შეხვედრა

105 8 0
                                    

დილით ლიზამ ათ საათზე გაიღვიძა.
მან თვალები ნელ ნელა გაახილა, მას მზის შუქი პირდაპირ მის ლამაზ მწვანე თვალებში ანათებდა. ის ფეხზე წამოდგა სარკესთან დაჯდა და მის თავს შეხედა, თმა შეისწორა და სამზარეულოში გავიდა. ყავისთვის წყალი ასადუღებლად დადო და საჭმლის გაკეთება დაიწყო. სახლში სამარისებური სიჩემე იყო, ხმას არავინ იღებდა, მაგრამ ვინმეს რომ ხმა ამოეღო ეგ უფრო საშიში იქნებოდა. ლიზა ხომ მარტო ცხოვრობს. მან ყავა დალია შემდეგ კი საჭმელი შეჭამა. ოთახს დაუბრუნდა და ლუკას მისწერა
-დილამშვიდობისა ლუკა, შეხვედრა ისევ ძალაშია ხომ?
-დილამშვიდობისა ლიზა, კი თორმეტ საათზე, დათქმულ კაფეში.
ლიზამ ახლა მარიამს დაურეკა, თან ტანსაცმლის შერჩევა დაიწყო.
-გისმენ! -გაისმა მარიამის ხმა ტელეფონიდან
-ხომ არ გაგაღვიძე?
-არა არ გაგიღვიძებივარ, რას შვები ემზადები შეხვედრისთვის?
-კი ეხა ცოტა მაკიაჟს გავიკეთებ და გავდივარ, არ დამაგვიანდეს თორემ გავგიჟდები
-არ დაგაგვიანდება ნუ ნერვიულობ
მაინც, ნეტა რა უნდა გითხრას?
-ცოტა მოითმინე მარიამ და ყველაფერს მოგიყვები. -ლიზამ გაიცინა.
-კარგი, აბა მოემზადე და წადი, მეც უნდა გავიდე ჩემს ბიძაშვილს მივყვები სადღაც.
გოგონები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ტელეფონი გათიშეს.
ლიზამ ყველაფერი დაასრულა, ჩანთა აიღო და კარები ჩაკეტა.
ძლივს მიაღწია კაფემდე, გზაში საცობი იყო. ის კაფეში შევიდა და კუთხეში დადგმული მაგიდის მხრიდან მისკენ მომავალი ლუკა ლოჩოშვილი დაინახა.
-გამარჯობა
-გამარჯობა, ლუკა! ბოდიში რომ გალოდინე საშინელი საცობი იყო და ძლივს მოვედი.
-არაუშავს, მეც ახლახანს მოვედი, წამოდი მაგიდასთან დავსხდეთ
ისინი მაგიდისკენ გაეშურნენ, ლიზა თავისივე ხელზე, ხელს იჭერდა, ცოტა ნერვიულობდა.
-რამეს შეუკვეთავ?
-არა გმადლობ, ლუკა.
-კარგი მაშინ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ
-მგონი კარგი აზრია. -ლიზამ ლუკას გაუცინა და ლუკასგანაც ღიმილი მიიღო
-ესეიგი როგორც იცი ახლახანს გავედით ევროპის ჩემპიონატზე, მალე გერმანიაში მივდივართ და ყველაფერი მზად უნდა გვქონდეს. მაგრამ დიდი პრობლემა გვაქვს.
-მშვიდობაა? -იკითხა ლიზამ
-კი, მაგრამ არა. -ლუკამ კითხვას პასუხი ორაზროვნად გასცა.
-ახლა კი შენი დიდი ყურადღება მჭირდება, ლიზა. -ლუკამ ლიზას ცოტა თხოვნით მიმართა.
-გისმენ!
-ესეიგი, ჩვენი ფოტოგრაფი მიდის სამსახურიდან და ვრჩებით ასე, ფოტოგრაფის გარეშე, ძებნა კი დავიწყეთ მაგრამ ზოგი ამბობს მე ასე ყველგან ვერ წამოგყვებითო, ზოგი თვითონ ჩვენ არ მოგვწონს და გუშინ დილით მამაჩემს რომ ველაპარაკებოდი შენზე მკითხა, უცებ თავში შენ მომიხვედი, ვიცი რომ ძალიან კარგი ფოტოგრაფი ხარ. არ გინდა რომ მოხვიდე ჩვენთან, რავიცი მაინც რომ ცადო, სიტუაცია მოგეწონება ბიჭები ყველაფერს აგიხსნიან და გვერდში დაგიდგებიან.
-ვაიმე, ლუკა ასეთი შეთავაზება ცხოვრებაში არ მიმიღია, ძალიან სასიამოვნოა რომ ასეთ დონედ მთვლი და მენდობი. ნამდვილად საპასუხისმგებლო საქმეა. რადგან ასე მალე გჭირდებათ სიამოვნებით დაგთანხმდები.
-ანუ შეგვიძლია დაგიბაროთ?
