XL თავი

313 39 2
                                    

-ამიკო! დააპა!-ოთახში ვიღაც ბიჭი შემოვარდა. ორივეს ყურადღება გაგვეფანტა, ამიკომ ბრაზით გახედა. მე მისკენ ზურგით ვიდექი და მისი სახე არ დამინახავს.
-დაახვიე!
-უი ბოდიში.-ბიჭი დაიბნა ოთახიდან გავიდა და კარების უკან გააგრძელა საუბარი.-ის სირი დაპატიმრეს, არ უთქვამს რომ რბოლაში მოუგე...თორემ უფრო დიდხანს დააპატიმრებდნენ...ის თქვა რომ ჩემს დას უღალატა და საბას გალახვა მინდოდაო
-საბა? თვით ერთგულება?-თვალები გამიდიდდა. ეს ინფორმაცია იმოდენ შემაშფოთებელი იყო, როგორიც სამყაროს განადგურების მოსალოდნელობა.
წამოვედექი და კარებთან მივედი, კარები შევაღე და ბიჭი ინერციით კინაღამ ძირს დაეცა.
-გამარჯობა...-გამიღიმა.-მე მათე ვარ
-ნანა-ხელი გავუწოდე. იმის მაგივრად რომ მეგონა, რომ ხელს ჩამომართმევდა ხელზე მაკოცა.
მოულოდნელობისგან დამაჟრიალა.
-კარგი მე წავალ.-ჩაილაპარაკა.
-არა მე უნდა წავიდე.-ამიკოსკენ გავიხედე, სახე ისე ჰქონდა დამანჭული თითქოს შორს ვერ იხედებოდა. თვალი ჩავუკარი და ოთახიდან გავედი.
საბედნიეროდ სახლში გადასვლა მოსაწარი, მშობლები 10 წუთში მოვიდნენ. დედა ყავა გავუკეთე, ვიცი რომ გვიანია მარა მაინც მკვდარივით სძინავს. დილით მამა, რომ არ აღვიძებდეს გეგონებოდათ ძილში გაიპარაო.
დაღლილი მამა, მაინც გაღიმებულმა გადამკოცნა და ტელევიზორი ჩართო. მდივანში კომფორტულად მოკალათდა, მისი საყვარელი ბლის კომფოტი დიდ ჭიქაში ჩავუსხი და მასთან ერთად მეც მოვკალათდი მდივანზე.
-აბა რას უყურებ?-ვკითხე და ჭიქა მოვაწოდე.
-რემბოს...
-კარგი აბას რავ ვუყურო...რომეო და ჯულიეტას-და ხელებით 2 სახე შექმნა, რომელიც კოცნებს ჰგავდა.
-დიკაპრიო საუკეთესოა
-რემბო კლასიკაა
-ტელევიზორს ჩაუგდე ხმა!-გამოგვკივა დედამ სამზარეულოდან.
-კაი ვუყურებ.
გადავწყვიტეთ რემბოს გვეყურებინა, მერე ქერჩიცო...რაზეც დამთარებისას ცრემლები ჩამომგორდა. ვერადროს შევძლებ ამ ფილმის ნორმალურად ყურებას.
-დღეს პოლიციაში ვიყავი-მითხრა ბოლოს, როდესაც დედა დასაძინებლად წავიდა.
-რატომ?
-ის ნაბიჭვრებს 6 თვეა, რაც ციხეში არიან 1 კვირის წინ გამოვიდნენ საახალწლოდ შეიწყალეს
გავშეშდი. ამდენი დრო კაი გასულა.
-ეს საკმარისი არაა იმ ზიანისთვის რაც შენ მოგაყენეს და იმ ნაბიჭვარს
-გუგა ვნახე მამა
-მერე!-მემგონი წნევამ დაარტყა.
-სამსახურში, მითხრა მე არაფერი დამიბარებია მათვისო. კიდევ
-კიდევ ჭავჭავაძეზე ვნახე...
-ტვინი მაგის გამო შეგერყა
-არა ისედაც მქონდა მანამდეც, მარა...
-ვწუხვარ, რომ უფროსი ძმა არ გყავს რომელიც დაგიცავდა...-ცრემლები წამოსკდა.
-მამა!-ცრემლები მოვწმინდე და იმ ადგილას ვაკოცე, სადაც წვერები ამოსული არ ჰქონდა. თვალის ქვევით.-მე შენ მყავხარ, ჩემი მამიკო. ერთადერთი კაცი ვისაც მთელი ცხოვრება საკუთარ თავზე მეტად ვეყვარები.
-დედამ არაფერი იცის ხო გუგაზე
-არა
-ჯერ არ მოუყვე მაინც

***
-როგორც ვხედავ, ყოველთვის შარს პოულობ-უხეშად ეუბნებოდა პოლიციელი ავთოს.
-არა! ძაღლო შარი მპოულობს მე-ფსიკოპატივით ჩაიცინა.
პოლიციელმა ბორკილი გაუხსნა და დაკითხვის ოთახიდან გამოიყვანა.
-ნახვამდის ძაღლებო!-შემოტრიალდა და იმხელაზე დაიყვირა, ყველას ყურადღება მიიქცია. გარეთ მისი ძვირფასი შავი მანქანა დახვდა. შიგნით ჩაჯდა და ისე დაქოქა, ლამის ბორბლები გაძვრა, შემდეგ კი თვალს მიეფარა. ტელეფონზე ურეკავდნენ, ხელში აიღო *მეფე ბატონი* ეწერა ზედ. ტელეფონი საჭეათან ახლოს დადო და მხამაღალზე ჩართო
-როგორ ხარ ძმაო?-ჰკითხა გუგამ.
-ბოზებიდან მოვდივარ
-რატომ დაგიჭირეს?
-ამიკო ჩხობაძეს მოვუგე რბოლაში...
-ანუ არ მოგიგია
-მოგიტყან! მერე ვიჩხუბეთ! გავგლიჯე მისი ძმაკაცები საბა და ლუკა
-ფსიქოფატი ხარ
-ხო, ჯოკერი შენ კიდევ ბეტმენი
-ჯერ არ დამიმთავრებია იმგენთან ძმაო! მერე მივხედავ შენ ქალიშვილს ნანას
-ხელი არ ახლო!-უღიალა გუგამ.
-თორემ რას მიზამ?
-ჩამოვალ და კისერს მოგიგრიხავ
-კარგი! კარგი! ხარაშო! იასნია ხელს არ ვახლებ!
-იცოდე თუ პირობას დაარღვევ გაგანადგურებ!
ავთომ ზარი გათიშა, გაზის პედალი უფრო დაადგა.

უცებ გამოჩნდი შენWhere stories live. Discover now