I თავი

1.7K 65 0
                                    

ნამდვილად არ მეგონა ჩემი ცხოვრება ასე თუ წარიმართებოდა ან ასე თუ გაგრძელდებოდა სამუდამოდ.

ძალგამოლეული ვარ, ყველაფერი მტკივა და არ ვიცი თავს რითი ვუშველო. დედა ხვდება, რაღაც რიგზე ვერ არის, რომ რაღაც მჭირს და მაწუხებს, მაგრამ არაფერს მეკითხება. კარგიც არის, სჯობს თავადვე დავძლიო.
გამოცდების ჩასაბარებლად წავედი სკოლაში. ვაი, ეგეთ ჩაბარებას, ჩავაბარე და როდესაც სახლში დავბრუნდი სიცხე 38 მქონდა.

ყველაფერი უფრო გამძფრდა. ორი დღე ლოგინში ვიწექი...სიცხეს ვებრძოდი და გაუჩერებლად ვტიროდი, ტკივილი სულამდე აღწევდა. იყო დრო, როდესაც დიდი ხნის ტირილის შემდეგ ისე ჩამეძინებოდა, რომ ვერც მივხვდებოდი.
საშინლად მტკიოდა, თავს ცუდად ვრგრძნობდი და მეგონა, რომ ამას დასასრული არ მოუჩანდა. საჭმელს ბევრს ვერ ვჭამდი, რადგან ყელის ტკივილი მოყვა, ნერწყვის გადაყლაპვა მიჭირდა, ლუკმაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია, მაგრამ დეპრესიამ თავისი ჰქნა და იმდენს მაინც ვჭამდი, რომ მშიერი არ მოვმკვდარიყავი.
ორი დღის შემდეგ სკოლიდან ექვსკურსიაზე მივდიოდი, ცხადია მინდოდა წავსულიყავი, სხვა რამეზე გადავიტანდი ყურადღებას და უფრო კარგად გავხდებოდი. ნუ, ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა.
ორდღიანი ავადმყოფობის და ამავდროულად დეპრესიულობის ფონზე სახე მთლიანად ალეწილი და გათეთრებული მქონდა, ყველამ ჩათვალა რომ უბრალოდ სიცხის ბრალია და დიდად ყურადღება არ გაუმახვილებიათ.
ის დღე ძალიან სასიამოვნოდ გავატარე. ბევრი ღირსშესანიშნავობა მოვინახულე, გრძელმა გზამ მომაძინარა და მალევე ჩამაძინა, მაგრამ ჩემი კლასელები იდიოტები არიან ნორმალურად ვერ გამოვიძინე.
ამ დღის შემდეგ სულმა სიმშვიდე ჰპოვა თითქოს...მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გამოვმჯანმრთელდი. საღამოს, გვიან დავბრუნდით მე და დედა სახლში, ალბათ პირველი საათი იქნებოდა. დაღლილილებმა ძლივს მივაღწიეთ ლოგინამდე. საბედნიეროდ, ჩამეძინა.

დილით სიმარტოვე ვიგრძენი, რა საზიზღარი გრძნობაა, მაგრამ ამის ამოვსება ხომ საუკეთესო მეგობრებს შეუძლიათ-მია და ლიკა სოფელში იქნებოდნენ წასულნი, ამიტომ ელიზაბეთთან წასვლა გადავწვიტე. წინასწარ მივწერე, რომ თავის ბინაში მივაკითხავდი. გავემზადე, ცოტა ტონალური წავისვი,მოვწესრიგდი. სახეს ოდნავ ფერი დაედო, რადგან სახეზე "გამარჯობა, მე სრულიად განადგურებული ვარ"-მეწერა.

ელიზაბეთი
16 წლის, 165 სმ. მისი ჰობია წიგნების კითხვა და ქართული ცეკვა. 5 წელია რაც ცეკვაში დადის და ის მთელი თავისი ცხოვრებაა.
ჩემი საუკეთესო მეგობარია, ვინც კი ოდესმე მყოლია. საყვარელი და კულულაა. ძალიან უყვარს წიგნები და ლიტერატურა, მაგრამ მაინც ადვოკატობას ამჯობინებს. ვფიქრობ, რომ კარგი ფსიქოლოგი იქნებოდა და სწორედაც ამიტომაც გავრბივარ ახლა მასთან.

ჩვენ სხვადასხვა უბანში ვცხოვრობთ, სახლიდან გამოსვლიდან 15 წუთში მის ბინასთან ვარ. მაღალსართულიანი რვა სართულიანი კორპუსია. კორპუსს ძლივს მივაგენი. როგორ შეიძლება დაქალის ბინას ვერ მიაგნო, არადა კარგი მახსოვრობა მაქვს. როდესაც ავხედე და გამახსენდა მერამდენე სართულზე ცხოვრობდა სახეზე ფერი უფრო დამეკარგა.
"ამოწყდეს ამ ბინების მომფიქრებელი"-და მე-6 სართულამდე გაუჩერებელმა ვიარე. ყოველ მეორე სართულზე ორი წუთით ვისვენებდი და თან ლიფტის გამფუჭებელს ვწყევლიდი. ბოლოს დაქალის კარებზე ვაკაკუნებ და კარებს თავად მიღებს. როგორც ყოველათვის ჩემი დანახვა უხარია და პოზიტიურად არის,ჩემგან განსხვავებით. მისი ღიმილი მაშინ შეწყდა, როდესაც ჩემი ჯერ კიდევ ალეწილ-ფერდაკარგული სახე დაინახა.
-ნანა?კარგად ხარ?
-ხომ იცი, რომ ვერ გატყუებ...-ამოვიოხრე და გადავეხვიე-სანამ აქ მოვედი კინაღამ გამიტანეს

უცებ გამოჩნდი შენWhere stories live. Discover now