ახალი ამბები

104 8 5
                                    

დილით ლიზამ ათის ნახევარზე გაიღვიძა.
-ვაიმე ღმერთო კიდევ კარგი რომ საერთოდ გამეღვიძა, ერთ საათში რა უნდა მოვასწრო?! - ლიზა შეშფოთებული წამოხტა ფეხზე, თავბრუ დაეხვა და კედელს ჩაებღაუჭა, უცებ ტელეფონს სტაცა ხელი და ლუკა ლოჩოშვილთან დარეკა, ტელეფონი სპიკერზე ჩართო და თვითონ ტანსაცმელების ქექვა დაიწყო.
-მშვიდობაა ლიზა? - გაისმა ლუკას ხმა ტელეფონიდან.
- ლუკა, დილამშვიდობისა! ხომ არ გაგაღვიძე?
- არა, არ გაგიღვიძებივარ, დილამშვიდობისა! რა ხდება?
- ლუკა როგორც იცი მე დინამოს წინ ვცხოვრობ, წერეთელზე.
- კი ლიზა, ვიცი.
- შეგიძლია მითხრა ყველაზე ახლოს ვინ ცხოვრობს ჩემს სახლთან ბიჭებიდან?
- ჩაკვე ცხოვრობს ყველაზე ახლოს, და ცოტა მოშორებით მიქაუტაძე, მეტი ახლოს არავინ არ არის.
- კარგი მადლობა!
ლიზამ ლუკას გაუთიშა და ტანსაცმელები გადმოალაგა.
-დარეკვა მავიწყდებოდა, უფალო ამ დილით გადამარჩინე, და მერე აღარც მოვკვდები! - ლიზამ კონტაქტებში გიორგი ჩაკვეტაძის ნომრის ძებნა დაიწყო.
- რომელი ხარ?! -რამდენიმე წამში გაისმა ტელეფონიდან ახალგაზრდა ბიჭის ნამძინარევი ხმა.
- ვილი ვარ სანიოლი, რომელი უნდა ვიყო, ლიზა ვარ ფოტოგრაფი.
- ვინ ლიზა ფოტოგრაფი მეკაიფებით? რომელი ლიზა ხარ? ჩემი ყოფილი?
- ახალგაღვიძებულმა ჩაკვემ აზრზე მოსვლა ცადა.
- გიორგი, გთხოვ არ მითხრა, რომ გეძინა. - ლიზამ გაიკვირვა
- ვაიმე, ვაიმე ჩამეძინა, გისმენ ლიზა როგორ ხარ? კიდევ კარგი რომ გამაღვიძე თორე კიდეც მომკლავდა დღეს სანიოლი.
- კარგად ვარ, გიორგი. გმადლობ. თხოვნა მაქვს
- გისმენ
- წეღან ლოჩოშვილს ველაპარაკე და როგორც აღმოვაჩინე შენ ყველაზე ახლოს ცხოვრობ ჩემს სახლთან, და მეთქი ხოარ ამიყოლებს საგურამოშითქო.
- კი კაცო, როგორ არ აგიყოლებ, მუშტაიდის პარკთან დამელოდე და გამოვვარდები ახლავე, კიდე კაი, რომ გამაღვიძე.
- კარგი, დაგელოდები.
ლიზამ ტელეფონი გვერდზე გადადო და ჩანთა აარჩია.
შიგნით დამტენი, ყურსასმენი, გლოსი, თმის რეზინა და ყვითელი ვალერიანი ჩადო.
ლიზა, ვალერიანის გარეშე ვერსად დადის, რამდენიმე წლის წინ რაც სახელიდან დიდი ჩხუბის შემდეგ წამოვიდა, სულ ცუდად ხდება.
ლიზამ სახლი დატოვა. კარები კარგად ჩაკეტა და გავიდა დათქმულ ადგილზე.
5 წუთში ლიზას წინ მანქანა გაჩერდა.
ლიზა მანქანაში ჩაჯდა.
- დილამშვიდობისა! - ლიზას თვალები ისევ დასიებული ჰქონდა, რადგან არც თუ ისე დიდი ხნის გაღვიძებული იყო.
- მშვიდობა ნამდვილად არ იქნებოდა, რომ არ დაგერეკა. - ჩაკვემ გაიცინა
- მეც გვიან გამეღვიძა დღეს. გულგახეთქილი წამოვვარდი. თმა თმას არ მიგავს. უცებ შევიკარი სანამ გამივიდოდი.
