XXXI თავი

334 44 12
                                    

იმ საღამოსვე სასრაფოთი გადამიყვანეს. ტვინის შერყევა მივიღე, სერიოზული დიდად არაფერია მაგრამ 2 კვირა ლოგინი გამომიწერეს.
-სერიოზულად? მალე ახალი წელია მინდა ქუჩაში გავიდე.-ვწუწუნებდი.
-ხომ მაგრამ ტრამვა მიიღეთ...-დაიწყო ექიმმა.
-გთხოვთ, ძალიან გთხოვთ მხოლოდ 2 საათით გავალ.
-ვიცი, რომ თქვენსას ვერ დაიშლით.-დანებდა. გამიღიმა და მარტო დამტოვა.
ლოგინში ფიქრებს მივეცი, ყველაფრის ხელახლა განხილვა დავიწყე...არ ვიცოდი როგორ შემერიგებინა ნიკო და ლიკა...ამიკოსთან რა მექნა...აზრზე არ ვიყავი...ან მექნა თუ არა რამე. შემდეგ ჩემმა ტელეფონმა რეკვა დაიწყო. მაგიდისკენ ძლივს გადავგორდი, დავხედე მია იყო.
-მია!
-ნანა, როგორ ხარ?
-არ ვიცი, მენტალურად თუ მეკითხები ცუდად...ფიზიკურად უფრო ცუდად.
-რატო?-შეშინდა
-გუგა ვნახე...
-მერე! გითხრა რამე?-ახლა უფრო შეშინდა.
-კი.
-რა?
-ერთმანეთს ჭავჭავაძეზე  შევხდით ტანსაცმლის მაღაზიაში...მერე გაქცევა ვცადე მისგან, მაგრამ ფეხი წამოვკარი...რაღაცას
-ხო მერეეე!
-თავი დავარტყი, არ მივაქციე ყურადღება და საღამოს მაღებია.
-ღმერთო!
-არ ინერვიულო კარგად ვარ.
-კარგო რომელ საავადმყოფოში ხარ?
-ყინულის მოედანთან რომაა...
-მაგას ბავშვთა ჰქვია.-ექიმის შვილია.
-ხო... გეტყობა ექიმის შვილი, რომ ხარ.
-რა თქმა უნდა.-მიას ღიმილი ტელეფონიდანაც ვიგრძენი.-უი ჯერ ლიკას თამაშზე  მივდივარ,შენ არ გითხრა? ახლა წრიულს ველოდები მერე გამოგივლით...იმედია ის ვაჟბატონიც იქნება...ნიკა თუ
-ნიკო...წარმატებები.

მიამ ტელეფონი გამითიშა თუ არა წრიული მაშინვე მოვიდა. ბევრი ხალხი იყო და ფეხზე დადგომა მოუწია...ორი გაჩერების შემდეგ კი ზასტავაზე ჩამოვიდა. უზარმაზარი ლურჯი ავტობუსი სანამ ჩაივლიდა მარცხნივ  გაიხედა და დაინახა რომ ვიღაც ბიჭს ავტობუსის უკანალი თითქმის სახესთან ედებოდა. უცნობ ბიჭს უცბად მოქაჩა უკან ზედაზე ხელი და ოდნავ მისკენ გამოწია. ზურგით მიენარცხა, წონასწორობა მიამ შეუნარჩუნა თორემ ძირს დაეცემოდა. მან მიას გამოხედა.
-ცოტა მაკლდა!-ჩაილაპარაკა ბიჭმა და ღრმად ჩაისუნთქა.
-არა! ბევრი გაკლია!-აკაპასდა მია და მისი ზედა რომელიც ოდნავ ხელში შემეხევია და გაეწელა ხელი გაუშვა.
2 ზებრა ერთად გადაკვეთეს და აღმოჩნდა რომ ორივე ერთიდაიგივე მიმართულებით მიდიოდნენ. ბიჭი უფრო წინ მიდიოდა, მია კი ტკბებოდა მისი სიარულის მანერით. როგორც მოდელი ისე დადიოდა, თავდაჯერებული, სიმპატიური, საყვარელი და მაღალი ბიჭი იყო. დიდი მკვდარი ჩაშავებული თვალებით.
4 წუთში სტადიონზე შევიდა, იქვე ნიკო და ის ბიჭიც დაინახა.
-ნიკო და ის...-გაოცებისგან პირი ღია დარჩა.-მიდი მია გაბედე!-მია ნიკოს მიუახლოვდა და მასთან ახლოს ჩამოჯდა.
-ბარო ნიკო.
-ბარო...-უხალისოდ უთხრა ნიკომ.
-აქ რა გინდა?
-ლიკა.-თითებს ნერვიულად ათამაშებდა.
-არაფერი გამოგივა...
-მე ყველაფერი გამომდის
-ეგ ნამდვილად არ გამოგივა...
-რა? რამე გითხრა?!-ნიკო ინტერესმა უფრო მოიცვა.
-მას მოსწონდი...ახლა არამგონია გაპატიოს...
-შანსი არის?-ჰკითხა უცნობმა ბიჭმა.
-შენ ვინ ხარ?
-ლუკა...ნიკოს ძმაკაცი.-უთხრა ლუკამ და მისი მსხვილი ტუჩებით ღრმად გაიღიმა.
-რავი ცადე.-გახარებულმა ნიკომ მიას ლოყაზე აკოცა.-ზედმეტია!
-მაპატიე.

უცებ გამოჩნდი შენWhere stories live. Discover now