-ფრთები რომ გქონდეს, სად გაფრინდებოდი?
-არსად, აქ დავრჩებოდი.
-რატომ?
-იმიტომ, რომ არ მჭირდება. ის აქ არის... ჩემთან... ჩემში... მე...
***
-რატომ წახვედი? - სევდიანად კითხულობს ჯონგუკი.
-სამუდამოდ შენთან ხომ ვერ დავრჩები? - კითხვითვე პასუხობს ჯიმინი. ოქროსფერ ქვიშაზე წვება, თვალებს ხუჭავს და ნარინჯისფერ მზეს უქცევს თავის რძისფერ კანს.
-უნდა დარჩე! არ გაქვს უფლება მიმატოვო-წყენა, სიბრაზე და იმედგაცრუება ერთმანეთში ერევა.
-მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია გუკი, არ ვიცი როგორ გავიღვიძო...
უმცროსი უახლოვდება ქერას. მის გვერდით იჩოქებს, სახეზე ეფერება და თვალებზე კოცნის. მაშინვე გრძნობს მომარილო გემოს მის ტუჩებზე.
-შენ არ გძინავს ჯიმინ-არწმუნებს. ხელის გულებით აშორებს ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლებს. ნიკაპზე ხელს ჰკიდებს და აიძულებს შეხედოს-მაგრამ თუნდაც ასე იყოს.. მე აქ ვარ, შენთან.
-არა, არ ხარ...-თავს აქნევს უფროსი და საყვარლის მკლავებიდან დახსნას ცდილობს. არ გამოსდის... მისი ქმედებები ყოველთვის უშედეგოა, როცა საქმე ჯონგუკს ეხება.
-მაშინებ მინი...
-მაპატიე-ჩურჩულებს, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდეს-მე ისევ მოვალ შენთან. შემდეგ კი, გთხოვ, ყველაფერი დაივიწყე... მეც დამივიწყე, რადგან, როდესაც აზრზე მოხვალ, მე ვიქნები ერთადერთი ტკივილი, რომელიც შეგაწუხებს...

YOU ARE READING
You are me, I'm you (დასრულებული)
Romance"მე აქ ვარ..." "შენთან..." "შენში..." "შენ..."