15🌸

218 36 8
                                    

"-რაც კი ამ სამყაროში საათია, ერთად შემიგროვეთ. მინდა დავლეწო, იქნებ დრო გაჩერდეს..."

***

როგორი უცნაურია დრო... ვერასდროს განსაზღვრავ იმას, თუ რა გელოდება მომავალში. ასე, რომ იყოს, ალბათ ყველაფერი ბევრად მარტივი იქნებოდა..

ჯონგუკი და ჯიმინი ტაქსით ბრუნდებოდნენ თავიანთ სახლში, ჰიონებთან. სასტუმროში საუზმობაზეც კი უარი თქვეს, რადგან არ უნდოდათ ისინი ენერვიულებინათ. კარგად ახსოვდათ როგორ განიცდიდნენ მათ ამბავს, განსაკუთრებით, ნამჯუნი. ამიტომაც, უნდოდათ, რაც შეიძლება, მალე შეხვედროდნენ, რათა თავად დარწმუნებინათ, იმაში რომ ყველაფერი შესანიშნავად იყო. უნდოდათ მადლობა გადაეხადათ, რადგან ყოველთვის მხარს უჭერდნენ, ეხმარებოდნენ და პატივს სცემდნენ მათ ორიენტაციას.


ნეტავ ყველა ასეთი იყოს. ნეტავ შეეძლოს ხალხს სხვისი ტკივილისა და გრძნობების გაგება. იქნებ მაშინ მაინც აღარ იყოს ამდენი სიძულვილი ადამიანებს შორის... მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არაა ამ სამყაროში მოწყობილი, როგორც ჩვენ გვინდა..

მათ რომ სცოდნოდათ, როგორი ბედნიერები იყვნენ ისინი...
მათ რომ სცოდნოდათ, როგორ უყვარდათ ერთმანეთი...
დარწმუნებული ვარ, ხელებგაშლილი ღიმილით შეეგებებოდნენ მათ და არა ხელკეტებით...

ადგილამდე მისვლაც ვერ მოასწრეს, როდესაც მანქანა გაჩერდა, უზარმაზარი ხალხის ნაკადის გამო...

ყვიროდნენ.. ილანძღებოდნენ.. ათას საშინელებას ამბობდნენ...

წყეული ჰომოფობები, სხვას რას უნდა ელოდო მათგან?! ხალხისგან, რომელიც სიბნელით ცხოვრობს მთელი ცხოვრება... საკმარისია სინათლე დაანახო, ახალი გზა უჩვენო, მაშინვე განგკიცხავენ, გიჟად, ავადმყოფად ჩაგთვლიან, რადგან რაღაც სხვა ხარ.. მათ არ ჰგავხარ, ფერადი ხარ, განსხვავებული, გამორჩეული...

You are me, I'm you (დასრულებული) Where stories live. Discover now