ბატონი დათო მაღალი და ოქროსფერ თმიმიანი ბიჭი იყო. ამიკოზე 4 წლით უფროსი, სამსახურიც ჰქონდა-პოლიციელი და საკმაოდ დიდი სახლი სტუმრის დასატოვებლად. თან შეპირდა სკოლაში მე წაგიყვან და წამოგიყვანო, საკუთარი მანქანით, რაზეც უარი ვერ ეთქვა. დათოს ხომ ამიკოს საყვერელი BMW E45 ჰყავდა.
როდესაც ყველა წავიდა დათომ ამიკოსთვის განკუთვნილი ოთახი ანახა. დიდი ფართო ოთახი იყო, გარედან მეზობლის ნათურა ჩაბნელებულ ოთახს მთლიანად ანათებდა.
ბიჭები ოთახში შევიდნენ თუ არა მუსიკები ჩართეს. შემდეგ შუქი აანთეს. დათომ სიგარეტს ძლივს მოუკიდა, მიაწოდა და ოთახში ერთად გააბოლეს. იქაურობა მალე კვამლით გაივსო.
ძალიან რბილ ყავისფერ სავარძელში ჩამოსხდნენ. ერთმანეთს პირდაპირ უყურებდნენ და საუბარი დაიწყეს.
-რამხელა გაზრდილხარ...-ოდნავ ჩაახველა დათომ.
-ხომ.
-გახსოვს, ერთად სილის პასკებს რომ ვაცხობდით და მერე ვჭამიდით...
-კი-ჩაეღიმა ამიკოს და მისი გემო გაიხსენა.
-ასევე მანქანებს რაღაც ნაწილებს რომ ვაძრობდით...ეჰჰ...
-კი. მე ისიც მახსოვს ამ კიბეებიდან რომ გადმოვარდი.-ხმამაღალი სიცილი აუტყდა, სიგარეტის გამო კი ხმა უფრო გაბოხებოდა.
-მაგიტომ ვარ ცოტა შერყეულივით... ბოზიშვილი ვიყო.
ცოტა ხნიანი სიჩუმე.
-აბა? სხვა რა ხდება?
-სხვა?
-შეყვარებული? გოგოები?
-ამ...ეგ...არ მიყვარს გოგოებისგან ყურადღება, შეყვარებული კი არ მყავს.
-ცუდია...არავინ მოგწონს?
-არა. იტოკში ჯერ არავინ გამოჩენილა.
-შენ მე გაგატარებ გამოგატარებ უბანში -ხელით აჩვენებდა-და აგერ ნახავ, ჩემი თხოვნა ვედრებით კი არა იმ გოგოს გამო დარჩები.
-და შენ და შენი ცოლი?
-მაიკო?
-ხო მაიკო.
-მე და მას ერთმანეთი დიდი ხანია გვიყვარდა, მემგონი თინეიჯერობიდან. დაახლოებით შენი ხნის ვიყავი. რამდენის ხარ?
-17ის.
-ხო დაახლოებით მაგ ასაკში. კაროჩე თავიდან ორივეს გვეგონა, რომ გაგვივლიდა, მაგრამ როდესაც 19-20 წლის გავხდით მივხვდით რომ არაფერი გაივლიდა და ეს თინეიჯერული არ იყო.
-გიყვარს?
-იასნა, მაგრამ...
-რა მაგრამ?
-ჩვენ დაოჯახებას არ ვაპირებდით ჯერ...მაგრამ მაიკო დაორსულდა.
-რა?!
-ხომ ამიტომ მომყავს ცოლად. თორემ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ ამისთვის.
-მაგრამ კარგია, რომ ერთმანეთი მაინც გიყვართ.
-მოვა დროც და შენც შეგიყვარდება. მე და მან ბევრი შეცდომები დავუშვით ერთმანეთთან, მაგრამ ახლა შვილიც გვეყოლება.ოთახში საშინელი კვამლი იყო, ამიტომ ამიკომ ფანჯარა გააღო. უბნიდან ძაღლების ყეფის და ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა. საოცარი ჰაერი იყო, აქაურობა მართლა ჯობდა ქალაქის ცენტრში ცხოვრებას. აქ მანქანები იშვიათად თუ გაივლიდა, ამასთანავე აქ შედარებით უფრო სიგრილე იყო ვიდრე ქალაქის სხვა უბანში.
_______
-ნანა! მაღაზიაში ჩავალ!-მომაძახა ელიზაბეთმა მანამ სანამ ბინიდან გავიდოდა და კარს ძლიერად დახურავდა.
-კარგი.-ჩავიჩურჩულე. ელიზაბეთი მაღაზიაში ჩავიდა, რომ ბევრი რამ ეყიდა და საჭმელზე გადამეტანა ყურადღება. საჭმისგან ბედნიერების ჰორმონების მიღება, მართლა არ მაწყენდა.
მაღაზიაში შესული ელიზაბეთი ჯერ შოკოლადების დახლს მიადგა. 3 კიტკეტი, შემდეგ ორეო და სნიკერსი ჩიფსები. კოკა კოლა მისთვის და ფანტა ჩემთვის წამოიღო. მან ზუსტად იცის რა მიყვარს და რომელს ავირჩევ განსხვავებულ ხასიათზეც კი. ხასიათები და ემოციები ხშირად მეცვლება, როგორც ამინდი...მაგრამ მისი პროგნოზი არასდროს ცდება.
საბედნიეროდ მაღაზიაში დიდი რიგი არ იყო, სალაროსთან მხოლოდ 1 ბიჭი იდგა, რომელიც საღეჭ რეზინას ყიდულობდა. არც თუ ისე მაღალი, შევსებული, საშუალო სიმაღლის კულალა თმიანი ბიჭი იყო. ელიზაბეთს თვალი მოჰკრა თუ არა გამოხედა, ზევიდან დახედა და გაუღიმა. განიერი წაბლისფერი თვალები ჰქონდა, რომელსაც გრძელი წამწამები ამშვენებდა.
მაგრამ ელიზაბეთი ხომ იმოდენ ნაგლია, რომ ტიპს მანამ შეაშტერდა სახეზე, სანამ თვითონ არ აიძულებდა თვალი აერიდებინა. მან კი გაუღიმა.
"ვაიმე ეს ვერ არის. რას მიღიმი?"თეთრი ლამაზი ჩაწიკწიკებულ კბილებს თვალი ვერ მოწყვიტა. თითქოს ჰოლივუდში ასწავლეს გაღიმება, ეშვები კი ბაბუისგან დრაკულასგან ერგო.
ვერც იმ ბიჭმა ელიზაბეთის ალუბლისფერ ტუჩებს, ჩამოშლილ, გაშლილ თმების სუნს. ალუბალი! ალუბლის არომატი!მან სხვა მხარეს გაიხედა.
"ემასე! წააგე!"
ელიზაბეთმა მისი ნაყიდი სასუსნავები აიღო და ჩვეულებრივად გამოვიდა მაღაზიიდან.მაგრამ იქ მდგომი საბა ჯერ კიდევ ფიქრობდა მასზე.
YOU ARE READING
უცებ გამოჩნდი შენ
Romance8 თინეიჯერის ცხოვრება, სავსე ბედნიერებით, წვეულებებით, მეგობრობით და უკიდეგანო სიყვარულით. ეს მოვლენები ქუთაისში მიმდინარეობს, პატარა ქალაქში სადაც ყველა ყველას იცნობს და იმოდენ ხშირად შეიძლება გადაიკვეთოს 2 ადამიანის ცხოვრება ერთმანეთს, რომ მათ ერ...