სამსახურიდან დაღლილს სახლში ფეხით წასვლა შემეზარა, მარშუტკაში ჩავჯექი. იქაურობა გადატენილიყო, მხოლოდ ფეხზე თუ დავდგებოდი. ძრავა დაიქოქა, მაგრამ უცბად კარები გაიღო და ამიკო შემოვიდა. იმოდენ მაღალი იყო, რომ მარშუტკაში გამართული ვერ იდგა. ღმერთო რამ გაზარდა ამხელა! მე რომ დამინახა ჩემს წინ დადგა, თუმცა სხვა წასასვლელი მაინც არ ჰქონდა.
როგორც იქნება მანქანა დაიძრა და მძღოლმა-სიჭაბუკე ჩართო. მადლობა ღმერთს რადიო "არ დაიდარდო" არა. ამიკო სახით ჩემსკენ შემოტრიალდა და ხელი სავარძელს დაადო, რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა."ახლა როცა სადმე ვხდებით...თვალებს ისე ამარიდებ...ვითომ ახლაც ერთმანეთი...არ გვიყვარდეს...თითქოს კიდე..."-გავიგონეთ სასიამოვნო მელოდია.
ამ მონაკვეთის მოსმენისას ორივეს გაგვეღიმა, არ არსებობს ვინმე ვისაც ეს მუსიკა არ გაეგონოს მაინც. ამიკოს წინა კბილები გამოუჩნდა და თვალი ჩამიკრა. ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია, მანამ სანამ ვიღაცა ბებოს ჩასვლა არ დასჭირდა, ბებომ ერთმანეთს მიგვაჭიჭყნა, ჩვენც ის ვერ მოვიფიქრეთ რომ ჩავსულიყავით.
2 წუთში ერთად ჩამოვედით.
-ნიკო როგორაა?-ვკითხე უბრალოდ უხერხულობის გასაფანტად.
-აქ არის. სახლიდან არ გამოსულა.
-მოგწონს არა?
-მეე! ნიკო?!
-ხო ნიკო...ყველას მოსწონს და შენ რა იქნები ეგეთი.
ახლოს მივიწიე, რომ უფრო მკაცრი პასუხი მეთქვა, მაგრამ ამიკოსთან სიახლოვემ მთლიანად დამაბნია.
-შენი აზრით...-ენა დამება.
-...
-მომეწონება ისეთი ბიჭი? რომელიც გოგოებს პანპერსებივით იხმარს?
-განა ეგეთი არ მოგწონთ ყველას?
-მე ერთჯერადი პამპერსი არ ვარ, რომელისაც გადააგდებს.
-ჰაჰ გამაცინე.-ყურთან მიმიახლოვდა და თმის სუნზე თვალები დაეხუჭა.
-რას აკეთებ!-ხელი მკერდზე მივარტყი და უკან დავწიე.
-იმაზე რთული მოსაპოვებელი ჩანხარ ვიდრე მეგონა.-ამ სიტყვებმა ჩემში ადამიანური აღარაფერი დატოვა.
-აბა მიდი! აახვიე აქედან!
მოვშორდი და სახლში შევედი.*****
-რა ლამაზი დღეა! რა ნათელი მზეა! იმიტომ რომ დღეს მათეს დაბადების დღეა!-ტორტით თავზე დააგა საბა შუა ღამეს მის მამიდაშვილს. მათე და ის ერთად გაზრდილები იყვნენ, საბა ხშირად ატარებდა მასთან დროს რადგან ის და ბიჭები ის ადამიანები იყვენენ ვინც მთელი მისი ცხოვრება მოყვებოდნენ.
საბამ ტორტი მისაღებში დადო და მათეს გადაეხვია. მათე პიჟამოებში გამოწყობილიყო და ნახევრად ეძინა.
-მოდი გავჭრათ!-არ მოასვენა საბამ.
-კარგი რა საბა! ამ შუა ღამეს შოკოლადის ტორტი და ამდენი კალორიები.
-კარგი მაშინ ხვალ პურზე შენ ჩახვალ.
-ჯანდაბას!-მათე მდივნიდან წამოდგა და ტორტი გაჭრა. მას და საბას თეფშზე დაუდო და ჭამას შეუდგნენ.
-ძაან მაგარია.-გამოვსუბული პურით ეუბნებოდა მათე.
-ამდენი ხნის შემდეგ! კიდევ შოკოლადის ტორტი.
-რა თქმა უნდა.-მათემ შოკოლადიანი ხელი საბას ლოყაზე გაუსვა.
-მამიდა სადაა?
-ძინავს.-დაამთქნარა.-მეც მეძინება.
საბამ მდივანზე გაწოლილ მათეს ბალიში გაუქანა, მერე მათემაც, მერე კიდევ საბამ და ასე გაგრძელდა მანამ სანამ მამიდამ არ დაუკივა.
-კარგი ჯობია...-დაიწყო საბამ.
-დავიძინოთ.-დაამთავრა მათემ.-დაგასწარი! ფანჯარასთან მე ვწვები!
-არა მე!
პატარა ბავშვებივით ჩხუბით და ერმანეთის ადგილების მითვისებით დაიძინეს ერთად ერთ ოთახში.მეორე დილით 10 საათზე გაეღვიძათ. საბა ნახევრად შიშველი წამოდგა და სამზარეულოში გავიდა, როდესაც მისმა მამიდამ დაუძახა, რომ წყალი გამოეტანა. ზედა გადაიცვა და დიდი ჭიქით წყალი გაუტანა. ჭიქა იმოდენ ჰქონდა გავსებული, რომ ქვევით იყურებოდა არ დაქცეოდა. საბოლოდ მიუტანა და როდესაც თავი ასწია ელიზაბეთი დაინახა, ფეხი მაგიდას წამოკრა და ელიზაბეთს წყალი შეასხა.
-ვაიმეე წიგნები!-საბას მამიდამ წიგნებს ხელი მოხვიდა და სხვაგან გადადო. ელიზაბეთი და საბა ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყვენენ წამის მეასედში რა მოხდა.
-ბოდიში!
-არაუშავს.- შეეცადა გულახდილი ყოფილიყო. საბამ უცბად მისი ზედა გაიძრო და ელიზაბეთს გაუწოდა.
-შეგიძლია ეს გამოიყენო.
YOU ARE READING
უცებ გამოჩნდი შენ
Romance8 თინეიჯერის ცხოვრება, სავსე ბედნიერებით, წვეულებებით, მეგობრობით და უკიდეგანო სიყვარულით. ეს მოვლენები ქუთაისში მიმდინარეობს, პატარა ქალაქში სადაც ყველა ყველას იცნობს და იმოდენ ხშირად შეიძლება გადაიკვეთოს 2 ადამიანის ცხოვრება ერთმანეთს, რომ მათ ერ...