-იცი რა...ჯობს შესვენება აიღო და სადმე წახვიდე.-მითხრა ელიზაბეთმა, როდესაც ყველაფრის მოყოლა დავასრულე.
-და სად წავიდე?
-არ ვიცი ქალაქ გარეთ ან რავი...სადაც გინდა.
-მოდი ჯერ გავისეირნოთ გარეთ.
-კარგი.საკმაოდ გრილოდა და ძალიან მესიამოვნა. სახლიდან როგორც კი გავედით ელიზაბეთის დედამ მაკამ მოგვაძახა, რომ 10ზე სახლში ვყოფილიყავით.
სანამ კორპუსიდან არ გავიდოდით არც ერთს ხმა არ ამოგვიღია.
სკვერში დავჯექით, მანამდე კი მზესუმზირა ვიყიდეთ.
მზესუმზირამ კი სრულიად დაგვამუნჯა.
-მომაშორე!-შეიძახა ელიზაბეთმა და მზესუმზირა გადაყარა.-ორივენი ჩვენს ფიქრებში წავედით.
გავუღიმე და მეც გადავყარე.
-ნანა.
-ხომ.
-1 თვეა რაც მუშაობ, არ გიფიქრია რომ დაისვენო, ერთი ორი დღით ქალაქ გარეთ გადი.
-სად წავიდე...ჭიათურაში?
უცბათ გამახსენდა, რომ ჩემმა ერთმა დაქალმა შემპირდა თუ ჩავიდოდი მასთან დავრჩებოდი.-აი. ჭიათურაში ვინ გყავს?
-ჩემი მეზობელია, იქ სოფელი აქვს და შემპირდა თუ ჩამოხვალო ჩემთან მოდიო.
-დაურეკე დედაშენს. კითხე თუ გაგიშვებს.-ალო დე!
-გამარჯობა დედი. როგორ ხარ?
-კარგად დე შენ?
-მეც კარგად.
-დე. შეიძლება მიასთან წავიდე ჭიათურაში?
-მერე ელიზაბეთი?
-ელიზაბეთი გაძლებს ჩემს გარეშე.
-როდია გინდა წასვლა?
-ხვალვე.
-რამდენი დღით?
-მხოლოდ 2 დღით.
-კარგი დე. ხვალ სახლში მოდი, ჩაალაგე ტანსაცმელები და წადი.ასეც ასე! როგორც იქნა გავიღიმე.
-აბა?-მკითხა ელიზაბეთმა.
-მიშვებს.
-ხომ იცი არ უნდა მოიწყინო. ბევრი იარე ისეირნე და რაც მთავარია გაერთე. ზაფხულია და არა დეპრესიული ზამთარი.ჩემს უბანში ავედი. 1 თვე უნახავი მყავდა, სამსახურის გამო ელიზაბეთთან გადასვლა გადავწყვიტე, რომ გზაში ბევრი დრო არ დამეკარგა.
უბანში არაფერი შეცვლილა. მეზობლის ძაღლები კვლავ ყეფდნენ. საცოდავ მანქანას კვლავ ქოქავდნენ და დრელით ბალახს თხრიდნენ.
ტანსაცმელები გავამზადე, მშობლებს დავემშვიდობე და ჭიათურის მარშუკის გაჩერებასთან მამამ ჩამიყვანა. გაჩერებაზე დამტოვა და მარშუტკაში ჩავჯექი.
YOU ARE READING
უცებ გამოჩნდი შენ
Romance8 თინეიჯერის ცხოვრება, სავსე ბედნიერებით, წვეულებებით, მეგობრობით და უკიდეგანო სიყვარულით. ეს მოვლენები ქუთაისში მიმდინარეობს, პატარა ქალაქში სადაც ყველა ყველას იცნობს და იმოდენ ხშირად შეიძლება გადაიკვეთოს 2 ადამიანის ცხოვრება ერთმანეთს, რომ მათ ერ...