- ახლა მიქაუტაძის სახლს გავუვლით და მეტი არ მინდა წასული არ იყოს.
სულ მე, რომ დამცინის ადრე დაიძინეო.
- მიქუტაძე საკმაოდ პუნქტუალური ადამიანი ჩანს, მოწესრიგებული და საკმაოდ სერიოზული.
- ვინ ჟორჟი? ეგ ჩემზე უარესია - ჩაკვემ გაიცინა.
- არა და არ ეტყობა.
- ეე ბიჭო ეს კიდე სახლშია, ჩაკვემ მიქაუტაძის მანქანასთან მიაყენა და დაასიგნალა.
მიქაუტაძე სადარბაზოდან გამოდიოდა.
-ეე შენ აქ რა გინდა, საგურამოში არ ხარ? - თქვა მიქაუტაძემ გატეხილი ქართულით.
- შენ რა გინდა აქ შენ არ უნდა იყო საგურამოში?
- უი ლიზა ვერ დაგინახე გამარჯობა, როგორ ხარ?
- მადლობა გიორგი, კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?
- კარგად. გიორგი წადი შენ თორე დავრჩებით 10 ნომრის გარეშე ნაკრები. - გაეხუმრა მიქაუტაძე ჩაკვეს
- კაი მართლა წავედი.
ბიჭები ხან ერთმანეთის წინ მიდოდნენ ხან უკან.
ამ დროს ლიზას ტელეფონმა დარეკა.
- გისმენ მარიამ.
- აბა რას შვები ქალბატონო, საგურამოში ხარ?
- არა გოგო რა საგურამოში, დღეს დილით ათის ნახევარზე გამეღვიძა, რეტიანივით დავდივარ მთელი დილაა.
-ტაქსით მიდიხარ?
- არა, ჩაკვეტაძეს მივყავარ. ლიზამ ტელეფონს რაც შეეძლო ბოლომდე ჩაუწია რადგან იცოდა რაც მოყვებოდა მის პასუხს.
- მიქაუტაძეს ჩაეძინა თუ რატო არ დაურეკე? - იკითხა მარიამმა გამომცდელად.
- კაი აბა მეც წავედი მივედით თითქმის, მეც მიყვარხარ. - ლიზამ საუბარი მალე დაასრულა, არ უნდოდა, რომ ჩაკვეს რამე გაეგო.
მაგრამ მარიამის მესიჯს ვერ ასცდა.
- გოგო რას მითიშავ ჭკუაზე ხო ხარ?
- ჩაკვე მიზის გვერდით და ხო არ დაგიწყებდი მიქაუტაძისთვის დარეკვა მომერიდა მაგრამ მაინც ვნახე ამ დილითთქო?!
- აჰა ანუ მოგისწრიათ.
- მოგიყვები შესვენება რომ გვექნება. ახლა მართლა მივედით.
ჩაკვემ მანქანა გააჩერა.
ლიზას შტატივი, და ფოტოაპარატის ჩანთა გამოართვა და შიგნით შეიტანა.
ლიზას კაბინეტი საგურამოში ბიჭების გასახდელის გვერდით იყო.
ლიზა როგორც კი შევიდა, გაიგონა ჩაკვეს ხმა.
- ჟორჟ შეჩემა გადაგვაფრინდი თუ შეკაზმული რანაირად დამხვდი?
- მოკლე გზიდან წამოვედი, მარა ტალახი კი იყო ამ წვიმის გამო.
ლიზა ფოტოაპარატის აწყობას ცდილობდა მაგრამ უშედეგოდ. თავს ვერ ამაგრებდა. საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ბიჭებთან შეეტანა.
მან კარებზე მორიდებულად დააკაკუნა. კარი კაშიამ გააღო.
- შემოდი ლიზა, მშვიდობაა?
- დილამშვიდობისა, კამერას ვერ ვამაგრებ ძალა არ მყოფნის დახმარება მჭირდება. თან მენეჯერმა ისედაც გამომიშვა, აქაც უნდა გადავიღო რაღაც კადრები.
- კი კაცო რა პრობლემაა. - თქვა კაშიამ და ფოტოაპარატი დაამაგრა.
- მადლობა.
- განლაგება ხო იცი ვის როგორ უნდა გადაუღო ფოტოები?- იკითხა გველესიანმა.
- კი, ვიცი, მეკარეებით ვიწყებ. მამარდაშვილი არ მოსულა?
