XXXVI თავი

292 37 8
                                    

-ჩავედით ელიზაბეთ.-უთხრა საბამ და გოგოს ხელი ჩასჭიდა. ავტობუსმა კარები გააღო და ორივე ჩავიდნენ.
-კარგი!-ხელი გააშვებია.-ამიხსენი ახლა რა მოხდა
მოულოდნელად მესიჯი მოუვიდა. ელიზაბეთმა ტელეფონი ამოიღო და ჩემი შეტყობინება ნახა.
"დიტომ თავი მოიკლა"
ისედაც საშინელი დღე ჰქონდა და ამან მთლიანად გაანადგურა. თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა და ჰაერის უკმარისობა დაეწყო.

***
-ციყვო.-ეშმაკურად ჰკითხა ნიკომ.-ჩემამდე შეყვარებული არ გყოლია ხომ...
-ახლაც მყავს
-რა?-წონასწორობა ვერ შეინაჩუნა და ოდნავ შებარბაცდა.-ორი ერთდროულად?
-ანუ როგორ გითხრა...ის ბიჭი...
-დროზე!-ჩაეჭრა ნიკო.
ტელეფონი აწრიპინდა. ნიკომ ტელეფონი გამოგლიჯა და შეტყობინება წაიკითხა
"დიტომ თავი მოიკლა"
ნიკო ადგილზე გაიყინა.
-დიტო ვინაა?
-დიტო...ჩემი შეყვარებულია, მხოლოდ სახალხოდ...სინამდვილეში კი ის გეია. იმისთვის, რომ ვინმეს რამე არ ეეჭვა მე და დიტო ერთად ვიყავით
-მოიცა მოიცა...-გადახარშა ნიკომ.-ამიტომაც არ გინდოდა, რომ შენს მშობლებს სცოდნოდა
ლიკა მხრები სევდიანად აიჩეჩა. ნიკო ძლიერ ჩაეხუტა და ყურში ჩაჩურჩულა.
-ნანამ მოგწერა, რომ თავი მოიკლა
-რაა?!-სასწრაფოდ მოშორდა ლიკა და მისი ტელეფონი აიღო. თვალებს არ უჯერებდა.-დიტო!-კივილით აიღო ყველაფერი.
-დამშვიდდი გთხოვ!-ყველანაირად შეეცადა მკლავებში მოემწვდია და რამე არ დაეშავებინა საკუთარი თავისთვის.
-მათ ის მოკლეს! ალბად მისმა ოჯახმა გაიგო...-ცრემლებით სახე დაუსველდა.

