ადრიანად გაღვიძებული გიორგი მიქაუტაძის დღე კარგად არ დაწყილა. მას ქოჩორაშვილმა არც თუ ისე კარგი ამბის შესახებ მიწერა
- გიო როგორ ხარ? - წერდა ქოჩორა
- კარგად შენ?
- რავი, ნორმალურად
- მშვიდობაა?
- კი, მაგრამ რაღაც ვნახე და მინდოდა გცოდნოდა
- რა არის?
- ჩაგიგდებ
ქოჩორაშვილმა მიქაუტაძეს სქრინები ჩაუგდო სადაც ერთ-ერთი გვერდი ასეთ რამეს წერდა:
"საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, გიორგი მიქაუტაძის რჩეული თუ უბრალოდ ჭორი? გუშინ საღამოს წყვილი ლიონის ქუჩებში ერთად გამოჩნდნენ. ევრო 2024-ის ერთ-ერთი ბომბარდირის რჩეული სავარაუდოდ ნაკრების ფოტოგრაფი ლიზა აბაიშვილია.- აუ ეს მაკლდა კიდე? დღეს ისედაც უნდა მენახა
- რატომ?
- პოსტერი რომ გააკეთა მაგაზე ცხელ გულზე ვუთხარი არ ვარგათქო, არა და კაია ხოდა ჩაკვემ მირჩია ნახე და ისე უთხარიო
- მაგას მიმოწერითაც მოაგვარებ, მაგრამ ახლა ეს კაშიამ, რომ ნახოს ხომ იცი კარგი საყვედური, რომ შეგეტენება?
- კი, ვიცი. მადლობა გიორგი. იმედია ვერ ნახავენ სხვებიც.
- კაი მიდი ჟორჟმიქაუტაძეს ბოლო ნერვი ჰქონდა დარჩენილი. ასეთი ნერვებმოშლილი მისი თავი არ ახსოვს. გიორგიმ ტელეფონი აიღო და ლიზასთან მიწერა დაიწყო.
- ლიზა გამარჯობა
- გაგიმარჯოს
- მისმინე, არ მინდა ზედმეტი ლაპარაკი და გეტყვი პირდაპირ, რომ პოსტერს არ შეეხო. ყველაფერი მშვენიერი იყო და არაფერი გაასწორო.
- ხომ, კარგია რომ მიხვდი.
- კაშიას ხომ არ მოუწერია? - ისევ ჟორჟი განაგრძობდა
- პოსტის გამო თუ მეკითხები არა, გუშინ საღამოს საქართველოში დაბრუნებაზე მწერდა.
- იმედია ვერ ნახავენ პოსტს.
- გვიანია. დღეს დილით ლოჩოშვილმა დამირეკა, რა ხდებაო. ყველა ნახავს ჟორჟ. ყ ვ ე ლ ა .
- თავშეკავებულობაა საჭირო, იმისთვის, რომ ასეთები არ მოხდეს
- ხომ, თავშეკავებულობა რომელიც შენ არ გაგაჩნია.
ჟორჟი საშინელ ხასიათზე იყო, ახლა კი ლიზას მინაწერი კიდევ უფრო აბრაზებდა. საშინლად შემაწუხებელ ადამიანად მიაჩნდა ჟორჟს ლიზა და იმაზე გაფიქრებაც კი ზარავდა, რომ შეიძლება მენეჯერის მოადგილე გამხდარიყო. ამ თემაზე ჩატში უკვე საუბრობდნენ.
YOU ARE READING
ოცდამეორე ფოტო
Dragosteლიზას ისტორია 26 მარტს დაიწყო. ამ დღეს მას წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ რამე ისეთი მოხდებოდა რომ მისი ცხოვრება შეეცვალა. მაგრამ რამდენიმე დღეში ის ასე აღარ ფიქრობდა. აღარაფერი იყო იგივე რაც რამდენიმე დღის წინ. ლიზას ცხოვრებასთან ერთად შეიცვალა საქართვე...