Flashback
-ჯონგუკ მეშინია-ჩუმად თქვა ქერამ და უმცროსს ახედა, რომელიც გაფართოებული თვალებით უყურებდა უფროსს.
-რისი მინი? - იკითხა, მოეხვია და ისევ თმის წვალება განაგრძო.
-შენ მართლა აპირებ თქვა? ხვალ.. კონცერტზე
-კი, განა ეს არ გვინდოდა ორივეს? რამდენი ხანია ამაზე ოცნებობ..
-მინდოდა, მაგრამ..
-მაგრამ?- ჩაეკითხა უმცროსი
-არ ვარ დარწმუნებული.. ჩვენი აღიარებით ჯგუფს დიდ საფრთხეში ვაგდებთ
-მინი-ჯონგუკს ხმა გაუმკაცრდა. საწოლში წამოიწია. ჯიმინიც მას მიჰყვა და თვალებში ჩახედა. მის ნიკაპს შეეხო და ტუჩებით ნაზად აკოცა - დავიღალე დამალვით, ჩემი ხარ, მაგრამ მინდა ბოლომდე ჩემი იყო.. ყველგან, სახლშიც და სახლის გარეთაც. და თუ ჯგუფზე ასე ნერვიულობ, მზად ვარ, დავტოვო.
-არა, არა! -მაშინვე გააქნია თავი ბიჭმა-ისინი იდარდებენ. არ მინდა ეგონოთ, რომ მივატოვეთ.
-მაშინ მენდე, ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება. შეიძლება ბევრმა არ მიგვიღოს, მაგრამ ბევრიც მიგვიღებს.
-შემდეგ რა იქნება?
-მხოლოდ ჯიგუკი, ჩვენ.. მხოლოდ ჩვენ ორნი.
🌘💜
YOU ARE READING
You are me, I'm you (დასრულებული)
Lãng mạn"მე აქ ვარ..." "შენთან..." "შენში..." "შენ..."