რესტორანში შევედით თუ არა დავიშალეთ, გოგოები სამზარეულოში გავედით და დედაჩემს დავეხმარეთ.
-ეს დეგენერატი! ბაბნიკი!-ჩურჩულებდა ლიკა.
-ჰა?-გავხედე. ლიკა გაბრაზებული თეფშებს ხელში იღებდა და გარეთ გაჰქონდა.
-მიყურებდა.
-მერე...რა?
-ვერ ვიტან!
-არამგონია თვითონაც გიტანდეს!
ხაჭაპურის ნაჭრებით გადაჭედილი თეფშები მაგიდაზე დადო და კვლავ შემოგვიერთდა.
სამზარეულოში სრული ქაოსი იყო, თეფშებს ვერ ანაწილებდნენ და ვერც უცბად გაჰქონდათ. მადლობა ღმერთს მეფე-დედოფალს მოვასწარით მოსვლა...ნუ ნიკო ისე სწაფად ატარებდა არც გამიკვირდა.
დანარჩენები ხმას არ ვიღებდით, ელიზაბეთიც ცალკე გაშტერებული იყო.
-შენ რაღა გჭირს?-ვკითხე.
-არაფერი...არაკომფორტულობის პიკი იყო.
მალე მეფე-დედოფალიც შემოვიდა, შემოსასვლელიდან მათ მაგიდამდე შუშხუნები აინთო და ამიკოს ძმაკაცმა, რომლის სახელიც არ მახსოვს მუსიკა ჩართო.
ყველამ თავისი ადგილი დაიკავა, ჩვენც ძალგამოლეული მივენარცხეთ, მაგრამ დაისის ხმა მომესმა...რა თქმა უნდა ელიზაბეთი ამ დროს მის ფეხებს ვერ გააჩერებდა, ეს მართლაც შეუძლებელია. შეიძლება დაღლილი ყოფილიყო, უჭმელი მაგრამ მაინც იცეკვებდა.
-ფეხი დამეჭიმა...-ტკივილისგან ამოიკვნესა და მაღალქუსლიანები გაიძრო.
ტელეფონი რეკავდა გამწარებული. დავხედე მია იყო.
-ხომ მია...
-ახლავე სამზარეულოში გამოდი, ლიკამ თხილის ნამცხვარი ჭამა. მე კიდევ გული მერევა...ვაი დედიკო!
-ალერგია!-შევკივლე და სამწუხაროდ იმოდენზე რომ ყველა უკან გამომყვა. სამზარეულოში ფლეშივით დავრბოდი და საბოლოოდ ვიპოვე მაგიდაზე თავჩამოდებული ლიკა და მია იქვე გადაყუდებული.
ლიკას სახეში შემოვარტყი, არაფერი ეშველა. შემდეგ უკან ხმები მომესმა ელიზაბეთი შემოსულიყო.
-რა სჭირთ?
-ალერგია.
-ვაიმეე თხილიანი ნამცხვარი.-ნაცხვარს დახედა მთლიანად გათავებულიყო.
-ეს შექანებული ხო არა! არ იცოდა?
ლიკას მხარში ამოვუდექი და გარეთ გავიყვანე, მაგრამ გარეთ უარესი დაგხვდა. გარეთ კაცები სიგარეტს და პლანს აბოლებდნენ...კაცების საპირფარეშოსთან ნიკო დავინახე.
-ნიკო!-დავუკივლე.
-მიშველე!
სიგარეტი გადააგდო და ჩემსკენ გამოიქცა.
-ვაიმე!-შეიცხადა, როდესაც გათიშული ლიკა დაინახა.
-საავადმყოფოში ახლავე.
-ხარაშო.
მანქანა მადლობა ღმერთს ახლოს იდგა, უკანა სავარძელზე დავაწვინეთ და მაშინვენვე მოვწყდით ადგილს.
-დანარჩენებმა იციან?
-კი, მიას ღებინება აქვს...ეგ არაფერია, საკვებმა აწყინა. ლიკას ალერგია აქვს.
-რაზე?
-თხილზე. გზას უყურე!-დავუკივლე. იმ წამსვე როგორც იქნა მოწყვიტა თვალი ლიკას და გზას შეხედა.
-რომელში წავიყვანოთ?
-ბავშვთაში.
-ჰა?
-რა ბავშვთა რომელიც უფრო ახლოსაა!
10 წუთში რკინიგზის საავადმყოფოსთან ვიყავით. არ მახსოვს არაფერი რაც მოხდა, მანამ სანამ არ გამეღვიძა. ოთახში ვიყავი, ირგვლივ ბნელოდა, ღამის 3 საათი მაინც იქნებოდა. ამოძრავდი და ირგვლის მივიხედ მოვიხედე, ვიღაც გვერდით იწვა. წამოვჯექი და მისკენ გადავიხარე ვერ გავარჩიე სიბნელეში ვინ იყო. ზუსტად მისი თავის ზემოდ ვიყავი, ამ დროს თვალები გაახილა და შემომხედა...შიშიგან მისკენ გადავარდი და მის პირისპირ აღმოვჩნდი.
ვიგრძენი ვინც იყო! ამიკო, მისი სუნამო...
გავბჟუვდი, როდესაც მან ხელი მკრა და საერთოდ ლოგინიდან გადავარდი. საჯდომით დავენარცხე, ამიკომ ხარხარი მორთო. გამოძინებულს სხვანაირი ხმა ჰქონდა, უფრო ჩახლეჩილი და ბოხი. მასთან ერთად სიცილი მეც ამიტყდა ტყუილა უბრალოდ და კვლავ ლოგინს დავუბრუნდი.
დაწოლამდე ვკითხე:
-ლიკა როგორაა?
-უკეთ.
-გადასხმები...
-კი.
-დანარჩენები?
-სძინავთ.
-არ გეძინება?
-უკვე აღარ.
ლოგინიდან წამოვდექი ძილი მართლაც გამიტყდა. ტელეფონს დავხედე 5 საათი იყო. ჩაცმა დავაპირე, მაგრამ ამიკოსთან ერთად ერთ ოთახში არ რიღდა.
-არასდროს მითქვამს, რომ ძალიან საყვარელი ხარ.
-არა!
-ჰაჰა!-ისე ბოროტულად გაიცინა ცოტა შემეშინდა.
ოთახიდან გავედი, ხალათ მოცმული და ქვევითა სართულზე სამზარეულოში დავიწყე ფუსფუსი, მალე დათოს ბებიამ გაიღვიძა და ლოცვების კითხვა დაიწყო, მას მეც შევუერთდი. შემდეგ კი ერთად გავშალეთ სუფრა.
YOU ARE READING
უცებ გამოჩნდი შენ
Romance8 თინეიჯერის ცხოვრება, სავსე ბედნიერებით, წვეულებებით, მეგობრობით და უკიდეგანო სიყვარულით. ეს მოვლენები ქუთაისში მიმდინარეობს, პატარა ქალაქში სადაც ყველა ყველას იცნობს და იმოდენ ხშირად შეიძლება გადაიკვეთოს 2 ადამიანის ცხოვრება ერთმანეთს, რომ მათ ერ...