-კი, მზად ვარ, თან კურსებიც დავასრულე და სერთიფიცირებული ფოტოგრაფი ვარ.
-კარგი, მაშინ ახლა მე დავბრუნდები ბიჭებთან და ჩვენს მენეჯერს ვეტყვი ამას, დღეს შუადღისას სავარაუდოდ საშვს და ნაკრების ფორმას გამოგიგზავნიან. ზუსტ დროს კი მოგწერ როცა უნდა მოხვიდე.
-კარგი, ლუკა ძალიან დიდი მადლობა რომ ასეთ საქმეს მანდობთ.
-პირიქით მადლობა შენ, რომ ამხელა პასუხისმგებლობა შენს თავზე აიღე 22 წლის გოგომ.
ლიზა და ლუკა ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
ლიზას გული გამალებით უძგერდა და სიხარულით აღარ იცოდა რა ექნა. სასწრაფონ მარიამს დაურეკა და ყველაფერი მოუყვა. მარიამი შოკში იყო, თან ძალიან გაეხარდა ლიზას ასეთი წარმატება, მისთვის ხომ ეს ოცნება იყო.
ლიზა სახლში როგორც კი მივიდა კარებზე ზარის ლოდინი დაიწყო, მარიამი მალე მოვიდოდა. საბოლოოდ გაისმა ზარის ხმა და მარიამი გამოჩნდა.
-შემოდი
-აბა რა ხდება როგორ განწყობაზე ხარ?
-საოცარზე ახლა ველოდები საშვს და ნაკრების მაისურს როდის მომიტანენ
-რას იცვამ?
-არ ვიცი ვერ გადავწყვიტე, შენ გელოდებოდი
- კარგი, წამო ავარჩიოთ. არც ზედმეტად დახვეწილი გინდა და არც ზედმეტად უბრალო. მაისურს ისედაც ნაკრებისას იცვამ
-ეს შარვალი მგონი კარგია არა?
-კი ძალიან, ამ ქუსლიანებს ძალიან მოუხდება.
საბოლოოდ ლიზამ შეარჩია ტანსაცმელი, შემდეგ კი კარზე ისევ ზარის ხმა იყო, ახლა გარეთ უკვე კურიერი იდგა, ხელში ყუთი ეჭირა, ყუთს "მე ვარ საქართველო" ეწერა.
მწვანეთვალება, ხუჭუჭა ლიზამ კარი გააღო, კურიერს ხელი მოუწერა და ყუთი სახლში შეიტანა.
მან ლუკას მისწერა
-ლუკა მივიღე საშვი და მაისური. გმადლობთ!
-ძალიან კარგი, ლიზა დღეს 5 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე მოდი, უმჯობესია მარტო
-რა თქმა უნდა
ლიზამ და მარიამმა ყუთი ერთად გახსნეს, თავზე პატარა ბარათო იდო წარწერით "ლიზა! საქართველოს ნაკრების ფედერაცია დიდ მადლობას გიხდის შენი დროის დათმობისთვის, გელოდებით დღეს ხუთ საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, შემოსვლა შეგეძელება საშვის საშუალებით. გელოდებით მოუთმენლად!"
ლიზამ ახლა ნაკრების მაისური მოირგო, მისი საყვარელი სუნამო დაისხა და მისი ფოტოაპარატი აიღო რადგან ფოტოს ნიმუშები ეჩვენებინა.
მარიამი და ლიზა სახლიდან გავიდნენ.
-აბა წარმატებები და გელოდები კარგი ამბებით
-გმადლობ ჩემო ლამაზო. ლიზამ მარიამს ხელი დაუქნია დამშვიდობების მიზნით.
ლიზა დაახლოებით 20 წუთში მესხის სტადიონს მიადგა, გარეთ დაცვას საშვი მიაწოდა და უსიტყვოდ შეუშვეს.
ზუსტად 5 საათი იყო. მას გარეთ საქართველოს ნაკრების მენეჯერი და ლუკა ლოჩოშვილი დახვდენ.
ლიზა ლუკას გადაეხვია, მენეჯერს კი ხელი თავაზიანად ჩამოართვა.
-კეთილი იყოს შენი ფეხი. გელოდებით მოუთმენლად. -ლიზამ მენეჯერს თბილად გაუღიმა და უკან გაყვა.
-ლიზა ხომ არ ნერვიულობ?-გვერდიდან ლუკას ხმა მოესმა
-ცოტა მაგრამ არაუშავს
-არაფერია სანერვიულო, იმაზე ბევრად კარგად იგრძნობ თავს ვიდრე გგონია.
მენეჯერმა პირდაპირ ფეხბურთელებით სავსე მაგიდასთან მიიყვანა ლიზა. მან ის ფეხბურთელებს გააცნო
-ბიჭებო, როგორც იცით, გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო ჩვენმა ფოტოგრაფმა დაგვტოვა, ამიტომაც მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი ფოტოგრაფი, ლიზა აბაიშვილი. ახლა კი თვითონ ლიზა გაგესაუბრებათ.