- არამგონია. - მიქუტაძემ მხრები აიჩეჩა.
-დღეს ყველა ძაან აგვიანებს. - ჩაერთო გაბრიელ სიგუა.
-უი გაბრიელ, ბიძი შენც აქ ხარ? აბა რა ხდება სკოლაში? - გაეხუმრა გაბრიელს ბუდუ.
- ჩაიცვით უკვე თერთმეტი საათია! აგერ მამარდაც მოვიდა. - აღნიშნა ლიზამ.
- აქამდე თუ მამა გვყავდა ახლა დედა გვყავს? დილამშვიდობისა! - თქვა კარებში იმ წამს შემოსულმა გიორგი მამარდაშვილმა.
- ეს რა კაცია უკვე ჩაცმული, რომ მოვიდა. - გაიცინა ჩაკვემ.
- ეს დილიდან ჩართული რატოა?
- აღნიშნა მამარდამ.
- გიორგი დადექიიი. ლიზამ ცოტა ხმას აუწია რომ ამდენი კაცის საუბარში მისი წვრილი ხმა გამოჩენილიყო.
- ლიზა დააკონკრეტე რომელი გიორგი თორე თოლიებივით გიყურებენ.
- ახლა კანკავა ჩაერთო.
ლიზამ გაიცინა.
- მოდი მამარდ დადექი - ლიზამ ლორიასკენ და გუგეშაშვილისკენ ხელი გაიშვირა.
ლიზამ მეკარეებს გადაუღო ფოტო.
- როგორც ვიცი ახლა სულერთია, ხომ? არ აქვს პოზიციების მიხედვით დგომას მნიშვნელობა.
- ხო ახლა ვინც როგორ ზის. კარგად იცი შენი საქმე, გეტყობა! - აღნიშნა კაპიტანმა.
- მადლობა! ჩაკვე, ბენგ ბიჭოს ძახილს თუ თავს არ დაანებებ ყველა ფოტოდან შენი თავის ამოშლა მომიწევს. - ლიზამ ჩაკვეს მიმართა.
- ახლავე ახლავე, მან მის გვერდზე მჯდარ მიქაუტაზეს ხელი თავზე უხეშად გადაუსვა.
- აუ გიორგი, ძლივს დავიყენე თმა შენ მაკლდი ახლა?! - დაიწუწუნა მიქაუტაძემ.
- ჟორჟ კარგი კადრია, ფეხზე არ ადგე! შენი კარადა რომელია მითხარი და მე მოგცემ სავარცხელს.
- კარადები, მაისურის ნომრების მიხედვითაა, ოცდამეორეა ჩემი.
-კარგი მოგიტან ახლავე, ოღონდ ერთმანეთი არ დაწყვიტოთ.
ლიზამ მიქაუტაძეს სავარცხელი მოუტანა.
- ბოდიში, რომ სარკე არ მაქვს მე გაგისწორებ, შენ უარესს იზამ მაქედან.
- ყოჩაღ ჟორჟ, შენ ხვეწავ ნელ-ნელა ქართულს ხომ? - კვეკვესკირი ჩაერია საქმეში.
- კი ვცადობ. - უპასუხა ჟორჟმა.
- ცადობ და უკვე აურიე.
- ლოჩოშვილმა გააკეთა კომენტარი
-უი ვცდილობ უნდა მეთქვა?
- ირგვლივ მიმოიხედა ჟორჟმა.
- კარგი, გაჩუმდით... ვსო გადაღებულია. კაპიტანო შეგიძლიათ მოედანზე გაიყვანოთ.
შესვენებაზე სანიოლმა ყველა მოაგროვა.
- დღეს ექიმი არ გვყავს და იმედია მაინც და მაინც ახლა არ გადაწყვეტთ ნეკნების მოტეხვას. - სანამ სანიოლთან მივიდოდნენ, გურამ კაშიამ უთხრა ბიჭებს.
- კარგით ახლა მეტად მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრებთ. არ მინდა რომ ვარჯიშიდან გაცდეს დრო! ლიზა შენც მოდი, შენც გეხება. - იხმო სანიოლმა ლიზა.
ლიზაც იქვე მივიდა და მიქაუტაძესა და კაშიას შორის ჩადგა.
- ამ ბოლო დროს დაეჩვიეთ დაგვიანებებს და არ მომწონს. ჩვენ 1 აპრილს მივფრინავთ უკვე გერმანიაში. მაგრამ სანამ იქ წავალთ, აქ ვარჯიშები არ გაცდება. 30 მარტის ჩათვლით აქ დარჩებით საგურამოში.
