ინგლისურიდან როდესაც გამოვედით მე და ნიკო ერთმანეთისთვის ამდენ ხანს ხმა არ გაგვიცია. ჭიკარი შემიღო და გზა დამითმო, უნდა გავსულიყავი როდესაც ნიკომ მკითხა:
-როგორაა?
ხმა არ გამიცია ჭიშკარში გავედი. ნიკომ ჭიშკარი მძიმედ მოკეტა. მოტოზე შეჯდა და თვალს მიეფარა. საჩუქრად კვამლი დამიტოვა.
ჩემს სახლთან როდესაც მივედი. ნიკო ლიკას ჭიშკარზე მიყუდებულიყო.
-შენ რა გაგიჟდი?-მეორე მხარეს გადავედი.
ნიკო მოტოდან წამოდგა, ჩემსკენ შემკტრიალდა და მითხრა:
-ვიცოდი, რომ ვერ გაქაჩავდი...
-შენგან განსხვევით ლიკას მშობლები და მეზობლები ჰყავს.-მაჯაზე ხელი მოვკიდე და დათოს ჭიშკართან გადმოვიყვანე.
-ვაუ შავ იუმორსაც ვფლობთ
-ნუ მაიძულებ!-თვალი თვალში გავუყარე.
-მაშინ დამეხმარე რომ ლიკას დაველაპარაკო.
ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. ტელეფონი ხელში ავიღე, ლიკას დავურეკე და ნიკოს მივაწოდე.
-ალო.-გავიგონე ლიკას ხმა რადგან სპიკერზე ჩავრთე.
-ლიკა მე ვარ ნიკო...მისმინე არ გამითიშო!
-კარგი
-მისმინე არ მომწონხარ...ერთადერთი რაც შენთან მინდოდა ფლირტი იყო. ვიცი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ხომ შეძლებ რომ მაპატიო?
-არ ვიცი...-ლიკა ატირდა.-მე მომწონდი ნიკო, შენ კიდევ...
-ბოდიში.
-ოღონდ ჩემი ცხოვრებიდან გაქრი, ამით შევძლებ პატიებას.
-მაგრამ...-ზარი გაითიშა.
-ხედავ ყველაფერი კარგად იქნება.-თვალი ჩავუკარი და სახლში შევედი. დედას ჩემი საყვარელი ბაჟე გაეკეთებინა, რადგან დღეს ისვენებდა გადავწვიტეთ საყიდლებზე წასვულიყავით.
-ჭავჭავაძეზე წავიდეთ, იქ შევარჩევთ კარგ რაღაცეებს თან ახალი წელი ახლოვდება.
-რა?-საერთოდ ვერ გავიაზრე როგორ მოდის ახალი წელი, როდესაც გააზრებაშიც არ ვარ. ამ წელმა ისე უცბად გაიარა. ასე მგონია ჩემს ცხოვრების ტაიმერი ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება.
-2 კვირაში ახალი წელია...და ჯერ კიდევ არ მოუთოვია...ჩემს ბავშვობაში...-დაიწყო დედამ
-მუხლებამდე თოვლი მოდიოდა და გვირაბებიც გაგყავდა...ხო მოყევი.
ჭავჭავაძეზე მივედით, აქაურობა ყველაზე მეტად მეზიღება! სრული ქაოსი და აყალ მაყალი. ათასობით ადამიანი თავის ჭკუაზე დადის და არ ითვალისწინებს საგზაო ნიშნებს.
მაღაზიაში ძლივს შევაღწიეთ და გადავწვიტეთ ცოტა საზაფხულო ტანსაცმელები გვეყიდა, რადგან ახლა უფრო იაფი იქნებოდა.
-დედი შენ კაცების სექციაში შედი და მამას რამე შეურჩიე.
კაცების შექციაში ლიფტით ჩავედი, ხანდახან კი მეშინია მაგრამ ვრისკავ
-სამოთხე!-კინაღამ ვიკივე. საერთოდ ძალიან მიყვარს მამაკაცის ტანსაცმელები, წესით აქ ჩამოვდივარ ხოლმე საყიდლად. მამას ტანსაცმელები კი მე უფრო ხშირად მაცვია ვიდრე მას.
რამოდენიმე The north face ქურთუკი მოვისინჯე, მაგრამ არ მომეწონა. სხვა ქურთუკებს გადავხედე და შავი უბრალო ქურთუკი ავიღე. მამას მძიმე ქურთუკები უყვარს, ისიც მძიმე იყო ამიტონ ჩავთვალე რომ მოეწონებოდა.
სარკეში ჩავიხედე და მოვიზომე, რამოდენიმეჯერ ჩემს თავსაც დავაჭყანე და პრანჭვა გავაგრძელე, როდესაც ქურთუკი გავიხადე ანარეკლში ის დავინახე...!
-ნანა!-ხელი ამიკანკალდა და ქურთუკი გამივარდა.
მომიახლოვდა, ჩემს ფეხებთან დავარდნილი ქურთუკი აიღო. ჩვენს გარშემო თაროები ძალიან ახლოს იდო, ამიტომ ორივე კარგად არ ვეტეოდით და ახლოს ვიყავით სახით ერთამანეთთან.
-გუგა...-ხმა ამიკანკალდა.
YOU ARE READING
უცებ გამოჩნდი შენ
Romance8 თინეიჯერის ცხოვრება, სავსე ბედნიერებით, წვეულებებით, მეგობრობით და უკიდეგანო სიყვარულით. ეს მოვლენები ქუთაისში მიმდინარეობს, პატარა ქალაქში სადაც ყველა ყველას იცნობს და იმოდენ ხშირად შეიძლება გადაიკვეთოს 2 ადამიანის ცხოვრება ერთმანეთს, რომ მათ ერ...