ლიზამ საუბარი დაიწყო თან ცდილობდა, რომ ვინმეთვის თვალებში არ შეეხედა და არ დაბნეულიყო. მაგრამ ლიზა აშკარად გრძნობდა ვიღაცის დაჟინებულ მზერას, კონკრეტულად კი მის პირდაპირ მჯდომი ბიჭისგან. მან წამიერად თვალი თვალში გაუყარა მას. შეხედა მის ინტერესით სავსე ყავისფერ თვალებს. მას მაისურზე გარლვევით ეწერა ნომერი 22.
ლიზამ მას თვალი მოაშორა და ლაპარაკი დაიწყო.
-მოგესალმებით! როგორც უკვე იცით მე ვარ თქვენი ახალი ფოტოგრაფი ლიზა აბაიშვილი. მინდა მოგილოცოთ ეს წარმატება, და ამავდროულად მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის რაც ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთეთ.
ძალიან ამაყი ვარ რომ ასეთ ადგილზე მოვხვდი თან ასეთი პასუხისმეგბლობით.
მადლობა!
ლიზამ საუბარი დაასრულა. დარბაზმა ტაშის დაკვრა დაიწყო.
-კარგით ბიჭებო დღეისთვის საკმარისია, ხვალ ჩვეულებრივ ვარჯიშზე მოვდივართ 11 საათზე. ასევე ლიზაც, 11 საათზე შენს ახალ კაბინეტში გამოცხადდები. მენეჯერმა თბილად გაგიღიმა.
შემდეგ კი გურამ კაშიას მიმართა:
-კაშო აჩვენე ლიზას ოთახი
-ვაჩვენებდი მაგრამ ახლა სანიოლი მეძახის, ჟორჟს გავაყოლებ
გურამ კაშიამ 22 ნომერს დაუძახა.
-ჟორჟ მიდი ლიზას აჩვენე მისი ოთახი
-რა პრობლემაა. -თქვა გიორგიმ მისი ფრანგული აქცენტით
ის ლიზას მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა.
-გიორგი მიქაუტაძე. შეგიძლია ჟორჟი დამიძახო.
-ლიზა აბაიშვილი. როგორც წესი ლიზას მეძახიან.
გიორგიმ ლიზას თბილად გაუღიმა.
-აი ეს არის შენი კაბინეტი. თუ რამე დაგჭირდეს აქ ვარ და შეგიძლია მითხრა ხოლმე.
-გმადლობ ჟორჟ. ღიმილით თქვა ლიზამ. მიქაუტაძემ მას გაუღიმა.
ლიზა სხვა ფეხბურთელებისკენ წავიდა, რადგან ყველა გაეცნო.
პირველი ბუდუ ზივზივაძეთან მივიდა.
-ლიზა ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა, ძალიან კარგი ადამიანი ჩანხარ და თავი ისე იგრძნენი როგორც საკუთარ სახლში. ისე მიგვიღე როგორც შენი ძმები.
-გმადლობ, ძალიან დიდი პატივია რომ თქვენთან ვმუშაობ. -მან ბუდუს გაუღიმა ახლა კი, ლუკამ ჩაკვესთან, სიგუასთან, კვარასთან და მამარდაშვილთან მიიყვანა.
ყველამ ძალიან კარგად მიიღო ლიზა. ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს, თითქოს მართლაც საკუთარ სახლში იყო და ირგვლის ამდენი ბიჭი მისი ძმები იყვნენ. მაგრამ ლიზა ვერ ივიწყებდა გიორგი მიქაუტაძის თვალებს, მისი სიტყვის დროს.
ლიზამ შეეცადა ეს ფიქრები სახლისკენ მიმავალ გზაზე გაეფანტა.
სახლში რომ მივიდა მარიამს დაურეკა და ყველაფერი მოუყვა.
-მაგას სულ მალე მოეწონები.-აღელვებული ხმით უთხრა მარიამმა ლიზას
-მარიამ, დღეს გავიცანი
-მერე შენ ერთი ნახვით შეყვარების არ გჯერა?
-რავი, არ გამომიცდია.
-არ გამოგიცდია რა თქმა უნდა იმიტომ, რომ მიქუტაძე ნაკრებში გამოძახების დღიდან გევასება.-ეშმაკურად დაიწყო მარიამმა ლაპარაკი
-ენა ჩაიგდე, თორე ხვალ საღამოს ჩემთან აღარ ამოგიყვან.-გამომცდელად და ღიმილით უთხრა ლიზამ მარიამს.
-კარგი ქალბატონო, მე კი დავდუმდები მაგრამ, ჩემი სიტყვები გაგახსენდება, იქ გერმანიაში რომ წაბრძანდები. -მარიამი იცინოდა
- კაი ხო დამანებე თავი შენ ხო კაცი ვერაფერს დაგაჯერებს წავედი

ოცდამეორე ფოტოWhere stories live. Discover now