18🌸

180 29 8
                                    

... Flashback...

ჯიმინის POV

-მე უკვე შევარჩიე შენთვის ბეჭედი, გინდა ნახო?-ვკითხე ჯონგუკს, ის წამით მოსწყდა კომპიუტერულ თამაშს და საყვარელი ბაჭიის ღიმილი მაჩუქა.

-მოდი ჩემთან-ხელები ჩემკენ გამოწია. მეც დავემორჩილე და მის კალთაში კომფორტულად მოვთავსდი. მას შემდეგ, რაც ჯონგუკი გავიცანი, მისი მუხლები ჩემი საყვარელი ადგილი გახდა.

-ესეიგი.. - დაიწყო მან და ჩემი ქერა შუბლზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადამიწია-ამაზე ბევრს ფიქრობ?

-მე.. თითქმის ყოველდღე. ერთი სული მაქვს ჩემი გერქვას! - ვცდილობდი ზედმეტად აჟიტირებული არ გამოვჩენილიყავი, მაგრამ სახიდან სულელურ ღიმილს ვერ ვიშორებდი.

-მე ისედაც შენი ვარ, ისევე როგორც შენ ჩემი-თითოეული სიტყვა გარკვევით წარმოსთქვა, თითქოს აპირებდა ეს წინადადება ღრმად ჩაებეჭდა ჩემს ტვინში. ორივე ხელი ჩემს თეძოზე ელაგა და თანდათან უფრო მეტად მიზიდავდა მისკენ. რამდენიმე წამში მთლიანად მის სხეულზე ვიყავი აკრული. სუნთქვა გამიხშირდა, როცა მისი გრილი ხელები ამჯერად ჩემი მაისურის ქვეშ შეაცურა და ხერხემლის ზოლს გაუყვა.

-რა თქმა უნდა, მაგრამ მინდა ეს ოფიციალური იყოს. -ხმის კანკალით წარმოვთქვი და ლამის საკუთარ თავს შემოვარტყი ამის გამო. მან გაიცინა და ტუჩებით ჯერ ცხვირზე შემდეგ კი ყელზე შემეხო.

-მეც ვიყიდე ბეჭედი... - მითხრა და უფრო მონდომებით განაგრძნო ჩემი კანის წოვა. ტკივილი და სიამოვნება ერთმანეთში ირეოდა და საღად აზროვნების უნარს მართმევდა.

-მაჩვენებ?

-ნუ ჩქარობ, პატარავ-ჩაეცინა

-გუკიიიი-დავიწუწუნე მის ყურთან

-ნახავ.. ყველა ნახავს, როგორ გაგიკეთებ შენს ნაზ, პატარა თითზე ბრჭყვიალა ნივთს.

-წარმომიდგენია... ახლაც კი ისეთი აღტაცებული ვარ, ძალიან მიხარია ჯონგუკ. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ცხადში ხდება. მე და შენ. ერთად.. - ხელებით მის კისერს შემოვეხვიე და ნაზად ვაკოცე მის წითელ ტუჩებს. ისიც ამყვა, პირი უფრო ფართოდ გამაღებინა და მთლიანად შემოიჭრა ჩემში. ყოველჯერზე, როდესაც ენით ეხებოდა ჩემსას მუცელში აუარებელ პეპლებს ვგრძნობდი და გაუთვითცნობიერებლად მცდებოდა კვნესა, რაც ჯონგუკს უფრო მეტად ამხიარულებდა და საჯდომზე მტკივნეულად მიჭერდა.

-სამუდამოდ!

***

ჯონგუკი მალევე იღვიძებს. დაბნეული იყურება გარშემო. თეჰიონი გასულია, სამაგიეროდ, ჯიმინი ისევ ისეა, როგორც დატოვეს. ის იხსენებს ყველაფერს, რაც ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში მოხდა და გული საშინლად ექაჩება დაბლა. ცხოვრებაში ისე არასდროს სტკიებია, როგორც ახლა სტკივა მთელი ორგანიზმი. იმდენად ძლიერია, რომ სულამდეც კი აღწევს.

ჯონგუკი ფეხზე დგება, ფანჯარასთან მიდის, ფარდებს სწევს და აკვირდება მზეს, რომელიც მისთვის არ არის. ცხელა, მაგრამ ვერ თბება. ის ნელა და ღრმად ისუნთქავს ჟანგბადს. ხელს თავის თხელი მოსაცმლის ჯიბეში ყოფს და მაშინვე გრძნობს რაღაც ცივ მეტალს თითებს შორის.

ჯონგუკს თვალები უცრემლიანდება ოქროსფერი ბეჭდის დანახვისას. მისი გონება წარსულს უბრუნდება, იხსენებს ბედნიერ წამებს და ტუჩს მტკივნეულად კბენს, როდესაც აცნობიერებს, რომ მხოლოდ წარსულითღა შეუძლია ტკბობა.

ის მთელი სხეულით ტრიალდება ქერასკენ. საწოლამდე მიდის და ოქროსფერ ნივთს ჯიმინის თითზე ათავსებს.

-მაპატიე. ახლა შენი ბედნიერების ცრემლებს და მშვენიერ ღიმილს უნდა ვხედავდე. მე კი კოცნით გიფარავდე ტკბილ ბაგეებს - ამბობს, იხრება, თვალებს ხუჭავს და მის გამომშრალ ტუჩებს ეწებება. შეიგრძნობს წამლების გემოს, მარწყვის არომატთან ერთად. ჯონგუკის ლოყებს ცრემლები ასველებენ ჯიმინის ლოყებთან და თვალებთან ერთად.

-თუ შენ არ შეგიძლია ჩემთან დაბრუნდე, მაშინ მე მოვალ შენთან...-ხმადაბლა ამბობს შემდეგ კი პალატიდან უჩინარდება.



ჩემი საყვარელი ფანარტია🥺💜

ჩემი საყვარელი ფანარტია🥺💜

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
You are me, I'm you (დასრულებული) Where stories live. Discover now