ქერა, მაღალი, სიმპათიური

51 11 0
                                    

- ლიზა ჩაგეძინა? - ყვიროდა მარიამი სამზარეულოდან
- არა გამოვდივარ! - ლიზას ხმას კარების გამოჯახუნების ხმა მოყვა.
ლიზა და მარიამი ახალგაღვიძებულზე ერთმანეთთან კონტაქტში წესიერად ვერ შედიოდნენ ამიტომაც თან საუზმობდნენ და თან სქროლავდნენ
-უი მიქაუტაძეს რა ჭირს? - მარიამმა წამოიწყო ლაპარაკი
- რა ჭირს? - ლიზამ შეშფოთებული სახით გახედა მეგობარს
- ვსქროლავდი და უცებ სეტანტას პოსტი ვნახე ბოლო ვარჯიშები გამოუტოვებია
- უი რას ამბობ? ნეტა ტრამვა ხო არ მიიღო
- არ ვიცი
ლიზას გონებაში უკვე მტკიცედ გადაწყვეტილი ჰქონდა რომ გიორგი მიქაუტაძისთვის უნდა მიეწერა მისი ჯანმრთელობის შესახებ

*მიმოწერა*
- გიორგი როგორ ხარ? - ლიზას ამ მესიჯიდან დაახლოებით 3 წუთში კითხვაზე პასუხი ჰქონდა
- კარგად, შენ?
- ნორმალურად
- რა ხდება?
- გავიგე ბოლო ორი ვარჯიში გამოგიტოვებია, კარგად ხარ?
- მსტალკავ?
- ბოდიში, რომ სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებ. მაინტერესებს ტრამვა ხომ არ მიიღე და ნაკრებშიც ხომ არ გაგიცდება ვარჯიშები
- სიცხე მქონდა მარტო.
ლიზამ გიორგის მესიჯი დააგულა და ტელეფონი გადადო

- სიცხე ქონია ვაჟბატონს
- სად მოასწარი ასე მალე მიწერა ძმა მეღადავები?
- მაგას არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ისევ ისეთი დეგენერატია როგორიც 2 კვირის წინ. ყურადღების პერედოზი ქონდა ალბათ ოდესღაც და ახლა ჰგონია რომ ვინც მიწერს ყველა მასზე შეყვარებულია
- იქნებ არის - გაიღიმა მარიამმა
- ხო, ოღონდ მე არა
- ამ საღამოს რა ვქნათ? - ლიზამ თემა შეცვალა
- მე ამაღამ ვმუშაობ და შენ რაც გინდა ის ქენი
მარიამმა ლიზას ამაღამ გართობაზე ფიქრი გააწყვეტინა
_
ლიზამ საღამოს გადაწყვიტა, რომ კაფეში წავიდოდა თან ლეპტოპს წაიღებდა და ნაკრების 16 ნოემბრის თამაშებისთვის ბილეთებს მოაწესრიგებდა.
მან კლასიკური შარვალი და ყელიანი მაისური ჩაიცვა, გარეთ გაიხედა და პალტოს მოცმაც გადაწყვიტა
გოგონა ნელა მიაბიჯებდა კაფისკენ. თავზე მუქი ნაცრისფერი ღრუბელი დაჰყურებდა.
კაფეში მისული მხოლოდ ყავას დასჯერდა

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: 4 days ago ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ოცდამეორე ფოტოWhere stories live. Discover now