ამ საღამოს წახვალთ და აიღებთ საჭირო ნივთებს. 31 მარტს, წახვალთ ოჯახებში და 1 აპრილს აეროპორტში შევხვდებით. ახლავე შეგიძლიათ გაინაწილოთ ოთახები. ყველა ბინა ორ ოთახიანია, გარდა ერთისა.
იმ ერთში იქნება ლიზა, მხოლოდ ლიზა. დანარჩენში კი ორ-ორი განაწილდებით.
ლიზა შენი ბინა მესამე სართულზე ბოლო კარებია. სავარაუდოდ მიქაუტაძის გვერდით მოგიწევს დაბინავება, და იმედია დაეხმარები ქართულის დახვეწაში.
-იმედია ჟორჟი ჩაკვეს შეისახლებს. ლიზას ფსიქოლოგიაზეც ნასწავლი აქვს და იქნებ ჩაკვე მოათვინიეროს.
- გაიცინა კაშიამ.
- ზუსტადაც ჟორჟის გვერდით დავიძინებ. - თქვა ჩაკვემ.
- გაბრიელ შენ ამ ორთან ახლოს არ დაწვე ჯერ პატარა ხარ ამხელა სტრესისთვის. - ბუდუ ისევ გაბრიელს ეხუმრებოდა.
- კარგი, კაშიასთან დავიძინებ, კარგად კითხულობს და ზღაპრებს წამიკითხავს. - სიგუას ამ სიტყვებს კაშიას საკუთარ თავზე სიცილი მოყვა. ის დისლექტიკია. რასაც გონებაში კითხულობს მაგას ვერ წარმოთქვამს.
- გაბრიელ, რომელ კლასში ხარ?
- კაშიამ ისევ სიცილი დაიწყო.
- ბიჭო ამან მართლა რა გაუძრო.
- იცინოდნენ ზუროკო და და კვარა.
უცებ მიქაუტაძის ხმა ლიზას ყურებში ჩაესმა.
- ეს გოგო სულ გავაგიჟეთ. მემგონი ფსიქოლთან ვიზიტი დასჭრიდება სეზონის ბოლოს. - სრულყოფილად წარმოთქვა მიქაუტაძემ.
- არ ცდები ჟორჟ. - ისევ სიცილით უპასუხა ლიზამ.
თან იქვე სტადიონის გარეთ მაგიდათან ჩამოჯდა. და თმის შესწორება დაიწყო.
- ლიზა წყლით დაისველე უკეთესად გაგიჩერდება. ჩემი ცოლი სულ ეგრე აკეთებს. - ურჩია ლიზას მამარდამ.
- მართალი ხარ, არც გამხსენებია. ლიზამ ბოთლიდან წყალი ხელზე დაისხა და თმაში შეიზილა.
ამ დროს ლიზას უკან ჩამოკიდებულ ჰამაკში ჩაკვე ჩაწვა.
- გიორგი არ დაგეძინოს. - დაუძახა ლიზამ.
- მალე გაგვიშინაურდი შენ, თუ ჩამეძინება დამირეკე. - გაიცინა ჩაკვემ.
- ხო და ვერ მიცნობ.
- აუ მართლა როგორ ვერ გიცანი?!
- ჩაკვეს თავის თავზე ეცინებოდა.
ცოტა ხანში ჩაკვეს მართლა ჩასთვლიმა მაგრამ ეს ბედნიერებდა დიდხანს არ გაუგრძელდა.
უცებ ვიღაც დაახტა.
ჩაკვეს მიქაუტაძე დაახტა.
- რას შვები შეჩემა მეზობლის იმედზე მტოვებ? - იყვირა ჩაკვემ
ლიზა ცდილობდა არ გაცინებოდა მაგრამ ამ ორი მასხარას ერთად ყურება რთული იყო.
ლიზამ ახლა ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინა ბიჭებს.
- ისე საბა არ ამოვა?
- ვინ საბა? ორივე აქ არიან. - უპასუხა ჩაკვემ.
- საპანაძეზე იძახის ბიჭო. შეუსწორა მიქაუტაძემ.
- აა უი ეგ აღარ გამაგონოთ ხო ვერ მოვიცილე. - ხუმრობით თქვა ჩაკვემ.
