*ჟორჟის pov*
ჟორჟი და ზურიკო ერთად წავიდნენ საფრანგეთში, მართალია ისინი სხვა და სხვა ქალაქებში თამაშობენ მაგრამ ზურიკოს რაღაცეები ჰქონდა მოსაგვარებელი ლიონში და ჟორჟთან ერთად წავიდა.
თვითმფრინავში მათ ბევრი რამე განიხილეს, მათ შორის კი იყო ლიზაც.
- შენ და ლიზას ურთიერთობა გაგიფუჭდათ?
- ხო.
- მიზეზი?
- არ ვიცი ახლოს იყო ზედმეტად ჩემთან მგონი და მერე მეც ვუთხარი რაღაც, თან კაშიამ გველაპარაკა ხალხს ჰგონიათ რომ წყვილი ხართო.
- დაიწყო ჟორჟმა არეული ქართულით
- და მაგის გამო შეწყვიტეთ ურთიერთობა? უბრალოდ ცოტა თავი შეგეკავებინათ.
- არ მინდოდა, მერე შეიძლება ჩემი გონებაც აერია მაგ გოგოს და კონც... ისა, ყურადღება არ მექნებოდა ფეხბურთზე. - დაამატა ჟორჟმა
- ხო არ მოგწონს? - გაუღიმა ზურიკომ და თვალები გამომცდელად მოჭუტა.
- არა, არ მომწონს, მაგის დრო არ მაქვს თან. - თავი იმართლა ჟორჟმა
- მე კიდე მგონია, რომ თავს ვერ აკონტროლებ გრძნობებისგან. ახლა კი გინდა რომ შენს თავს მოატყუო, რომ ლიზა არ მოგწონს. - ზურიკოს არგუმენტები არ ელეოდა.
- ცუდ ხასიათზე ვდგები მაგ გოგოს, ლიზას, რომ მიხსენებ ხოდა არ ვილაპარაკოთ - ჟორჟმა ღრმად ჩაისუნთქა.
- კარგი, მაგრამ იფიქრე. კუპრა, რომ დაბრუნდება მერე არ ინერვიულო გოგო ნაწყენი გავუშვიო.
- აფრთხილებდა ზურიკო ჟორჟს.
- კარგი, კარგი.
მათ სასაუბრო თემა შეცვალეს.*ლიზას pov*
ლიზას ტელეფონი სკდებოდა დილით, იმდენი მესიჯები მოდიოდა. მარიამი სწორედ ამან გააღვიძა.
მან ლიზას ტელეფონი გახსნა და ინსტაგრამს დახედა. ნაკრების ჩატი სავსე იყო. მარიამს არაფერი აინეტრესებდა გარდა ჟორჟთან ჩატისა.
მას კარგა ხანს მოუწია ძებნა და მაინც იპოვა. ბოლო დიალოგი ასეთი იყო:
- ლიზა, ჩამოდი ჭამე რამე
- არა, გიო გმადლობ არ მინდა ყავა დავლიე
- დარწმუნებული ხარ?
- კი, აბსოლიტურად.
- კარგი მაშინ და არაფერზე ინერვიულო.
- კარგი.
დიალოგის ბოლოს გიორგის ცისფერი გული ჰქონდა ლიზასთან გაგზავნილი.
ეს დიალოგი მათ კამათამდე 1 დღით ადრე თარიღდებოდა.
- არა და რა საყვარელი წყვილი იქნებოდნენ. - ჩაილაპარაკა მარიამმა და ტელეფონი გადადო.
- ლიზაააააა, ადექიიიი. - იყვირა მარიამმა.
ლიზა თავზარდაცემული წამოვარდა.
- რა ხდება?! ჩაკვეტაძის ახლობელი ხო არ ხარ შენ? საევაკუაციო სირენასავით ყვირის დილის 7 საათზე
- ახლა შვიდი არ არის, ცხრაა. ადე გამოცოცხლდი, ახალგაზრდა გოგო ხარ, გაიპრანჭე, მიქაუტაძის გარდაც არიან ბიჭები
- მარიამმმ!!!! მიქაუტაძეს მოგცემ ახლა მე შენ. 10 წუთიც დავიძინებ რა, მომენატრა ძილი, იქ მაქსიმუმ 8-მდე მეძინა.
