VII თავი

613 47 2
                                    

1 თვის შემდეგ

-აბა, როგორ ჩაირა დღემ?-მკითხა ელიზაბეთმა . ტელეფონს ვიდეო თვალი ჩავურთე, რომ ელიზაბეთს უკეთ დავენახე.

-შესანიშნავად! მიმიღეს!

-ვაუუუ! მაგარია! შენით ვამაყობ!

-დიდი მადლობა!

-ხელფასი?

-დღეში 20 ლარი,მაგრამ ხალხის რაოდენობასაც გააჩნია.

-რაა მაგარია!

-კი კმაყოფილი ვარ, კარგი ადგილიცაა. ხალხიც მომაბეზრებელი არაა. მოკლე კონკრეტული და ლაკონური საუბარი იციან, რაც მომწონს

-ნანა! შეყვეთა გაიტანე!-დამიძახა მზარეულმა.

-კაი მიდი, მერე დაგირეკავ.

-გერმანულზე რა ქენი?-კითხვის დასმა ვერ მოვასწრი, როდესაც ელიზაბეთმა ტელეფონი გათიშა. შეკვეთა გავიტანა და მაგიდაზე დავტოვა, შემდეგ დავინახა რომ მოპირდაპირე მაგიდაზე წყვილი დაჯდა. მათთან მივედი შეკვეთის მისაღებად, როდესაც ორივე პიროვნება ვიცანი.

სახე ირონიული სიცილით მომეცვა. მაგიდაზე ჩემი ძველი დაქალი თეა და ჩემი ყოფილი ქრაში გუგა იჯდა.

გუგა ჩემს დანახვისას გაშეშდა. თეა კი დასაკბენად ემზადებოდა.

-მოგესალმებით!-მივესალმე.

-გამარჯობა.-მომესალმა გუგა.

-როგორც ჩანს მუშაობა დაგიწყია...ნეტავ, დამღლელი არ არის?

-დამღლელი შენნაირი გოგოების არსებობაა.

-ასე გიჭირს, რომ მუშაობა დაიწყე?

-ამმმ...დროის გაყვანა მიჭირს. -მადლობა ღმერთს დრო შენსავით არ გამყავს.

-ჩემსავით?-წარბები აზიდა თეამ.

-დიახ, ბიჭებთან მტლაშა მტლუში....განსაკუტრებით იმ ბიჭებთან, რომელბთანაც შენ დაქალს ჰქონდა ურთიერთობა.

-რას ვიზამთ, დაე საუკეთესომ დაიმსახუროსო.

-თეა! გაჩუმდი!-შეუღრინა გუგამ.

უცებ გამოჩნდი შენWhere stories live. Discover now