V თავი

817 48 2
                                    

ჩემს დაქალთან ერთი ღამე გავატარე კარგად განვიტვირთე, მაღაზიიდან როცესაც ამოვიდა ამბობდა:
ბიჭს მზერის ორთაბრძოლაში მოვუგეო, რაც მე არ შემიძლია.
საღამოს ბევრი ვისაუბრეთ. დალევაც გადავწყვიტეთ-ფანტა და კოკა კოლას დავჯერდით.
მეორე დღეს თავს ასჯერ უკეთესად ვგრძნობდი. საუბარი შინაგან ჩაფლობილ სამყაროზე და თითქმის შეუჩერებელი ტირილის დახმარებით ყველაფერი განდმოვანთხიე...კარგადაც გამოვიძინე.

ელიზაბეთის ჩახუტება ტკივილ გამაყუჩებელივით მშველოდა, პულსი მითანაბრდებოდა და ვწყნარდებოდი. ჩახუტებისას თითქოს მისი გული ჩემსაში გადიოდა და ერთდებოდა.

თვალები გავახილე და ელიზაბეთს გავხედე მშვიდი და ღრმა ძილით ეძინა. ჩუმად და ფრთხილად ავდექი, რომ არ გაღვიძებოდა. ანგრეული ოთახი ცოტა მივასუფთავე-მოვაწესრიგე და ამასობაში მასაც გაეღვიძა.
-დილა მშვიდობისა!
-დილა მშვიდობისა
-სამსახურში მიდიხარ?-თვალები მოიფშვნიტა.
-კი, შენ გერმანულზე ხომ?

მისი სახლი მალე დავტოვე, თვითონ კი გერმანულზე ეჩქარებოდა. ელიზაბეთის წაყვანა მამამისმა გადაწყვიტა. სწრაფად ჩაჯდა მის მანქანაში, ცოტაოდენი ტუჩსაცხი წაისვა ტუჩზე და თმები გაიშალა, მისი თმები სალონში დახვეულ თმებს წააგავდა.
მასწავლებლის სახლთან ახლოს ბიჭების ჯგუფი იდგა. მათ გახედა და თან მანქანიდან ჩამოვიდა, როდესაც ბიჭებს ჩაუარა იქიდან ერთ-ერთმა თვალი ბოლომდე გამოაყოლა, ელიზაბეთმაც პოზიცია არ დათმო და თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს.

______

ზაფხულის მშვიდი და სასიამოვნო საღამო იზიდავდა ახალგზარდებს სეირნობისთვის. უბანში თითქმის ყველა გარეთ იყო გამოსული, ზოგი მანქანას აკეთებდა, ზოგი ნარდს აგორებდა, საუბრობდნენ და ირგვლივ ბავშვები კლასობანას თამაშობდნენ.
ქუთაისში ყველა უბანში ერთი ადგილია გამოყოფილი, რომელსაც "ბირჟას" უწოდებენ.
გარაჟის კუთხეში პატარა მაგიდა და სკამეიკები იდგა. იქ რამოდენიმე ახალგაზრდა შეკრებილიყო საუბრობდნენ და თან სიგარეტს აბოლებდნენ. გვერდით ლუდიც ედოთ.

უცებ გამოჩნდი შენWhere stories live. Discover now