***
დიტოს სიკვდილს ყველა განიცდიდა, მისი ოჯახის წევრები ცრემლებს ჩანჩქერივით ღვრიდნენ. დიტო ზესტაფონში ცხოვრობდა. ის ჩემი ყველაზე ძვირფასი მეგობარი იყო ვინც კი ოდესმე მყოლია. მშობლებმა გოგოებიც წავიყვანეს. არ ვიცი იქ როგორ მივედი და როგორ შევეხე მის კუბოს. არ ვიცი საიდან მეყო იმის გამბედავობა, რომ მისი გვამი დამებანა. დაბანის შემდეგ ტანზე შარვალ კოსტიუმი ჩავაცვით გოგოებმა. ლიკა ტირილით გარეთ გავარდა ვერ გაუძლო ამდენს, მე და მია კი ტირილით ვუძღვებოდით საქმეს.
საღამო ხანს როდესაც კუბოში ჩავაწვინეთ, მალე ხალხიც მოვიდა. ვერ გავუძლებდი ამდენ ყალბ ადამიანებს რომლებიც მის სულს მისტირიან.
მის ოთახში გავიქეცი, ვიმედოვნებდი რომ იქ მაინც ვიპოვებდი სიმშვიდეს, მაგრამ როდესაც დავჯექი ვიგრძენი რომ რაღაცაზე ვიჯექი. გამოვიღე და პატარა შავი წიგნაკი იყო.
კუთხვა დავიწყე:
"ნანა ვიცი, რომ ამას წაიკითხავ და ხშირად მომიგონებ. ვიცი არ ვარ ისეთი ბიძაშვილი რომლითაც სულ იამაყებ, რადგან მე გეი ვარ...უფრო სწორედ ვიყავი. ვიცი ვერადროს ვერ მიმიღებენ ჩემი მშობლები, სხვებზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია. უბრალოდ მინდა გახსოვდე, დამინთე ხოლმე სანთელი და ჩვენი საიდუმლო მიწად მიებაროს. მე სულ ცოდვილი ვიქნები ნახვამდის."
სახე მთლიანად ჩამომებანა, თითქოს წამის მეასედებში გული გამისკდებოდა. წამოწოლა გადავწყვიტე, რადგან თავბრუ მესხმოდა. გულაღმა წამოვწექი და გადასაფარებელი გადავიფარე...არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ რომ გავიღვიძე ვიღაც მეხებოდა...მემგონი მამა უნდა ყოფილიყო.
-ნანა.-ხმა სხვისი იყო.
-ამიკო
თვალები გავახილე.
-ვიზიარებ ნანა
-მადლობა.
-ვიცი ამ ტკივილს მაინც ვერ ვიგრძნობ მარა შეიძლება მეც წამოვწვე.
გვერდით მომიწვა, მე კიდე უფლება მივეცი რომ გადასაფარებელი გადაეფარებინა.
-ვიღაც დაგვინახავს...
-არამგონია ვინმეს გამბედაობა ეყოს ფა მიცვალებულის ოთახში შემოვიდეს.
-ის არ მომკვდარა...
-გარდაიცვალა...უსასრულობის გაცურა ზღვაში
-სულ მატირებდა ეგ მუსიკა.
ჩემი თავი მის მხარზე დაიდო, მეორე ხელით სახეზე მომეფერა.
-მომენატრე ნანა...ვიცი რომ ძალიან დაიღალე, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება
-მართლა?
-იასნა.
მისკენ გადავიწიე და ვაკოცე, მაგრამ ვიგრძენი რომ არ მოეწონა და გავჩერდი.
შორს გავიწიე, რომ მისი სახე დამენახა. თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა.
-ამას რისთვის მიკეთებ?
-რას?
-შენს თავს რატომ მაყვარებ?
-სიყვარული არ არსებობს ამიკო, არსებობს ვნება...
-ესეც ნება იყო?-ტუჩებზე ორი თითი გამომწვევად გადაიტარა.
-აქ რას აკეთებთ შეჩემა!-მგონი ნიკოს ხმა გველანდებოდა. წამოვდექით და კართან გაშეშებული ნიკო დავინახეთ.
-ნანა დედაშენი მოდიოდა-მიღლიარა.
ლოგინიდან წამოვხტი და ნიკოს გავყევი. არ ვიცი ამიკო თუ გამოგყვა, რადგან სუფრაზე დავჯექი.
-ეს ბიჭი ვინ არის?-მკითხა ლიკას დედამ ნიკოზე.
-ნიკო
-ნიკო?-ჩემთვის გადმოწოდებული ბაჟით სავსე თეფში ხელში შერჩა.-არა მე მაინტერესებს, შენი რა არის...
-ეგრე გეკითხათ.-უხერხულობისგან ენა ჩამივარდა.
-ნიკოლოზ ოდიშარია...ჩემთან ერთად ზის ინგლისურზე, მეგობრები ვართ.
-და ლიკას საიდან იცნობს?-თვალებით მათ გახედა, რომლებიც ერთ სავარძელში მოკალათებულიყვნენ და დიტოს ბავშვობის ფოტოებს ათვალიერებდნენ.
-მე გავაცანი.
-რას ამბობ...
-მითხარი რა ხდება.
-ვიცი, რომ წინააღმდეგი იქნებით...-სიტყვებს ვწელავდი.
-ნანა სწრაფად!-წამოდგა და მათთან მივიდა. ალბომი ხელიდან გამოგლიჯა.-ამიხსნით, თქვენ შორის რა ხდება? ერთმანეთს არც კი მოშორებიხართ მთელი საღამოა.
-დედა ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ...-გაბრაზებული წამოხტა ლიკა.
-არა!-ნიკოც წამოდგა და ლიკას დედას პირდაპირ დადგა. მასზე 1 თავით მაღალი იყო.-მე და ლიკა ერთად ვართ
-არ არსებობს!-გაოცება ვერავინ დამალა.-მას ხომ ახლახან გარდაეცვალა შეყვარებული.
-ისინი კარგა ხანია დაშორებულები არიან
-ლიკა!-საჩვენებელი თითი გაიშვირა.-რამდენი ხანია?
-3 თვეა რაც დავშორდით.
-ამიტომ მოიკლა ბიჭმა თავი.
-მისმენეთ ქალბატონო.-ვსო ვულკანი აფეთქდა.-ის ბიჭი დიტო თუ ვინცხა პიდარასტი იყო, შენი ქალიშვილი კი სახალხოდ თავს აჩვენებდა რომ შეყვარებულები იყვნენ და ლიკა ძალიან კარგადაც სწავლობს სკოლაში! არ ინერვიულოდ ეროვნულებს ჩააბარებს და არ შეგარცხვენთ სირბილაძებს...მის "სწავლაზე იფიქრე"
-ჩიფსები უნდა მეყიდა.-ზურგს უკან ამიკოს ხმა გავიგონე.

უცებ გამოჩნდი შენWhere stories live. Discover now