შემდეგი დღე: დღის 2 საათი.
დილას... დილას რა შუადღეს გამეღვიძა. წამოვდექი გავიზმორე მერე კი ტანსაცმელი, გამოვიცვალე. საჭმელი არ იყო მოტანილი, ეტყობა არ ეცალათ.... ოთახში ვიჯექი, უცებ კი კარები გაიღო და იუნი შემოვიდა, ლანგრით ხელში. მე კი მის დანახვაზე, წამოვხტი მანაც მალე დადო ლანგარი, მაგიდაზე და მაშინვე ჩამეხუტა. ისე მეხვეოდა სუნთქვა მიჭირდა.
- ი...იუნი ამომასუნთქე!... ვიხრჩობიი...
- გაჩუმდი გოგო! მადლისა გნახე! მერე როცა მორჩა, ჩახუტებას, მდივანზე ჩამოვჯექით და ვილაპარაკეთ.
- ა..აქ როგორ მოხვდი?... კი მაგრამ ნამჯუნი?
- აქ არ არის ეგ იდიოტი! მე კიდევ უკანა კარიდან, შემოვედი.
- დაცვა?!
- ჰჰ! ნამჯუნის ნახევარ დაცვას, ჩემზე ეკეტება... თმა გადაიწია.
- ოო გეყოფა ეხლა გოგო... მხარე დავარტყი.
- ყველა მოვაჯადოვე. გაიცინა. - ნახევარი ჩოიმ და დურომ წაიყვანა, ლანჩზე. ნახევარი ისვენებს. ერთი ორი იდგა კართან, და ცოტახნით გავთიშე.
- ჰა?! გათიშე?! არა რაა... ჩანი უნდა გაგაცნო! ერთნაირი გამოქლიავებულები, ხართ!
- ჰაჰ. კარგი ხო ნამჯუნს რამე ზედმეტი, ხომ არ გაუკეთებია?!
- არა. უბრალოდ აქ ვარ ჩაკეტილი.
- სულ გარეკე ხო? უბრალოდ არის ჩაკეტილი გოგო!
- ჰა! ორივემ გავიცინეთ. ბ..ბიჭ... რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ უცებ საპირფარეშოში გავიქეცი. ცოტახანი იქ ვიყავი... მერე კი იუნიც შემოვიდა.
- ბორა კარგად ხარ? ჩემთან ჩაიმუხლა და მხარზე, გადამისვა ხელი.
- აღარ შემიძლია!... აღარ მინდა ასე იუნი...
- მოიცადე. ჩანთიდან რაღაც ამოიღო, და მომაწოდა.
- ე..ეს რა არის? აკანკალებული ხმით ვუთხარი.
- ორსულობის ტესტი. მიდი მე გავალ. იუნი ოთახიდან გავიდა, მე კი მარტო დავრჩი... მეც მაინტერესებდა ორსულად ვიყავი, თუ არა. და ეს გავაკეთე... ტესტის გაკეთების, შემდეგ კი ბოლო ხმაზე დავიყვირე და უცებ იუნი შემოვარდა.