XLII თავი

300 41 10
                                    

ზამთრის სასიამოვნო საღამო იყო, რადგან მომდევნო დღეს ყველა ჩვენ ჩვენს სკოლებში უნდა წავსულიყავით...გადავწყვიტეთ, რომ შევკრებილიყავით. სავარძელზე ვიჯექი, თავი ამიკოს მხარზე ჩამომედო და ღრმად ფიქრებში წავსულიყავი. გოგოებიც იქ იყვნენ და ბიჭებიც. დალევას არ ვაპირებდით, მხოლოდ ფილმი ჩავრთეთ
-პრინცესების გაცვლა ჩართეთ-განაცხადა მიამ.
-მია 4 წლის ხარ?!-დასცინა ლუკამ. მას რა თქმა უნდა საშინლად დამამცირებელი უიმორი ჰქონდა, მაგრამ ვგრძობდი რომ მაინც წუხდა ხოლმე.
მიამ მაინც გველურად გაუღიმა და ნეთქფლისქსში შევიდა.
-რას აკეთებ? ვითომ შენ იხდი-გამოეკიდა დათო.
-კაი რა მე გადაგიხდი.-მიამ თოვლის ბაბუას ქუდი დაიხურა და ფილმი ჩართო.
-არ წავიდეთ?-შემანჯღრია ელიზაბეთმა.
-ამ არაა!-ყველას ყურადღება მიიპყრო ნიკომ. ფეხზე წამოდგა, მისი დაკუნთული მხრები ააღრჭიალა და განაგრძო:-მამას და დედუცუნას...ბოდიში მოვუხადე...-ძლივს დაამთავრა.

ყველას სიცილი აგვიტყდა.
-იმედია ხუმრობას ყვები-დასცინა ლუკამ, გახედა და მიხვდა რომ სერიოზულად ამბობდა-ვაიმეე არ ყვება!
-მამა ზეციერო! სასწაულები ხდება-ჩაილაპარაკა საბამ და თან ლოცვაც დააყოლა.
ამიკოს თვალი აუკანკალდა.
-კარგი ნიკო, მერე?-ვკითხე, მაგრამ მეც არანაკლებ გაოცებული ვიყავი.
-მამამ მითხრა, რომ ლიკას გაცნობა უნდა...-ბორძიკობდა და ენა ებომოდა.-და ხვალ მივალთ...მის მშობლებს როგორც თქვა...-თავში სიტყვას ეძებდა.-"შესაბამისად"
-პირველად მესმის ამხელა სიტყვა შენგან-გაოცდა ბუფში მჯდომი საბა.
-დაახვიე!-ზევიდან დახედა და შუანა თითი ამოუწია.

***
-დარწმუნებული ხარ, რომ დედამისი სახლში იქნება?-დაეჭვდა ბატონი ოდიშარია.
-კი.-ნიკომ რუჩნოის ამოწია, გასაღები გამოაერთა და მანქანიდან გადავიდა, მას თან მისი მამა გამოჰყვა. ორივეს ისე ეცვა, როგორც ბიზნესმენებს. მამამისს მუქი ლურჯი კოსტიუმ-შარვალი ეცვა, ნიკო კი რა თქმა უნდა მის საყვარელ ფერს არ ღალატობდა და შავი ეცვა.
ეზოში ფრთხილად შევიდნენ, რკინის თეთრ კარებს ნიკომ რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელის გული და კარები იმ წამსვე გაიღო.
-უნდა დააკაკუნო შვილო...-შეახსენა მამამისმა.
-ვინ გნებავთ?-კარი საოცრად მაღალმა ბიჭმა გაუღო. იმოდენ მაღალი იყო, რომ თვით ნიკოც ყველაზე მაღალი სამეგოროში ქვევიდან უყურებდა.
-მე ლიკა სირბილაძის ნახვა მინდა-მისი თავდაჯრებულობა ბრინჯივით დაიბნა.
-დასჯილია...-ისეთი ხმა ჰქონდა, ჭიქასაც გატეხავდა რომ დაეყვირა.
-დედამისის ნახვა გვინდა-ჩაეჭრა მამამისი.
-მობრძანდით-შეიპატიჟა მისაღებში. სახლი საკმაოდ მაღალჭერიანი და დიდი იყო. კედლებზე ძვირადღირებული ნახატები და ლიკას ბავშვობის ფოტოებს მოკრა თვალი. ერთ ფოტოზე პატარა ლიკა სრულიად შიშველი ვიღაცა ქალს უკუღმა ჩამოეკიდებოდა...მისარებამდე გზა ლიკას ძმამ გაუკვალა, შემდეგ დედას საძებნად გავიდა. ოდიშარიები დაჯდნენ და რამოდენიმე წუთში ლიკას დედაც მოვიდა. ქალი ლიკას საოცრად გავდა, მასავით მწვანე თვალები ჰქონდა...რასაც ვერ იტყოდით მის დაზე. აშკარა იყო, რომ სამუშაო დღის გამო ძალიან გადაღლილი იყო.
-შენ?-იცნო ნიკო.
-ძალიან მოხარული ვარ თქვენი ნახვით-ბატონსაც შეეშინდა ლიკას დედის.-...ქალბატონო...-დაიწყო ბატონმა ოდიშარიამ.
-ლია!-უხეშად მიამატა.-ნიკოს მამა ხართ?
-დიახ...და აქ სასაუბროდ მოვედი, როგორც ტრადიციებმა გვასწავლეს...რადგან საჭიროდ ვთვლი
-რისი თქმა გინდათ?
-ჯერ დაბრძანდით.-ხელით ანიშნა მის წინ მდგომ სავარძელში, ქალბატონი ლია სწერვულად ჩაჯდა. ნიკოს მის მოქმედებებზე მისი გაგლეჯვა მოუნდა.

უცებ გამოჩნდი შენWhere stories live. Discover now