14🌸

231 42 4
                                    

-მცივა.. გთხოვთ.. მაჩვენეთ ის.. მინდა, რომ გამათბოს..

***

Flashback

ჯონგუკის POV

მისი ტუჩებიდან მოშორებას ძლივს ვახერხებ, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ჯიმინი მაიძულებს უკან გაწევას. უკმაყოფილოდ ვიშმუშნები, ის კი სწრაფად იწყებს სუნთქვას. ვხვდები, რომ ცოტაც და ალბათ უჰაერობისგან დავახრჩობდი. მეცინება, როგორი ნაზია. როგორი სათუთი... ჩემი პატარა... მხოლოდ ჩემი...

მას შემდეგ, რაც ჯიმინს სცენაზე ყველას თვალწინ ვაკოცე, ხელი ჩავკიდე და კონცერტის დასრულებისას პირდაპირ სასტუმროში წამოვიყვანე.

ნამჯუნი გვეხვეწებოდა მათთან დავრჩენილიყავით, საერთო საცხოვრებელში. ეშინოდა, რომ რამე ცუდი დაგვატყდებოდა თავს, მომხდარის შემდეგ, მაგრამ მე რატომღაც მაინც უარი ვუთხარი. განა იმიტომ, რომ მისი არ მესმოდა. არა! უბრალოდ მინდოდა ჩემი პატარა ჩემთან ყოფილიყო. ეს პირველი ღამე იქნებოდა ჩვენთვის, როდესაც ყველამ ყველაფერი იცის. სასაცილოა, არა? ჩემი ბავშვური ახირება..

საბოლოოდ, ნამჯუნი და დანარჩენები დავარწმუნე იმაში, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, დავემშვიდობეთ და იქაურობა ბედნიერებმა დავტოვეთ.

სასტუმროში ყველა გავაფრთხილე, რომ ჩვენს მოსვლამდე რომანტიკული ვახშამი გაემზადებინათ. ჯიმინი გაოცებული და ბედნიერი ათვალიერებდა ოთახს. ვერანდაზე პატარა მაგიდა იდგა, ორისთვის, რომელსაც წითელი გადასაფარებელი ამშვენებდა. ზედვე იდო ამავე ფერის ღვინოც თავისი ჭიქებით, სანთლებით, თეფშებითა და ზედ გაწყობილი სხვადასხვა კერძებით.

მინის ხელი ჩავკიდე, სკამი გამოვუწიე და თავის ადგილზე დავსვი, მე კი მის წინ დავჯექი.
სულელური ღიმილი გვიმშვენებდა სახეს. ბავშვურად დამცინოდა, როცა სანთლებს ვანთებდი. მაშინაც, როცა ღვინო ჩამოვასხი და კინაღამ ზედ გადავისხი.

You are me, I'm you (დასრულებული) Where stories live. Discover now