სინანული

101 10 0
                                    

იმ საღამოს ლიზა სასტუმროში ავიდა და მარიამს დაურეკა
- ზრუნავს შენზე ხო ხედავ?
- რავი, იქნება მოუბრუნდეს გული ჩემსკენ, ბოლოს და ბოლოს ერთად უნდა ვიცხოვროთ
- მოუბრუნდება აბა რას იზამს, შენ ახლა ის თქვი გაქვს კიდე სიცხე?
- კი, 38.3 მაქვს. მიწევს დაბლა.
- ძაან კაი, თუ რამე დაგირეკავ სიყვარულო, აბა შენ იცი მოუარე მიქაუტაძის ჟაკეტს
- ოხ მარიამ რაა. კაი მიდი გაკოცე
საუბარი აქ დასრულდა.
ლიზა გიორგის სანახავად, რომ იყო გასული ალბათ მაშინ გაცივდა. ახლა პოსტერის გამოსწორების ძალა არ აქვს. წევს და ძინავს.

*ჟორჟის pov*
დრო იყო მენეჯერისთვის ჟორჟს ეთქვა ლიზას პოსტერზე რამე.
ჟორჟი გულის სიღრმეში ნანობდა, ლიზას რომ უთხა უკეთესი შეგიძლიაო. მას ძალიან ცუდად გამოუვიდა ეს ნათქვამი.
მან მენეჯერთან დარეკა და უთხრა, რომ ყველაფერი პროფესიონალურ დონეზე იყო შესრულებული.
შემდეგ კი ჩაკვეტაძესთან გააბა ლაპარაკი
- ნახე ლიზა, შეჩემა?
- კი, ვნახე და ის პოსტ... ისა ნახატიც კარგი იყო. მე ცოტა უხეშად ვუთხარი მეტი შეგიძლიათქო.
- ვერ ხარ ხო იცი შენ
- სამაგიეროდ ისა, მოსაცმელი მივეცი ქარი იყო და არ ქონდა
- ძაან დიდი შეღავათი გაგიკეთებია, ეგ სხვა თემაა ბიჭო. უნდა ნახო ისევე
- უნდა ვნახო?
- ხო, რა იყო არ ხარ საფრანგეთში?
- კი, მარა...
- რა იყო შეჩემა, ცოლად კი არ მოგყავს, ეტყვი, რომ ყველაფერი ძაან კაი შესრულებული იყო და არ არის საჭირო შესწორებათქო
- როდის ვნახო?
- საქართველოში რომ ჩავა. როდის უნდა ნახო ძმა მიწერე ეხა და ხვალ გნახავს
- ხო, კაი. გეტყვი რას მომწერს
- მიდი აბა

ლიზას ტელეფონზე არც თუ ისე მოსალოდნელი ზარი შევიდა
-ლიზა, როგორ ხარ?
- არამიშავს, შენ როგორ ხარ ჟორჟ?
- კარგად ვარ. ისაა, ლიზა
- გისმენ - ლიზას ხმაში წყენა ეტყობოდა
- ხვალ შეიძლება შევხვდეთ?
- არა. ხვალ არ მექნება პოსტერი დასრულებული
- არა, მაგაზე არ გეუბნები... ისაა, რაღაცის თქმა მინდოდა
- აზრი არ აქვს. სიცხე მაქვს. ვერ გამოვალ
- ანუ მაინც გაცივდი?
- კი, მაგრამ მაინც მადლობა მოსაცმელისთვის
- არაფერს კაცო.
- კარგი, ჟორჟ. ბოდიში ვერ გნახავ
- არაუშავს

ლიზას ინტერესი კლავდა რა უნდოდა ჟორჟს, მაგრამ ინეტერესი ფუჭი იყო. სერიოზული საქმე მაინც არ ექნებოდა, რომც ქონოდა ლიზას სიცხე ქონდა

ჟორჟი ცოტა იმედგაცრუებული ისევ გიორგი ჩაკვეტაძეს ურეკავდა
- ჰე რაო აბა
- სიცხე მაქვსო
- იცი რომელ სასტუმროშია?
- კი მაგრამ...
- არანაირი მაგრამ. შენ გაფუჭებულ საქმეს შენ თვითონვე გამოასწორებ.
- ხო, კაი და სასტუმროში უნდა მივუვიდე?
- ხო, ჟორჟ ოღონდ არ მიუხვიდე, მიდი.
- ხო კაი
- იცოდე გავიგებ იყავი თუ არა.
- ხოო, წავალ

ჟორჟმა ტელეფონი გვერდზე ისროლა და თავი ბალიშზე დადო. ცდილობდა გარკვეულიყო რას გრძნობდა ლიზას მიმართ. მაგრამ გაახსენდა, რომ რასაც არ უნდა გრძნობდეს არასწორი საქციელია შენი ნაკრების ფოტოგრაფთან სერიოზული ურთიერთობა, რომ გაქვს.
- მაგის დრო ისედაც არ მაქვს. კაშიამ გამაფრთხილა და ლიონშიც პრობლემები მაქვს. კიდევ კარგი არაფერს ვგრძნობ. - ჟორჟმა ეს თავისთვის ჩაილაპარაკა ფრანგულად და შემდეგ ღრმად ჩაეძინა

ოცდამეორე ფოტოWhere stories live. Discover now