- კაი მიდი, ჟორჟი დაგესიზმროს.
- გაა*ვი რა - გაიცინა ლიზამ და მარიამს მხარზე დაარტყა
მარიამმა მხარი იცვალა და მასაც ჩაეძინა.
ლიზამ და მარიამმა 11 საათზე გაიღვიძეს.
- აბა რას შვები ემზადები ახალი გამოწვევებისთვის? - იკითხა მარიამმა.
- რავი გოგო ზეგისთვის ვიყიდე ორივე ბილეთი, მენეჯმენტის კურსები წესით საფრანგეთში უკეთესი უნდა იყოს, ნაკრებში შეიძლება მენეჯერმა მოადგილედ ამიყვანოს,
მომზადებული ვიქნები თან თვალს წყალს დავალევინებ, ცოტას განვიტვირთები
- ბილეთები ჩამოიღე თაროდან, მანახე რომელ ქალაქში მივფრინავთ, შენ ხომ არაფერი არ გახსოვს
- დაიწუწუნა მარიამმა
- ძაან გათიშული ვიყავი გუშინ საღამოს თან რადგანაც უკვე აეროპორტში ვიყავი ვიყიდე ეს ბილეთებიც, ქალაქი კი არა ისიც არ მახსოვს რამდენი გადავიხადე.
- ბუზღუნებდა ლიზა და თან მარიამს ბელეთებს აწოდებდა.
- ვაიმეეე!!! ღადაოოობ?!! შე გველაძუა აბა თავის დაღწევა მინდა ჟორჟისგანო? - ყვიროდა მარიამი
- გააფრინე ხომ შენ სულ? მომეცი ბილეთები რა გაწივლებს - შეიცხადა ლიზამ და თან მარიამს ბელეთები ხელიდან წაართვა.
- შანსი არ არის!!!! ეს რა დამემართა! მეღადავებით?! - დაიყვირა ლიზამ
- ხოო, რა იყო არ ელოდებოდი?
- მეღადავებით?! არც ვიცოდი აქ თუ ჩავფრინდებოდი!!! შანსი არაა ეს არ წერია! - ლიზამ თვალები მოიფშვნიტა და ბილეთს თავიდან დახედა.
- არა ლიზა, ზუსტად ეგ წერია.
საქართველო-საფრანგეთი
(ქალაქი: ლიონი)
ფრენა: საქართველოს დროით დილის 5 საათი.
- მეღადავებით?! ლიონში მივფრინავ? მეთქი თავი დავაღწიეთქო და ჩემი ფეხით კუდში გავეკიდე!
- კაი, გოგო რა იყო, შეიძლება სულ არ შეგხვდეს, თან ზუსტად არც იცი ეგ სად ცხოვრობს და დაძაბული აქეთ-იქით ყურება არ მოგიწევს. გამოწერილი კი არ გაქვს შეხვედრა
- აწყნარებდა ლიზას მარიამი.
- ხო მაგრამ... აუუუ - ბუზღუნს არ ასრულებდა ლიზა.
- დაიკიდე რა, დრო გაატარე, ეგ ორი კვირა წამში გაივლის, აგერ უკვე 20 სექტემბერია
- მართალი ხარ, იმედია არსად შემხვდება თორე ფეხით ჩამოვალ ლიონიდან თბილისში.
- არსად შეგხვდება, ყურადღება მაგაზე თუ არ გექნება, რომც შეგხვდეს ვერ დაინახავ.
- კაი, კაი.
გოგონებმა დიალოგი ამით დაასრულეს.
YOU ARE READING
ოცდამეორე ფოტო
Romanceლიზას ისტორია 26 მარტს დაიწყო. ამ დღეს მას წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ რამე ისეთი მოხდებოდა რომ მისი ცხოვრება შეეცვალა. მაგრამ რამდენიმე დღეში ის ასე აღარ ფიქრობდა. აღარაფერი იყო იგივე რაც რამდენიმე დღის წინ. ლიზას ცხოვრებასთან ერთად შეიცვალა საქართვე...