8 თვის შემდეგ
- ჯონგიინ! გაიღვიძეე! დილის 9 საათზე ისმის ბორას ხმა.
- ვინ დამაძინა თორე კიი... წუწუნით გადის ოთახიდან, ხელში კი ჯუნი უჭირავს, რომელსაც საყვარელი პიჟამა აცივა.
- რაო დედიკოს ბიჭოო... ხელში აიყვანა და ჩაკოცნა. ჯონგინმა კი ძლიერად დაამთქნარა.
- მეძინება...
- მმ... გეტყობა... ეშმაკურად ჩაიცინა. - და ჯუნი კი ძალიან კარგ ხასიათზეა. გამოძინებულია ჩანს.
- იქნება გამოძინებული აბა რა. გემრიელად გეძინა არ მინდოდა, შენი გაღვიძება და ეს პატარა მოუსვენარი, მთელი ღამე მაწვალებდა. ხან სად იყო ხან სად. მერე ფეხებსაც მირტყამდა.
- ოჰოო... გააწვალე მამიკოო? კისერში აკოცა და პატარასაც გაეღიმა.
- დღეს სადმე მივდივართ? ისევ დაამთქნარა.
- კი. ჯუნი გადამოწმებაზე მიგვყავს, ჩოისთან.
- დურო?
- დურო შვებულებაშია.
- კარგი მოვემზადები და წავიდეთ. ორივეს აკოცა და მერე ოთახში ავიდა. ჯუნი კი ბორასთან დარჩა.
- აბა, აბაა... ეხლა ჩვენც ჩავიცვათ და წავიდეთ, ჩოისთან ხომ? ჯუნიმაც გაიღიმა და მერე შეუდგნენ, მომზადებას.
- ჯუნიიი... ბორაა... სად ხართ? კიდეებზე ჩადიოდა და მათ ეძებდა.
- აქ ვართ ჯოონ. უცებ ჯუნი და ბორა გამოჩდნენ.