონგუკმა და მის გვერდით მდგარ პატარა სხეულს ღიმილით მიაშტერდა.
-ძალიან ლამაზია...-ჯიმინი მართლაც აღფრთოვანებული იყო ხედით, რომელიც მის წინ იშლებოდა. უფრო მიუახლოვდა მის წინ მდგარ მოაჯირს, ზედ დაეყრდნო და თვალდახუჭულმა ხარბად გადაუშვა ფილტვებში გრილი ჰაერი. არასდროს ყოფილა სეულიდან ასე შორს და ამავდროულად ასე ახლოს.. ხელის გულზეც კი ეტეოდა ქალაქი, რომლის ქუჩებშიც ყოველდღე მიმოდიოდა.
-აქ ხშირად მოვდივარ-დაიწყო შავგვრემანმა და ხედს თავადაც გახედა-განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მარტო ყოფნა მინდა. სწორედ ამიტომ, აქამდე არავისთვის მიჩვენებია ეს ადგილი.
-თუ ასეა, მე რატომ მაჩვენე?-გაუკვირდა უფროსს
-იმიტომ, რომ ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ხარ. - თქვა გულწრფელად
-მაგრამ შენ გყავს სხვა ძვირფასი ადამიანებიც, მაგალითად თე... -ჩუმად, თითქოს ნაძალადევად დაილაპარაკა მან და თავი ჩაღუნა-მასთან ხომ ახლოს ხარ...
-მართალია.- აღიარა და, თანხმობის ნიშნად, თავი სწრაფად დაუქნია. ჯიმინს რაღაც ჩასწყდა შიგნით. მას უყვარდა ჯონგუკი, მაგრამ ამ გრძნობას თავის გულში ინახავდა. არავინ იცოდა ამის შესახებ, გარდა ჰოსოკისა
-თეჰიონი ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც შენ ჯიმინ-დაასრულა უმცროსმა და ქერას ხელახალი გაკვირვების ტალღა გამოიწვია.
-რას გულისხმობ?
ჯონგუკს არაფერი უთქვამს. პატარა სხეულისკენ დაიძრა, ცალი ხელი მის წელზე მოათავსა, ხოლო მეორე ხელით ნიკაპი დაუჭირა და უფლება მისცა საკუთარ თავს მის თბილ თვალებში ემოგზაურა. მანამ აკვირდებოდა, სანამ ჯიმინი მორცხვად ისევ საკუთარ ფეხებს არ დააცქერდა.
YOU ARE READING
You are me, I'm you (დასრულებული)
Romance"მე აქ ვარ..." "შენთან..." "შენში..." "შენ..."