- წესით ხვალ ამოვა, ან ამ საღამოს ამოგვყვება. ისე ამ საღამოს ჩაგიყვან თუ გინდა სახლში და მერე ერთად ამოვიდეთ. - ლიზას უთხრა მიქაუტაძემ.
- კარგი მე არ მაქვს პრობლემა.
- ლიზამ უთხრა მიქაუტაძეს, თან გულში უხაროდა კიდეც.
ლიზამ შესვენება გამოყენა და მარიამს ყველაფერი მისწერა. მარიამი თავისას არ იშლიდა ისევ იძახდა მოეწონებიო.
შესვენება დასრულდა. ვარჯიშის მეორე ნახევარი დაიწყო.
უცებ ლიზამ პატარა ყვირილი გაიგო და შემდეგ ვიღაცამ თქვა
- აუ ხელიიი! - ეს მიქაუტაძე იყო.
- აუ ხო გითხარით ექიმი არ არისთქო, მარა ახლა რაღას ვიზამ, ლიზა პირველადი დახმარების გაგეგება რამე? - იკითხა გურამ კაშიამ.
- კი, როგორ არა ეგეთები მეც მჭირდება ჩემს პროფესიაში. - ლიზამ ფოტოაპარატი გადადო და მიქაუტაძესთან მივიდა.
- რა ადგილზე გტკივა? - იკითხა ისევ ლიზამ.
- აი აქ. - მიქაუტაძემ ხელი კუნთზე დაიდო. რომ დავარტყი ცუდად დავეცი და ხელი ჩამყვა.
- ადექი და პირველადი დახმარების ოთახში შევიდეთ. - ურჩია ლიზამ ჟორჟს.
- დახმარება ხომ არ გინდათ?
- გასძახა კვირკველიამ
- არა, გმადლობთ სერიოზული არ ჩანს არაფერი.
გიორგი და ლიზა პრიველადი დახმარების ოთახში შევიდნენ.
- გიორგი, დაჯექი და მაისური გაიხადე, ბეჭის მხარესაც უნდა ვნახო, ნაღრძობი არ გქონდეს.
მიქაუტაძემ მისი 22 ნომერი მაისური გაიხადა და იქვე დადო.
ლიზამ გიორგის შეხედა და წარბები მაღლა აწია, და ცოტა გაეღიმა.
- მაჩვენე გიო ხელი.
- აი მანდ მტკივა. - დაიწუწუნა ჟორჟმა.
- როგორ ტკივილს გრძნობ? -ჩაეკითხა ლიზა.
- არ ვიცი როგორ უნდა გითხრა.
- გიორგიმ გაიღიმა და დაბლა დაიხედა.
- ა, კარგი არაუშავს, გეწვის თუ კონკრეტულ ადგილზე თითქოს რაღაც ჩაგწყდა?
- ის მეორე. - მიქაუტაძემ ლიზას მის ლამაზ მწვანე თვალებში შეხედა.
ლიზა ცოტა დაიბნა და საუბარი განაგრძო.
-კაი სერიოზული არაფერია, კაპილარები გაგიწყდა ალბათ, თან პატარა ჩაქცევასავით გეტყობა აი აქ.
- ლიზამ გიორგის ხელი ნატკენ ადგილზე დაადო.
- კარგია რომ სერიოზული არაფერია.
- ეხა ბანდაჟს შემოგიჭერ მაგ ადგილზე და ამ საღამოს ჩემთან გამოდი ოთახში მოსახსნელად.
- კარგი. - დაეთანხმა გიორგი.
ისინი პირველადი დახმარების ოთახიდან გამოვიდნენ.
ლიზას სანიოლმა და კაშიამ კითხვები დააყარეს.
- აბა ხომ კარგად არის?
- კი, სრულებით. ბანდაჟი მოვუჭირე, დღეს ეკეთოს და ამ საღამოს ჩემს ოთახში შემოვა მოსახსნელად.
ხვალ დილით გავუკეთებ კიდე ვარჯიშის დროს.
- ანუ ღამით არ შეიძლება ხომ ეგ რაღაც რომ ეკეთოს? - კაშია ჩაეკითხა.
- არა ღამე სისხლი ვერ იმოძრავებს მოდუნებულ მდგომარეობაში.
- ნუ გეშინია მაგას ჩაკვეტაძე მაიმც არ მოასვენებს, სულ ერთი მაბავი აქვთ ხოლმე. - მექვაბიშვილი გამოეხმაურა ლიზას
- სხვათაშორის ეგეც ლიზას სადარდებელია მის გვერდით ოთახში იქნებიან და შეიძლება რომელიმე კედლიდან გაძვრეს. - გაიცინა გოჩოლეიშვილმა, მას ლიზაც აჰყვა სიცილში.
