კაფეში კარი შეიღო, კარებში ერთი ბიჭი შემოვიდა. დაღონებული და ფერდაკარგული ჩანდა. მაგიდასთან დაჯდა, მისი გრძელი ფეხები კარგად გაშალა და კეფა სკამს ჩამოსდო.
-საღამო მშვიდობისა!-მივესალმე და მაშინვე ვიცანი-ნიკო.
ოდნავადად გამიღიმა.
-ვოდკა მომიტანე!-ხმა გაუწყდა.
-რამდენის წლის ხარ?
-17ის.
ნიკოსკენ ზურგით შევტრიალდი, მაგრამ თითებზე ფრთხილად შემეხო და მთხოვა:-გთხოვ, ახლა ძალიან მინდა ლაპარაკი.
-არ მცალია!
-ძალიან გთხოვ.
-კარგი.-მასთან ახლოს დავჯექი. მდივანი რბილი იყო, კისერთან ნიკოს სუნთქვას ვგრძნობდი...შემდეგ კი შევამჩნიე, რომ თავი ჩემს მხარზე ედო და თვალები უბრალოდ დაეხუჭა.
-დავიღალე!
-რამ დაგღალა? გოგოებთან კოცნაობამ?
-არა, მარტოობამ...
-მარტოობა? ხომ მაგრამ შენ ხომ...
-სარკეში არასდროს ჩანს ჩვენი ბინძური ტრაკი.
-ანუ?
-ის რაც ჩანს, მის უკან ეგრე არასდროს არის.
ტელეფონზე ზარი გაისმა. ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე, მამამისი იყო.
^^^
-ხომ მამა?
-როდის მოხვალ?
-მხოლოდ დღეს ვარ მორიგე მთელი ღამით.
-კარგი შვილო, რომელზე მოხვალ სახლში?
-დილის 5 საათზე ალბად.
-კარგი გაუფრთხილდი თავს.
^^^
ნიკოს დახუჭული თვალებიდან ცრემლთა ნაკადული გადმოდიოდა. არ ანაღვლებდა მისი ემოციების გამოხატვის...ვულკანის ჩაქრობის დრო დამდგარიყო.
-როდის წახვალ?
-არსად მაქვს წასასვლელი...- ნიკოს გავხედე და მის ყბასთან ჩამოგორებული ცრემლი მოვწმინდე.
-ტელეფონი მომეცი!-ნიკომ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და მომაწოდა.
ტელეფონს ბლოკი ავხსენი და მაშინვე ბოლო ზარებში შევედი, მამამის არანაკლებ 50ჯერ დაურეკავს.
-მამაშენს ვურეკავ...-ვუთხრი, როდესაც ნიკო ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა და კედელზე მიანარცხა.
-შენ კარგად ხომ ხარ?-ვკითხე, მაშინვე წამოვდექი, ტელეფონი ავიღე, ტელეფონის ჩართვა ვცადე... ბოლოს მამამისის შემდეგ ამიკოს დაერეკა.
გადავურეკე, ამიკომ მაშინვე უპასუხა:
^^^
-შეჩემა! სად ხარ?
-ამმ...
-შენ ნიკო არ ხარ არა...
-არა, ნიკო ჩვენთანაა ბარში.
-რომელ ბარში?
^^^
YOU ARE READING
უცებ გამოჩნდი შენ
Romance8 თინეიჯერის ცხოვრება, სავსე ბედნიერებით, წვეულებებით, მეგობრობით და უკიდეგანო სიყვარულით. ეს მოვლენები ქუთაისში მიმდინარეობს, პატარა ქალაქში სადაც ყველა ყველას იცნობს და იმოდენ ხშირად შეიძლება გადაიკვეთოს 2 ადამიანის ცხოვრება ერთმანეთს, რომ მათ ერ...