ახალი წელი ავღნიშნეთ ოჯახში, ნათესავები მეზობლები ყველა შემოგვიერთდნენ. ძალიან ბედნიერი ვგრძნობდი თავს, ბევრი ვისაუბრე. ბიჭები არ მოსულან ნიკოს გარდა.
შემოსასვლელის კარი შევაღე, ნიკო შემჩა.
-ჰაი.
-ჰაი ნიკო
-ვიფიქრე
-მივხვდი.-ნიკო ჩემსკენ მოიწია და გადამეხვია. ისეთი თბილი იყო ამ გამყინვარებაშიც კარგა ხანი არ მოვშორებულვართ ერთმანეთს. ორივე ერთანეთს მოვშორდით.
-შემოდი დათოც აქაა, ჩემს მშობლებს გაგაცნობ
ნიკო სახლში შევიპატიჟე, მთელი ოჯახი გაშტერებული დარჩნენ. თვით ჩემი მტირალა ბიძაშვილიშვილიც გაჩერდა.
-ნანა, ეგ ვინაა?-მკითხა დედამ ისე რომ მთელ სხეულში დამბუძგლა. დათომ კი სიტუაცია განმუხტა.
-ეს ნიკოა, ჩემი ძმაკაცი ცოტა ხანს ჩემთან ცხოვრობს.
ნიკო მდივანზე ჩემი მეორე ბებიის გვერდით დაჯდა. ნიკოს ან ბებიას რამე სისულელე რომ არ წამოეყრანტალებინა ბებიას მეც მივუჯექი.
-თქვენ, ნანას შეყვარებული ხართ?
-არა.-ნიკომ გვერდულად ჩაიცინა.-უბრალოდ ერთ მასწავლებელთან დადვდივართ.
-რა გქვიათ?
-ნიკოლოზ ოდიშარია
-ძალიან სიმპატიური ბრძანდებით მინდა რომ გითხრათ.
-გმადლობთ.-ნიკოს ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ჩინურად ესაუბრებოდნენ.ნერვიულობისგან ფეხის კანკალი დამეწყო.
-ნანა შეიძლება ვილაპარაკოთ...-თავსახრილმა მთხოვა. ესეთი რამ მისგან იგივე იყო, რაც ციდან მეტეორის ჩამოვარდნა.
სავარძლიდან წამოვდექით და სამზარეულოში გავედით. ცალი ხელით მაგიდას დავეყდნე და მას დაველოდე თუ როდის დაიწყებდა საუბარს.
-მამაჩემმა დამირეკა...
ვაღიარებ ვგრძნობდი, რომ რაღაც სერიოზულის თქმა აპირებდა მაგრამ ამას ვერა. დავმუნჯდი, თვალების ქაჩვით ვანიშნე გაეგრძელებინა.
-დათოს სახლიდან გამოაგდებენ.
-რა?-პირი ღია დამჩა
-ბინა ჰქონდა ჩადებული რაღაც სესხში...40 000 $
-ჰა?-თვალები ზეცაში ამივიდა
-მაგრამ დამშვიდდი
მაგიდაზე დადებული ნაცხვრის რეცეპტების რვეული შემჩა და დავინიავე.
-მითხრა გამოსავალი არისო...ან მე გამომყვები თბილისშიო და იმას ჩააბარებ რაც მე მინდაო ან ცოლს მოიყვანო
-აქედან გაწყობს რომელიმე?
-არც ერთი...ჯარის ვარიანტი შეიძლებოდა, მაგრამ 16 წლის ვარ
-მოგიტყან!-დავიყვირე.-მოიცა რა ცოლის მოყვანა, არასრულწლოვანი ხარ.
-მამასთვის შეუძლებელი არაფერია
-თქვად ვინ გამოგყვება ცოლად?
ორივე წარბი ზევით აწია, მერე თვალები მოკუმა და სახით მეუბნებოდა: "სულელს ვგავარ?"
-ღმერთო დამავიწყდა, რომ ლიკა და შენ...
-ახლა დავიწყე ურთიერთობა ხელს ვერ ვთხოვ!
-არა ეგ გამოირიცხა!
-თუ თბილისში წავალ, ლიკა ვეღარადროს ვნახავ.-თან ხელებს აქეთ იქით აქნევდა, მერე თავზე ხელები შემოიწყო და საკუთარ თავს ურტყამდა.
-ლიკასაც შეუძლია თბილისში გადმოსვა...-ჩავიფრუტუნე.
აცახცახებულმა გამომხედა.
-თუ სახელმწიფო გრანტს მიიღებს, მისი მშობლები გამოუშვებენ...ოღონდ მარტო არა
-შენც.
-და საერთოდ გოგოები...ელიზაბეთი და მია.
-მართალია.***
2 კვირის შემდეგ-საბ! დღეს ხომ გამოხვალ?!
-არა ნია, ქართულზე უნდა წავიდე.
-კარგი რა რამდენი ხანია მინახიხარ
-მინახავხარ-ჩაუჭრა საბამ.
-რა?
-არაფერი აბიტურიენტობა და გრამატიკა.
-კარგი მაშინ მე მოვალ ქართულზე.
-არა ნიააა!-მაგრამ ზარი გათიშა.
15 წუთში საბა გამოეწყო ტანზე იმდენი ჩაიცვა, რომ თავი შაურმა ეგონა.
ავტობუსს გაჩერებასთან დაელოდა.
3 გაჩერებაში ელიზაბეთიც ამოვიდა ავტობუსში და ბარათით მისი სამგზავრო გადაიხადა.
-საბა?-ზურგით იცნო ელიზაბეთმა, მაგრამ საბას ყურსასმენები ეკეთა. მისკენ წაიწია, როდესაც ავტობუსმა უცბად დაატორმუზა და ელიზაბეთი წააქცია. ძირს თავით დაეშვა.
-ღმერთო!-ახლა შეამჩნია საბამ და ფეხზე წამოყენება სცადა.-კარგად ხარ?-თმები გაუსწორა და მისი სახე ყვავილივით ხელის გულებში მოიქცია.
ავტობუსმა კარები გააღო, შიგნით ნია ამოვიდა. ბარათის გადახდა ვერ მოასწრო როდესაც საბა დაინახა. ხელში ყავის კარდონის ჭიქა შემოეკუჭა. თვალები კატასავით ეშმაკეული გაუხდა. ცხელმა წყალმა სულ დაუთუთქა ხელი, სიმწრისგან თვალებიდან ცრემლები გადმოუვიდა.
-ეს როგორ გამიკეთე?
YOU ARE READING
უცებ გამოჩნდი შენ
Romance8 თინეიჯერის ცხოვრება, სავსე ბედნიერებით, წვეულებებით, მეგობრობით და უკიდეგანო სიყვარულით. ეს მოვლენები ქუთაისში მიმდინარეობს, პატარა ქალაქში სადაც ყველა ყველას იცნობს და იმოდენ ხშირად შეიძლება გადაიკვეთოს 2 ადამიანის ცხოვრება ერთმანეთს, რომ მათ ერ...