პოლონეთი

58 12 2
                                    

პოლონეთში საკმაოდ გრილი ამინდები იყო. ზუსტად ლიზას შეეფერებოდა, მისთვის კომფორტული დღე ასეთ ამინდში იყო.
მენეჯერის მოადგილეს არც თუ ისე მარტივი დღეები ჰქონდა.
ლიზა დილით პირველ სართულზე ჩავიდა სადაც ბიჭები აქა-იქ ისხდნენ. მან ახალი ნაკრების წევრიც გაიცნო
- გიორგი გულიაშვილი ხომ?
- კი. ალბათ თქვენ მენეჯერის მოაგილე ხართ. ლიზა? იმედია არ მეშლება
-კი, ლიზა ვარ მაგრამ თქვენობით ნუ მელაპარაკები. - ლიზამ თბილად გაიღიმა და წავიდა.
ჩაკვეტაძის და მიქაუტაძის ოთახში შეკრებილი ნაკრების მცირე ნაწილი კი ლიზას თანამდებობას განიხილავდა.
- მოვრჩეთ რა არ მინდა ჭორიკანა მეზობელივით ვიყო. - ადგა ჩაკვე
- ხო, ჟორჟ. ვიცით, რომ ლიზა არ გიყვარს მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ მენეჯერის მოადგილეოაბს ვერ გაუქაჩავს. - ქოჩორაშვილი ჟორჟს ლექციას უკითხავდა.
- ჩემზე ცოტა უფროსია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს გოგოა და შეიძლება გაუჭირდეს 24 ბიჭთან მუშაობა.
  - სიგუა მის პოზიციას ვერ იგებდა, 50/50 იყო
- ბაზარი არარის მაგრამ, თუ ვერ შეძლებს დააკვირდებიან. გოგოა, სხვანაირად მოგვხედავს, კარგი ყურადღებიანი ადამიანია. - ბუდუმ სიტყვა დატოვა და გარეთ გავიდა
- მე თვითონ წარმოდგენაც არ მქონდა ფოტოგრაფობიდან აქამდე თუ მოვიდოდა ლიზა. მთავარია თავის თავზე იმუშაოს და ყველაფერი გამოუვა. - ლუკა ლოჩოშვილმა ჟროჟს ხელი გადახვია.
ჟორჟმა ლუკას გვერდიდან გახედა
- ერთი თქვენი ომი როდის მორჩება რაა. - გველესიანმა ჟორჟს გაუღიმა
ამაში კი ის ნამდვილად მართალი იყო, მთელი ნაკრები მაგით ინტერესდებოდა.

ლიზა და მენეჯერი სტადიონისკენ მიდიოდნენ. უნდა ენახათ გარემო და შეეფასებინათ

-სერიოზულად? აქ უნდა ითამაშონ?
-არ მოგეწონა?
- გაუჭირდებათ აქ თამაში. ლიზამ ფეხი სტადიონის ბალახს გაკრა როცა ქვიშა ფეხსაცმელზე დაეყარა.
- ხომ ვთქვი.
- რამეს იზამენ ბიჭები. ჩვენ ამას ვერ შევცვლით.
ლიზას მენეჯერმა გვერდიდან გახედა და სასტუმროსკენ გაუძღვა

ოცდამეორე ფოტოWhere stories live. Discover now