-ანუ დარწმუნებული ხართ, რომ 13 დეკემბერს 18 საათსა და 37 წუთზე თქვენ გამოიყენეთ დედის საკრედიტო ბარათი და შემდეგ დაუბრუნეთ.
-კი დარწმუნებული ვარ.ხომ ალბად გიკვირთ აქ რისთვის მოვხდი, მეც მიკვირს. ჩაბნელებულ ოთახში ვზივარ და გამომძიებელი შეკითხვებს მისვამს.
დიდი ხანი ვიყავი განყოფილებაში, მშობლებმა სახლში წამიყვანეს. სრულიად გათიშული ვიყავი, ჩემს ლოგინამდე მამამ ძლივს ამიყვანა. ლიგინში შემაწვინა და თხელი გადასაფარებელი გადამაფარა.
-ბოდიში მა, ასე უჭკუოდ...
-არაუშავს ნან...-სახეზე მომეფერა, თმები გადამიწია და კისერში მაკოცა.-ძილი ნებისა კლეინა.
მალე ჩამეძინა, ძალიან ტკბილად მეხინა...მესიზმრებოდა ვიღაც მიახლოვდებოდა, წითური თმები ჰქონდა გრძელი...უფრო მომიახლოვდა ნელა მოდიოდა, შემდეგ მისი სახე დავინახე...ამიკო იყო, მაგრამ მას ხომ აღარ აქვს გრძელი თმა, უცბად ზუზუნის ხმა მომესმა, მას დააჟრიალა და გამეღვიძა.
ტელეფონი რეკავდა.
-ალო, ნანა ამიკო სადაა ხომ არ იცი?
-რომელი ხარ?
-დათო ვარ, შალაბერიძე...გძინავს?
-არა არ ვიცი.
-მოიცა ნიკოს არ მოაკუთხა ინგლისურზე?
-კი, მაგრამ მე ადრე გამოვედი...მაღაზიაში...-ხმა ჩამიწყდა.
-რა მოხდა?
-საკრედიტო ბარათი დავკარგე...ის იდიოტი კი ხარჯავს.
-გამო*ლეებული! რომ დაიჭერენ არ იციან?! ყველაზე მალე მიაგნებენ გზას.
-მადლობა
-რომელ განყოფილებაში იყავით?
-აღამაშენებელზე, ძველი ქურდების სახლი რომ იყო.
-კარგი, ბოდიში რომ გაგაღვიძე.
-არაუშავს.
ზარი გავთიშე და ლოგინიდან წამოვდექი. ფანჯრის რაფას დავეყრდენი...თოვდა!მეორე დღეს სკოლაში წავედი, ყველაზე საზიზღარი ადგილია დედამიწაზე ჩემთვის...ყველა ერთმანეთს სჭორავს და ისინი კვლავ მეგიბრები არიან, ამიტომ მე ვცდილობ შორს ვიყო ყოველისგან ამის გამო ბევრი სვეწკს და სწერვას მიწოდებს, მაგრამ ფეხებზე მკიდია...ნეტავ იქაც არ მეკიდოს.
-პრივეტ ნანა.-მომესალმა ჩემი კლასელი ვახო, უნდა ვაღიარო მთელს კლასში ყველაზე დალაგებული ესაა.
-გაგიმარჯოს.
-ამას წინათ უბანში ვიღაც ბიჭთან ერთად დაგინახე...
წარბები ავზიდე.
-ვინაა? ვინმე შეაბი?
-შენ შეგაბამ უღელში! გააჯვი რა!-ნყ რა თქმა უნდა ვახოს მაგრა კიდია ვინ იყო, უბრალოდ სხვა სალაპარაკო თემა ვერ წამოჭრა.
კლასში პირველი თვითონ შევიდა. ქიმიის გაკვეთილს ძლივს გავუძელი, თეა გუგას შეყვარებული იგივე ჩემი კლასელი, მთელი ემოციებით ყვებოდა რა მაგარ დროს ატარებდა მასთან, მე კი თავი მაგიდაზე ჩამომედო და ამიკოზე ვფიქრობდი, ნეტავ სად იყო მთელი ღამე...
-ხოდა ისა რა ჰქვია...-განაგრძნობდა თეა.-მეუბნებოდა შენ რომ გხედავ მეღიმებაო.
-მერე გეთქვა გეღიმება რა ჯამბაზი ვართქვა.-უთხრა ვახომ
კისკისი ამიტყდა, სიცილისგან ვკანკალებდი მერხიდან თავი ავწიე და ვახოს თვალი ჩავუკარი.
სკოლის დამთავრების შემდეგ, ეზოში გავედი, იქ ნიკო დამხვდა მისი მოტოთი.
-გამარჯობა ნიკო.
-ზდაროვა...-ხელი ჩამომართვა.-ამიკო განყოფილებაში, რომ არის იცი?
-რა?
მოულოდნელად ტელეფონზე დედისგან მესიჯი მომივიდა;
"ქურდი დაიჭირეს"
მთლიან ტანში დამბურძგლა, ეს შეუძლებელი იყო! მე ის...
YOU ARE READING
უცებ გამოჩნდი შენ
Romance8 თინეიჯერის ცხოვრება, სავსე ბედნიერებით, წვეულებებით, მეგობრობით და უკიდეგანო სიყვარულით. ეს მოვლენები ქუთაისში მიმდინარეობს, პატარა ქალაქში სადაც ყველა ყველას იცნობს და იმოდენ ხშირად შეიძლება გადაიკვეთოს 2 ადამიანის ცხოვრება ერთმანეთს, რომ მათ ერ...