მატჩის დღე

65 7 2
                                    

დილით ჩაკვემ ლიზას ოთახის კარზე დააკაკუნა. ლიზა ახალი ნაბანავები იყო, თმა ისევ სველი ჰქონდა. მან კარი გააღო და ჩაკვეს მისი ლამაზი მწვანე თვალებით შეხედა
- ლიზა დილამშვიდობისაა - გაიღიმა ჩაკვემ.
- დილამშვიდობისა გიორგი, მშვიდობაა?
- კი, მაგრამ კაშია გეძახის სათათბირო ოთახში, ჩამოვიდესო.
- უი, კი ჩამოვალ ახლავე. ნეტა რა უნდა? - გამოთქვა ფიქრები ლიზამ.
- არ ვიცი, მაგრამ რაღაც საქმე მაქვსო, არ ინერვიულო ამჯერად მგონი რაღაც დავალება აქვს.
- კიდევ კარგი, თორე რამე დაძაბულობისთვის არ მცალია.
- ხო შენ დაკავებული გოგო ხარ
- გაიცინა ჩაკვემ და შებრუნდა
ლიზა მალევე ოთახიდან გავიდა, დაინახა, რომ ლიფტში ვიღაც შედიოდა და ისიც შევიდა თან ტელეფონიდან თავი არ ამოუწევია.
მან ახლა პირველი სართულის ღილაკზე დასაჭერად თითი გაწია მაგრამ ვიღაცამ დაასწრო.
ლიზამ მას შეხედა
- დილამშვიდობისა ჟორჟ.
- სერიოზული ტონით თქვა ლიზამ.
- დილამშვიდობისა. - თქვა ჟორჟმა მისი ირონიული მაგრამ ამასთანავე საყვარელი ფრანგული აქცენტით.
ლიზამ ამასობაში ზარი მიიღო
- გისმენ ბატონო გურამ, კი მოვდივარ ლიფტში ვარ 1 სართული დაგვრჩა.
- ახლა ვის გამო გიბარებენ?
- ჩაეკითხა ჟორჟი
- სამსახურიდან მივდივარ. კმაყოფილი ხარ? - მაღალი ტონით თქვა ლიზამ, პატარა ტყუილი და ლიფტიდან გავიდა.
ჟორჟმა სერიოზული სახე მიიღო.
- ლიზა სამსახურიდან მიდის? ან რატო მიდის? ფიქრობდა ჟორჟი.
მან ცოტაოდენი სინანული იგრძნო მაგრამ გაახსენდა თუ ლიზა წავიდოდა კუპრა დაბრუნდებოდა.
ჟორჟი ქოჩორაშვითან მივიდა და მას და ბუდუს შორის ჩაჯდა. მათ საუბარი დაიწყეს.

