- გიორგი გძინავს?
*ჟორჟის pov*
პირველი საათია, მაგრამ რატომღაც ვერ ვიძინებ. სავარძელში ვზივარ და ლუკა ლოჩოშვილს ვწერ. ბევრ თემებზე ვსაუბრობთ. უცებ ყველაზე მოულოდნელი მესიჯი მომდის.
- გიორგი გძინავს? მწერდა ლიზა
ვყოყმანობდი, გამეხსნა თუ არა მესიჯი მაგრამ როცა გამახსენდა რომელი საათი იყო და თან ასეთ რამეს მწერდა ცოტა დავსერიოზულდი და მესიჯი გავხსენი
- არა. მესიჯის გახსნისთანავე მივწერე ლიზას*ლიზას pov*
- პასუხი მალევე დამიბრუნა, არ ველოდებოდი. მიწერის თავი არ მქონდა ხელებს ვერ ვიმორჩილებდი და ძლივს შემდეგი ტექსტი მივწერე
- შეიძლება დაგირეკო?
- კი, შეიძლება.
მისი ნომერი ტელეფონში მოვძებნე. რამდენიმე წამის შემდეგ მან მიპასუხა.
- რა ხდება?
- ჟორჟ... ცოტა მერიდება მაგრამ დახმარება მჭირდება.
- მშვიდობაა?
- არც თუ ისე. შეგიძლია ამ მისამართზე მოხვიდე? სიტუაციას მერე აგიხსნი.
ტელეფონში ორივე მხრიდან სიჩუმე იყო. მაგრამ საბოლოოდ გაისმა ხმა
- კი, შემიძლია
სანამ მადლობის გადახდას მოვასწრებდი მან მანამდე გათიშა.*ჟორჟის pov*
- არ ვიცი ლიზას ამ დროს ქუჩაში რა უნდოდა, თან ასე მოშორებით მისი სასტუმროსგან, მაგრამ აშკარად ცუდ სიტუაციაში იყო. მართალია დიდად გულზე არ მეხატება მაგრამ ადამიანს დახმარება სჭირდება. - ჩაილაპარაკა ჟორჟმა
მან მანქანის გასაღები აიღო და მანქანისკენ სვლა დაიწყოჟორჟის სახლიდან არც თუ ისე დიდი ხანი უნდოდა გზას. 15 წუთში მან ლიზას გადაურეკა იმის დასაკონკრეტებლად თუ სად იყო.
როცა ადგილზე მივიდა ჟორჟი მანქანიდან გადმოვიდა და ლიზასკენ წავიდა დასახმარებლად.
- გმადლობ რომ მოხვედი - დაიწყო ლიზამ.
- მადლობის დრო არ არის. - ჟორჟმა მანქანის კარი გააღო და ლიზა მის გვერდზე დასვა.
ჟორჟი მანქანაში ჩაჯდა და მისდა უნებურად ფრანგულად ჰკითხა ლიზას თუ აქ რა უნდოდა.
- ბარში ვიყავი. - ლიზამ ჟორჟს ფრანგულად დაუბრუნა პასუხი
ჟორჟი არ ელოდებოდა ფრანგულად პასუხს და ლიზასკენ შებრუნდა.
- იცი ფრანგული?
- იმდენი კი შენ რომ გელაპარაკო
- ნასვამი ხარ?
- მეტყობა?
- კი
- ალბათ ნასვამი ვარ.
- აქ რა გინდოდა?
- ისეთი არაფერი
ჟორჟმა გზას გახედა და წინ სვლა განაგრძო.
- ჩანთა ბარში დამრჩა, თორემ არ შეგაწუხებდი
- არაუშავს
- ჩანთა... ჩანთაში ოთახის გასაღები მედო, შენი აზრით ახალს მომცემენ?
- კი, ბარათს მოგცემენ.
YOU ARE READING
ოცდამეორე ფოტო
Romansaლიზას ისტორია 26 მარტს დაიწყო. ამ დღეს მას წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ რამე ისეთი მოხდებოდა რომ მისი ცხოვრება შეეცვალა. მაგრამ რამდენიმე დღეში ის ასე აღარ ფიქრობდა. აღარაფერი იყო იგივე რაც რამდენიმე დღის წინ. ლიზას ცხოვრებასთან ერთად შეიცვალა საქართვე...