- ლიზა მართლა დედასავით გვივლის. ჯერ მეორე დღეა და მგონი შეგვეტყო ქალის ხელი. - ჩაერია გუგეშაშვილი.
- კი, მართლაც. - დაეთანხმნენ ბიჭები.
- მადლობაა! -ლიზამ ბიჭებს თბილად გაუღიმა.
- ეე ბიჭო თქვენ რას აკეთებთ არ გინდათ გერმანიანდე ცოცხლები ჩახვიდეთ? ხვიჩა რა ზურიკოს მხრებზე დაჯდომა მოგინდა ძმა მეღადავები? - წუწუნებდა კაშია.
- ლიზა ზედმეტი თმის რეზინა ხომ არ გაქვს? - თავისი პრობლემით მოადგა ლიზას ქოჩორაშვილი. ლორიამ და აზაროვმა დაიწყეს მე შეგიკრავ თმასო და აგერ გამიფუჭეს, საზონოვს ვკითხე და არ მაქვსო.
- კი კაცო როგორ არ მაქვს. - ლიზამ ჯიბიდან თმის რეზინა ამოიღო.
- ოოო ჯიგარი ხარ. - მხარზე მეგობრულად დაარტყა ქოჩორაშვილმა ლიზას.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ მიქაუტაძემ ლიზას კაბინეტის კარებზე დააკაკუნა.
-ლიზა სანიოლმა წადით ნივთების ამოსატანადო და წამოხვალ?
- კი გიო, მადლობა, რომ შემახსენე, ფოტოების ხარისხს ვასწორებდი და ყველაფერი გადამავიწყდა.
- ლიზამ ჩანთა აიღო და მიქაუტაძეს გაყვა მანქანამდე.
ისინი მანქანაში ჩასხდნენ.
სიჩუმე ლიზამ დაარღვია.
- ისე ასე მალე რატომ მივდივართ გერმანიაში? ლამის სამი თვით ადრე რას ვაკეთებთ?
- ევროპაზე პირველად ვართ, მაგრამ როგორც სანიოლმა გვითხრა ჯერ სხვა ქალაქში დავბინავდებით და შემდეგ გადავალთ ოფიციალურად დათქმულ ქალაქში. დაახლოებით 10 ივნისისთვის. მანამდე რაღაც პრაქტიკებზე უნდა ვიაროთ, ბევრი შემოწმებები გველოდება, რაღაც თათბირები და ვარჯიშები. - ჟორჟმა ლიზას ამომწურავად გასცა პასუხი.
- ახლა გასაგებია. ისე მართლა გამოსწორებული გაქვს ქართული.
- მგონი ჩემი დახმარება არც დაგჭირდეს.
- როცა პასუხის გაცემა არ მეჩქარება და თან ეს პასუხი უკვე მონასმენი მაქვს ვიღაცისგან, მალევე ვპასუხობ.
- გასაგებია. აი აქ გამიჩერე და ავალ სახლში.
- 15 წუთი გეყოფა?
- კი 15 წუთში აქ დაგხვდები. - ლიზა მანქანიდან გადავიდა და სახლში ავიდა. რაღაცეები ჩაალაგა. 15 წუთში ისევ იქ იდგა და გიორგის ელოდებოდა.
ლიზას პატარა ბორბლებიანი ჩემოდანი ეჭირა.
გიორგიმ მანქანა გააჩერა.
- თუ გინდა გადმოვალ და ჩავდებ მე უკან მხარეს შენს ჩანთას.
- არა გმადლობ, გიორგი. არ არის მძიმე ჩემითაც გავაკეთებ.
ლიზამ ჩანთა უკან სავარძელზე დადო და გიორგის გვერდით დაჯდა. მან ღვედი შეიკრა.
- ცუდად არ გაიგო, მაგრამ თავს ვიკავებ ნაკრების ბიჭებთან ერთად ხშირად გამოჩენისგან. არ მინდა რომ ვინმემ რამწ იფიქროს, სკანდალები არ მჭირდება. შეიძლება ვერ გამიგოთ რადგან არასდროს გყოლიათ გოგო არანაირ პოზიციაზე მაგრამ, ასე ჯობია.
