ჯონგუკი ხმაურიან ქუჩებს მიუყვება, სეულის ცენტრისკენ. ცამ ფერი იცვალა, ახლა ის ნაცრისფერია. ჭექა-ქუხილის გამაყრუებელი ხმა ისმის ირგვლივ, სიცივე კი ძვლამდე ატანს.
ჯონგუკს აკანკალებს, მაგრამ არა სიცივის გამო. მიდის და თან მიაქვს სევდა, რომელიც მის გულს ამძიმებს. შავი ჟაკეტის კაპიუშონი თავზე აქვს წამოფარებული.. ასე მალავს აცრემლიანებულ თვალებს.. სხვა დროს, ალბათ, ხმამაღლაც კი იყვირებდა, მაგრამ ახლა ურჩევნია ჩუმად იყოს.
მაკნე ხალხში ერევა, შემდეგ კი ერთ ადგილას ჩერდება. თბილი ჯიბიდან ხელს ჰყოფს, თავის საყვარელ მიკროფონს იღებს, რთავს და, ერთ დროს, მისთვის საყვარელი სიმღერის შესრულებას იწყებს. იმ სიმღერის, რომელიც ბავშვობაში დაწერა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დაკარგული იყო..
სადმე გინახავთ მერცხალი მარტო მიფრინავდეს თბილ ქვეყნებში?!ალბათ არა, რადგან ისინი მუდმივად ჯგუფურად გადაადგილდებიან.. რეალურად, ეს მერცხალიც არ არის მარტო, მაგრამ ის თავს სწორედ ასე გრძნობს. ვიზუალურად არაფრით განსხვავდება სხვებიგან, მაგრამ ის გარიყულია. რაღაც აკლია.. ისიც კი არ იცის, რას წარმოადგენს ამ ცხოვრებაში..
ეს მერცხალი ჯონგუკია.. და ის იქამდე იყო დაკარგული, სანამ მის ცხოვრებაში ჯიმინი არ გამოჩნდა..
ამ პატარა, ქერა არსებამ მოახერხა და გუკის გონებასა და გულში ღრმად დაიდო ბინა. დაანახა როგორ უნდა მოსცილდე შავ-თეთრ სამყაროს და იცხოვრო ფერადი დღეებით.
მინი დაეხმარა მას გარკვეულიყო თავის ორიენტაციაში და იმაშიც, რომ ბოლომდე შეეყვარებინა საკუთარი თავი.
მან მართლაც შეიყვარა, მაგრამ არა იმაზე მეტად, რამდენადაც თავად ჯიმინი.
ხალხმა მის გარშემო წრე შემოარტყა. ზოგიერთმა მათგანმა იცნო კიდეც. ხმამაღლა დაიწყეს მისი სახელის ძახილი, ტაშის დაკვრა და ფოტოების გადაღება. ზოგიერთიც, ვინც მომხდარის შესახებ უკვე იცოდა, უბრალოდ იდგა და ჩუმად ისმენდა მის ისტორიას..
ჯონგუკს მათთვის არ შეუხედავს, მაგრამ იცოდა, რომ ამ ადამიანებს შორის იყვნენ ისეთებიც რომლებმაც პირდაპირი გზით დააშავეს მასთან.
მაკნე არ იყო ბოროტი, ის არ მივიდოდა და არ აწამებდა სიკვდილამდე.. უბრალოდ იმედი ჰქონდა, რომ ერთ დღესაც ინანებდნენ თავიანთ საქციელს. დღეს კი სწორედ ეს დღე იყო.
ჯონგუკმა თავი მხოლოდ მას შემდეგ ასწია, როდესაც სიმღერა დაასრულა. მისი წითელი თვალები თითქმის ყველამ დაინახა. მისი ასეთი მტკივნეული მზერა არასდროს ამოვა მაყურებლის გონებიდან... ახლა საუკეთესო დრო იყო მასთან ჩასახუტებლად, ავტოგრაფის გამოსართმევად, უბრალოდ დასალაპარაკებლად, მაგრამ ამას არავინ აკეთებდა. ამის ნაცვლად უბრალოდ იდგნენ და ჩუმად უყურებდნენ, როგორ ტოვებდა იქრაურობას ახალგაზრდა მომღერალი..
მისი ფოტო მალევე ატვირთეს სოციალურ ქსელში წარწერით:
მაპატიე, რომ ვცდილობდი ამ სამყაროში სინათლე ჩამექრო...
ფოტო ყველამ ნახა, ჯონგუკი კი მას შემდეგ ვერსად იპოვეს...იმ ადამიანს დავიჭერ და ყურებით ვითრევ😂😂 მოკლედ, მიყვარხართ💜
YOU ARE READING
You are me, I'm you (დასრულებული)
Romance"მე აქ ვარ..." "შენთან..." "შენში..." "შენ..."