ცივი ღამე იყო. გარეთ გრილი სიო, წვიმის შემდეგ ხეებს ფოთლებს აცვენდა. ფოთლები არ შრიალებდნენ ძირს დავარდნის დროს რადგან ახალი ნაწვიმარი იყო.
გიორგი მიქაუტაძემ მესიჯი მიიღო მისი ძველი მეგობრისგან. გიორგი ცდილობდა თავი დაეღწია მისგან რადგან ხვდებოდა, რომ კარგ გავლენას ის არ ახდენდა მასზე. თითქოს ერთი პერიოდი გამოუვიდა მასთან ჩამოშორება, მაგრამ მალევე ისე მოხდა, რომ ჟორჟის ცხოვრებაში იგივე ადამიანი მესამეჯერ გამოჩნდა.
- გიორგი, საგურამოდან 10 წუთის სავალზე ვარ ჩამოიწიე ქვევით
- კაი - მოკლე პასუხი დაუბრუნა მიქაუტაძემ მეგობარს15 წუთში ჟორჟი მანქანიდან გადმოვიდა და იმ კუთხისკენ გაიწია სადაც ის ელოდებოდა
- რა გინდა გაგა? - მისი დანახვით არც თუ ისე გახარებული ჟორჟი ახლა გაგას წინ იდგა
- ჩემ ყოფილთან რა ურთიერთობა გაქვს? - გაგამ მისალმების გარეშე დაიწყო
- ვიზე ლაპარაკობ?
- ძალიან კარგად იცი, რომ ლიზა აბაიშვილზე ვსაუბრობ და გთხოვ, თავის გასულელება არ გამოგივა
- ჩემი მენეჯერის მოადგილეა
- მე სხვა ხმები მესმის
- არსებითი მნიშვნელობა აქვს შენთვის? - ჟორჟი შოკირებული იყო იმ ფაქტით, რომ ლიზა გაგას ყოფილი იყო. მართალია ლიზასგან იცოდა მისი ყოფილის შესახებ მაგრამ მისი გვარი ან ფოტო არასდროს უხსენებია ლიზას. გაგა როგორც მეგობარი არც თუ ისე კარგი ადამიანი იყო, ამიტომაც ჟორჟი არასდროს დაინტერესებულა მისი ურთიერთობებით
- ჩემთვის არა, ლიზასთვის კი.
- რას გულისხმობ?
- მხოლოდ ერთადერთი მიზეზი მინდა იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრები მენეჯერის მოადგილის გარეშე დარჩეს და ეს მიზეზი ლიზა აბაიშვილის სასიყვარულო ურთიერთობაა. რომელიც სავარაუდოდ ჩემს მეგობართან აქვს
- ლიზას არაფერი არ აქვს ჩემთან, მარტო უფროსია.
- სანამ ეგრე იქნება არავინაა საფრთხეში.
- მემუქრები?
- ლიზას ვემუქრები. თან მოკვლით.
- გაგამ სარკაზმით გაიღიმა
მიქაუტაძემ ღრმად ამოისუნთქა და მანქანისკენ წავიდა.
- კარგად დაიმახსოვრე - გაგამ უკნიდან მოაძახა
ჟორჟმა მანქანამდე გზა განაგრძო.
საჭესთან იჯდა და ფიქრობდა იმაზე თუ რამხელა საფრთხეს უქმნიდა უდანაშაულო ადამიანს. ის ლიზას მიმართ სიძულვილით არ იყო განწყობილი. გულის სიღრმეში კი შეიძლება რამესაც გრძნობდა. მაგრამ ეს გრძნობა უნდა მოეკლა იმისთვის, რომ ლიზას ეცოცხლა.
ლიზა ღამის 2- ის ნახევარზე გიორგი ჩაკვეტაძის 11-მა გამოტოვებულმა ზარმა და ამავე რაოდენობის მესიჯმა გააღვიძა
YOU ARE READING
ოცდამეორე ფოტო
Romanceლიზას ისტორია 26 მარტს დაიწყო. ამ დღეს მას წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ რამე ისეთი მოხდებოდა რომ მისი ცხოვრება შეეცვალა. მაგრამ რამდენიმე დღეში ის ასე აღარ ფიქრობდა. აღარაფერი იყო იგივე რაც რამდენიმე დღის წინ. ლიზას ცხოვრებასთან ერთად შეიცვალა საქართვე...