- არა, კი, მესმის. - ჟორჟი ცოტა დაბნეული ალაპარაკდა.
- მხარი გტკივა კიდე? - ლიზას გიორგის ტამვა გაახსენდა.
- არა, თითქმის გამიარა.
გიორგის და ლიზას საგურამოში დაბრუნება გვიან მოუწიათ რადგან გრძელ საცობში მოხვდნენ.
იქ მისულებს ჩაკვე ჩვეულ ფორმაში დახვდათ.
- ოჰ გვრიტები მოვიდნენ. სად ხართ ამდენი ხანი? - იკითხა ჩაკვემ.
- გვრიტებს მოგცემ ახლა მე შენ, საცობში ვიყავით 20 წუთი. - ლიზამ შუბლზე ხელი მოიკიდა.
- ლიზა კარგად ხარ? - ბუდუმ ახალმოსულები დაინახა.
- კი უბრალოდ მგზავრობა არ მიყვარს, ცოტა თავს მატკივებს.
- უჰ მეც მასე. - საბა საზონოვი ჩაერია ლაპარაკში.
- დამერწმუნე შენ არ გინახავს ჩაკვე, ლობჟანა და ჟორჟი როგორ ცეკვავენ ავტობუსში თორე მგზავრობა შეგიყვარდება. - კაშიამ ლიზა გაამხნევა
- აუ რა გამახსენა ძმამ, ის გახსოვთ ჩაკვე რომ სკამიდან გადმოვარდა? მისი საუკეთესო ილეთი, რომ უნდა გაეკეთებინა. - ლოჩოშვილმა ძველი ისტორია გაიხსენა.
ლიზამ ჩაკვეს გახედა და გაეცინა.
- ოპაა მანდ გაჩერდით. კინაღამ მეორე ფეხიც მივაყოლე.
- წამოდით ვჭამოთ რა. - დვალი ჩაერია საუბარში.
- აუ ჭამა გაასწორებს მართლა. - აყვა დვალი.
- ლიზა წამო ჭამე რამე დღეს ყავაზე ხარ მთელი დღეა. - ქოჩორაშვილმა ლიზას დაუძახა.
- კარგი წამოვალ. - ლიზა დათანხმა ბიჭებს.
ლიზა ლუკა ლოჩოშვილის და გურამ კაშიას შორის იჯდა.
- ლიზა რა ცოტას ჭამ, ჩიტი ხო არ ხარ.
- აღნიშნა მის წინ მჯდარმა გაბრიელმა.
- არ მიყვარს ბევრი ჭამა. - ლიზამ გაბრიელს გაუღიმა.
- ყველა ჩვენსავჯთ კი არ არის აბა
- კაშიამ ბუდუს გადახვია ხელი.
- რაღა მე გადამხვიე შეჩემა აგერ ჩაკვეტაძე თეფშიანა ჭამს ხოლმე ცეზარს. - ბუდუმ ჩაკვეს გახედა.
- აუ ცეზარი გვევასება მე და ჟოღჟის.
- ჩაკვე ბუდუს აყვა.
- ეს ახალი სახელი აქვს ჟორჟს?
- ჩაეკითხა დვალი.
- კი, ჟოღჟი. - ჩაკვემ მიქაუტაძეს თავზე ხელი გადაუსვა.
- აუ ამან თმაზე, რომ არ მომკიდოს ხელი ისე საჭმელი გადაცდება.
- წარბები აწია ჟორჟმა
საბოლოოდ ყველამ დაასრულა ვახშმობა და თავიანთ ოთახებში წავიდნენ.
ყველაზე ბოლოს ოთახში კვარა და ზუროკო შევიდნენ.
ჩაკვემ ჩათში დაწერა.
- თქვენი კარების ხმა ახლა გავიგე, ამ დრომდე რა აკეთეთ ჭურწელი დარეცხეთ? - მან ზურიკო და კვარა მონიშნა.
- ჭურჭელი კვარამ და მე მანქანა გაგირეცხე. - ზურიკო ჩაკვეს აყვა.
- ბენგგ ბიჭოო. - ჩაკვე ტრადიციას არ არღვევდა.
*ჩაკვეს და ჟორჟის ოთახში*
ჟორჟმა მაისური გაიხადა.
- ბიჭო მაგ რაღაცას არ იხსნი? - კითხა ჩაკვემ.
- უი, კი დამავიწყდა. გავალ ლიზასთან, მარა გვიანი ხომ არ არის?
