- ისევ შევხვდით კიმ!... უცებ კაი მოგვიახლოვდა.
- მოგესალმები! კაი! ნაძალადევად გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.
- თქვენც მოგესალმებით ლამაზო, ქალბატონო. ხელი ჩამომართვა და ხელზე მაკოცა. და როცა ნამჯუნმა ეს ნახა სიმწრისგან აფეთქდა.
- დიდად სასიამვნოა თქვენი გაცნობა. მეც მივმართე და თვალი ჩავუკარი, ისიც მიმიხვდა.
- იმედია საქმეზე ხარ მოსული!? ბოხად უთხრა დემონმა.
- თან კი თან არა. ხომ შეიძლება ძველი მეგობრის, წვეულებაზე მივიდე.
- მე წავალ. კაის გავუარე და ისე შევეხე, ხელზე რომ დემონმა ვერ ნახა. იქით-აქეთ დავდიოდი... ხალხი კი თავაზიანად მექცეოდა. ცოტახანში კი იუნი და ჰოკაც მოვიდნენ. ღმერთო რა ლამაზი და ძმა არიან!
წითელი კაბა ეცვა და მის ძმას, ხელკავით მოჰყვებოდა.
- ჰუ! ეს არის ჰოკა? რა ლამაზიაა... და იუნიმ როგორც ყოველთვის, გეგმის შესრულება დაიწყო. ცუდად მექცეოდა. როგორც შევამჩნიე უკვე ჰოკასაც, გააცნო გეგმა და ეგეც კარგად აკეთებდა მის საქმეს.