*ჟორჟის pov*
- ხო, ეს სამი დღე დასვენების დღეები მაქვს. - ჟორჟმა მის მეგობარს ეს უთხრა და ზარი დაასრულა
ჟორჟი ოთახში საწოლზე ინერციით დაეცა და თვალები დახუჭა, ის გაურკვევლობაში იყო, ბევრი პრობლემით და მოგვარების პერსპექტივის გარეშე. მან წინა სეზონი უგოლოდ დაასრულა მის საოცნებო კლუბში, ახლაც იგივე გრძელდებოდა. ის ყველაფერს ცდილობდა მაგრამ უშედეგოდ, ახლა სათადარიგო სკამზე გადასვეს ძირითადი შემადგენლობიდან.
მან ტელეფონში ჩაიხედა და ინსტაგრამის სთორების დათვალიერება დაიწყო
- ყველგან ლიზა - ჩაიბურტყუნა ჟორჟმა
ის ახლა ნაკრების ჩატში შევიდა. ზოგს ეძინა, ზოგს ეღვიძა, ყველასთან სხვა და სხვა დრო იყო
ჩატში მენეჯერმა დაიწყო წერა
- ლიზა დაიწყე პოსტერის კეთება?
- მენეჯერმა ლიზა დათაგა მესიჯზე
ლიზა 1 წუთში ჩატში წერდა.
- თითქმის დავასრულე, მაგრამ ახლა საქართველოში არ ვარ და ვერ მოვიტან.
ამის შემდეგ მენეჯერმა და ლიზამ პირადში გააგრძელეს საუბარი. აქ შეუძლებელი იყო რამის გაგება, ბიჭები ყოველ წამს წერდნენ*ლიზას და მენეჯერის მიმოწერა*
- ლიზა რომელ ქვეყანაში ხარ?
- საფრანგეთში
- მისმინე ახლა, გახსოვს, რომ გითხარი თუ საქართველოში არ იქნები ნაკრებიდან რომელიმესთან ახლოს თუ იქნები მაგას მიუტანეთქო?
- კი, მახსოვს
- საფრანგეთში ზურიკო და ჟორჟი გვყავს, რომელიმეს ქალაქში ხომ არ ხარ?
- ლიონში ვარ. - ლიზა ხვდებოდა რისი გაკეთებაც მოუწევდა
- ძალიან კარგი, ჟორჟს დავუკავშირდები და ვეტყვი, რომ მოგწეროს, აჩვენე მაგას კარგი ხედვა აქვს, ნუ გემოვნებასაც არ უჩივის.
- კარგით
- რომ ჩამოხვალ აქ ვნახავთ.მათ საუბარი დაასრულეს
*ლიზას pov*
ლიზა ანერვიულდა, მიქაუტაძე საკმაოდ წუნიაა, ახლა კი სიტუაციას ის აუარესებს, რომ ლიზას ნამუშევარი უნდა შეაფასოს.
მენეჯერმა ჟორჟს იმ საღამოსვე მიწერა
- აუცელებელია, რომ მე შევხვდე?
- კი ჟორჟ, აუციელებელია, კარგი ხედვა და გემოვნება გაქვს. ლიზა, რომ აქ ჩამოვა ერთ კვირაში რამე რომ არ მოგვეწონოს გასწორებას ვერ მოასწრებს
- კარგი მაშინ ხვალ საღამოს ვნახავ
- ეგ უკვე ლიზას უნდა მიწეროჟორჟმა კარგა ხანს იფიქრა მიეწერა ლიზასთვის თუ მის მესიჯს დალოდებოდა. საბოლოოდ კი მიწერა
- ლიზა ხვალ საღამოს შენი ქუჩის კუთხეში კაფეში შემხვდი. 7 საათზე. მერე არ მცალია
- გაგიმარჯოს ჟორჟ. რატომ შეწუხდი მოკითხვით? - სარკაზმით საუბარი დაიწყო ლიზამ.
- პირდაპირ საქმეზე გადავედი, იმედია გაიგე რაც გითხარი
- ძალიან კარგად გავიგე.
- კარგი.
ლიზას მთლად დასრულებულიც არ ჰქონდა პოსტერი. როგორც ჩანს მას დიდი უძილო ღამე ელოდა წინ.ღამის 1 საათია ლიზას დაღლილობისგან ცრემლები მოსდისოდა. ამაზე გვიანაც დაუძინია უბრალოდ წუხელ საერთოდ არ სძინებია.
ტელეფონზე ჟორჟის მესიჯი გამოჩნდა
- აბა დაასრულე?
- დაიძინე რა
- წესიერად რომ გექცევიან არ მოგწონს?
- არა
- გავითვალისწინებ
ლიზამ ტელეფონი საწოლზე დააგდო და მუშაობა გააგრძელა.
3-ის ნახევარზე მან დაასრულა პოსტერის კეთება და მკვდარივით ჩაეძინა.
YOU ARE READING
ოცდამეორე ფოტო
عاطفيةლიზას ისტორია 26 მარტს დაიწყო. ამ დღეს მას წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ რამე ისეთი მოხდებოდა რომ მისი ცხოვრება შეეცვალა. მაგრამ რამდენიმე დღეში ის ასე აღარ ფიქრობდა. აღარაფერი იყო იგივე რაც რამდენიმე დღის წინ. ლიზას ცხოვრებასთან ერთად შეიცვალა საქართვე...