- თერთმეტის ნახევარია ჯერ შეჩემა სიგუა ხომ არ არის კაშია 10 საათზე, რომ ეუბნებოდეს დაიძინეო. - ჩაკვემ მისი ორიგინალური ხუმრობები ჩართო.
- კაი კაი წავალ და შემოვახსნევინებ. ეე ეს ბოლო სიტყვა კარგად ვთქვი სულ მეშლება ხოლმე.
ის ოთახიდან გავიდა და მისი ოთახის გვერდით კარებზე მორიდებულად დააკაკუნა.
ოთახის კარი ახალდაბანილმა ლიზამ გააღო. მას მისი ხუჭუჭა თმა სველი ჰქონდა და მხრებზე დაჰფენოდა.
- ხელი შეგიშალე? - იკითხა ჟორჟმა და ლიზას მწვანე თვალებში შეხედა.
- არა, თმაზე კრემის წასმა ახლა დავასრულე. შემოდი მოგხსნინმხარზე ბანდაჟს.
ჟორჟი ოთახში შევიდა და მესიჯი მოუვიდა. მას ჩაკვე წერდა.
- აბა წარმატებები ძმაო, ხომ იცი გოგოებს ძაან მორიდებული ბიჭები არ მოწონთ. - ჩაკვე სიცილით წერდა მიქაუტაძეს.
- გამოვალ და ენას ხელში დაგაკავებინებ. - დაემუქრა მიქაუტაძე.
- დაგაჭერინებ არის სწორი, ოხ გიორგი ისევ აურიე. - ჩაკვემ შეუსწორა.
მიქუტაძეს გაეცინა და ჩაკვესაც სიცილის ემოჯები გაუგზავნა.
ლიზამ უჯრიდან რაღაც კრემი ამოიღო და ჟორჟისკენ წავიდა.
- მაისური გაიხადე.
ჟორჟი ისევ დაემორჩილა ლიზას და მაისური გაიხადა.
ლიზამ ნელ-ნელა მოხსნა მას ბანდაჟი და შემდეგ უთხრა:
- ახლა ამით დაგიმუშავებ და შეგიძლია წახვიდე.
- კარგი, შემოვბრუნდე?
- კი ეგრე უფრო კარგად მოგიდგები.
ჟორჟი შემოტრიალდა, და ლიზას რეაქცია იგივე იყო რაც წინათ, პირველად. მაგრამ ამ ჯერად სახეზე არ შეიტყო.
ცოტა ხანში დუმილი ისევ ლიზამ დაარღვია.
- კარგი შეგიძლია წახვიდე.
გიორგიმ ლიზას მადლობა გადაუხადა და ისევ ოთახში დაბრუნდა.
- ოპაა, აბა რა მოხდა მოყევი. - ჩაკვე თავისას არ იშლიდა
- გვერით ოთახშია, არაფერი გაიგოს. სირცხვილია.
- მოდი მოდი ამომაცალე ენა.
- ჩაკვემ მიქაუტაძეს ენა გამოუყო.
ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა.
კარები ჩაკვემ გააღო.
- მშვიდობაა ლიზა?
- კი კაცო, ჟორჟს დარჩა მაისური ჩემს ოთახში.
- ჟოღჟიიი მოდი მაისური დაგრჩა ლიზასთან.
- უი კი ვიფიქრე რაღაცა მაკლიათქო. მადლობა და ღამე მშვიდობისა.
- უთხრა ლიზას ჟორჟმა მისი ფრანგული აქცენტით.
- არაფერს. მშვიდობიანი ღამე ბიჭებო, თუ რამე დაგჭირდეთ გვერდით ოთახში ვარ.
- კარგი, დიდი დიდი სიგუა მოგადგეს გუდიანია ჩემი საწოლის ქვეშო. - ჩაკვეს ხუმრობაზე ლიზას და ჟორჟსაც კარგად გაეცინათ.
- მშვიდობიანი ღამე. - დაემშვიდობა ჩაკვე ლიზას.
ლიზა ოთახში დაბრუნდა, ცოტა ხანი მარიამს სწერდა, ყველაფერი მოუყვა რაც მოხდა. შემდეგ კი თვითონაც ჩაეძინა.
(პ.ს დიდი ნაწილი დავდე იმისთვის, რომ ახალი ნაწილი დამედო. ასე ძალიან ჩამოვრჩებოდი მოვლენებს!)

ოცდამეორე ფოტოWhere stories live. Discover now