ისევ 22

109 13 6
                                    

რა ჯანდაბა მჭირს ახლა მაინც?
- ლიზამ ჩაილაპარაკა და საათს დახედა. 3-ის 15 წუთია, ლიზას კი თავის ტკივილი არ აძინებდა.
მან გალერეაში შესვლა გადაწყვიტა, რადგან როცა ვერ იძინებს ყოველთვის ფოტოებს ათვალიერებს. ლიზამ სქრინებით დაიწყო. ზოგიერთს შლიდა ზოგზე კი იღიმოდა.
ლიზამ ერთხელ გადასქროლა და გაჩერდა. მან ყურებამდე გაიღიმა, მაგრამ შემდეგ რეალობას დაუბრუნდა.
- ისევ ეს კრეტინი ბიჭი. - ლიზამ ჩაიბურტყუნა და სქრინებში ოცდამეორე ფოტოს სწრაფად გაუსვა თითი, რომ აესქროლა. ლიზას და ჟორჟის ეს ფოტო სქრინებში ოცდამეორე ადგილს იკავებდა, სქრინებში იმიტომ, რომ კარგა ხნის წინ ჟორჟმა ჩაუგდო.

სამი საათი სრულდებოდა როცა ლიზას საბოლოოდ ჩაეძინა. ტელეფონი ხელიდან ჩამოუსრიალდა და იატაკზე დაენარცხა.

დილით 8-ის ნახევარზე ლიზა საწოლში წამოჯდა. გარეთ ღრუბლიანი ამინდი იყო, ალბათ წვიმას აპირებდა.
- რომელი საათია? - ლიზა ფეხზე წამოხტა და ტელეფონის ძებნა დაიწყო.
- ვაიმე, რვის ნახევარია და კაშიას 5 გამოტოვებული ზარი, ნუ არც ისე დიდიხნის წინ მაგრამ 5 წუთიც დროა
ლიზამ სასწრაფოდ გადაიცვა საქართველოს ნაკრების ნაცრისფერი ჰუდი და თავის უჯრაში ჩალაგებული ტანსაცმელებიდან ნაცრისფერი სპორტული შარვალი ამოიღო.
- რაც არის არის. - ლიზამ თმა აიწია და ოთახიდან გავიდა.
- დილამშვიდობისა, ბოდიშით ჩამეძინა. - ლიზამ თვალი ჩაკვეტაძისკენ გააპარა, რომელიც უკვე მას უყურებდა და შემდეგ თვალით ჟორჟისკენ ანიშნა.
- გეტყობა. მაგრამ არაუშავს. დღეს ისედაც არ ვვარჯიშობთ ბევრს. ხვალ ვბრუნდებით გუნდებში
- კი, ვიცი. - ლიზამ ჩაკვეტაძეს ტუჩებით ანიშნა სიტყვა "მოგკლავ" და გვერდზე გავიდა, რომ ყავა მოედუღებინა
- რა გინდა ბიჭო შენ? - ლიზამ გაიიცნა და ჩაკვეს თავზე წაადგა
- ლიზა წუხელ გვიან ხომ არ დაიძინე და მაგიტომ ხომ არ ჩაგეძინა? - ჩაკვემ გველური ღიმილით გახედა ლიზას
საპასუხოდ მან მიქაუტაძის მამის მკვლელი მზერა მიიღო.
- ყურები აქ უდევს. - გაიცინა გიორგიმ
- არ შემიძლია არ დაგეთანხმო.
- ლიზამ გიორგის გაუღიმა და ახლა სხვა ბიჭებთან გადაინაცვლა.

ოცდამეორე ფოტოWhere stories live. Discover now