ამასობაში ლიზა გურამ კაშიას ესაუბრებოდა.
- ლიზა, დღეს ჩვენ ალბანეთთან ვთამაშობთ და შემდეგ გუნდებში ვბრუნდებით თითქმის 1 თვით ხომ იცი? - კითხა კაშიამ ლიზას
- კი, ვიცი.
- ხოდა, სანამ დასვენება იქნება მინდა, რომ რამე პოსტერი გააკეთო კომპიუტერში, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გამოსახულებით და ანიმირებული ფონით რომ იყოს. ხომ შეძლებ?
- კი, რა თქმა უნდა შევძლებ. ჩემი საქმე ეგაა. აუცილებლად გავაკეთებ.
- ხო და რომელიმე ფეხბურთელთან ტერიტორიულად ახლოს თუ იქნები მათ აჩვენე და შეაფასებინე პირველი. შემდეგ უკვე ნაკრებში მოიტანე.
- დააკვალიანა კაშიამ.
- კარგით კაპიტანო, გავითვალისწინებ
- ლიზამ გაიღიმა და ოთახი დატოვა.
- ლიზა რაო მშვიდობაა?
- იკითხეს გუგეშაშვილმა და კვარამ.
- კი, უბრალოდ პოსტერის გაკეთება მთხოვეს.
- ოხ, ჩვენი ხელოვანი ფოტოგრაფი თანდათან იხვეწება. - გაიღიმა ზურიკომ.
- ხო, აბა როგორ. - გაიღიმეს კვეკვესკირმა და კაკაბაძემ.
- წიტა სად არის? - იკითხა კიტემ.
- ტელეფონზე ლაპარაკობს გარეთ.
- ჩაერთო კანკავა.
ლიზა ქოჩორას გვერდით დაჯდა.
- ანუ არ მიდიხარ? - ჟორჟი გადაწვდა ლიზას.
- არა, მაგრამ შენ ხუმრობა უნდა ისწავლო. - ლიზამ ჟორჟს გაუღიმა.
- ჟორჟი არავინ დამიჩაგროს. - ხელი გადახვია ჟორჟს ბუდუმ.
სიგუა იქვე კუთხეში იჯდა. ის ყველაზე პატარა და მორიდებულია ნაკრებში.
- გაბრიელ, მოდი აქეთ. დაუძახა ლოჩოშვილმა გაბრიელს.
გაბრიელი ლოჩოშვილს და გოჩოლეიშვილს შორის ჩაჯდა.
ცოტა ხანში ნაკრები ისევ მოედანზე იყო და ვარჯიშობდნენ.
ლიზამ საკმაოდ ბევრი ფოტო გადაიღო, რომლებიც მალევე განთავსდა ნაკრების ოფიციალურ გვერდზე.
წასვლის წინ მთელმა გუნდა მიირთვა.
ახლა უკვე სიტუაცია იძაბება, მთელი საქართველოს ნაკრები და მისი სტაფი ავტობუსშია, სადაც ყველა ნერვიულობს, ალბანეთისნაირი ძლიერ მეტოქესთან შეხვედრის წინ.
- ბიჭებო, აბა თქვენ იცით. ტაქტიკა მომზადებული გვაქვს, ხომ გახსოვთ სასტარტოში ვინებიც ხართ? არაფერზე ინერვიულოთ და ყოველი ძალა ჩადეთ თამაშში. - თვითონ ანერვიულებული სანიოლი ესაუბრებოდა ბიჭებს იმაზე თუ რატომ არ უნდა ენერვიულათ.

საქართველოს ნაკრები უკვე მოედანზე იყო. გულშემატკივრები იკრიბებოდნენ, თამაშამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა.
ლიზა თავის კუთხეში იდგა და ფოტოებს უღებდა ვარჯიშის პროცესს.
საბოლოოდ ნაკრების ფეიჯზე დაიდო
პოსტი
" რამდენიმე წუთი მატჩის დაწყებამდე "

მატჩი დაიწყო.
დიდებული თამაში მიმდინარეობდა, ყველა აღფრთოვანებული იყო, მამარდაშვილის მოგერიებული ბურთებით. ის შეუძლებელს აკეთებდა.
პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
ბევრი ამაღელვებელი მომენტი იყო და საბოლოოდ მათ ეს შეძლეს!
გიორგი ქოჩორაშვილმა 71 წუთზე გოლი გაიტანა.
საქართველო / ალბანეთი
1:0 მატჩი დასრულდა.
უზღვავი ბედნიერება იყო ამ ბიჭების გვერდით ყოფნა ასეთ მომენტში.
გასახდელში დიდი ზეიმი მიდიოდა.
საბოლოოდ ისევ სასტუმროში დაბრუნებულებმა ბარგი ჩაალაგეს და ბედნიერები წავიდნენ დასაძინებლად.
დილით ყველას ფრენა ჰქონდა.
ზოგი საქართველოში მიდიოდა, ზოგი გუნდში ბრუნდებოდა.
ლიზა საქართველოში ჩავიდა და მისი მონატრებული მეგობარი მარიამიც ნახა.
- ამდენი ხანი მგონი არასდროს ვყოფილვართ დაშორებულები.
- იცინოდა მარიამი თან ბედნიერებისგან თვალები უციმციმებდა.
- ხო, მაგრამ დამიჯერე ისეთი სიტუაციაა შენც მოგინდებოდა მოსვლა. დაწინაურების მიზნით ვარ თან იქ.
- ძალიან კარგი, მინდა, რომ ბევრ წარმატებას მიაღწიო.
მარიამი ლიზას გადაეხვია.
გოგონებმა საუბარი დაუსრულებლად განგრძეს. საღამოს კი მარიამმა მიქაუტაძეზე ჩამოაგდო თემა.
- და თქვენ კიდე არ შერიგებულხართ?
- არა და კარგა ხანს ასე ვიქნებით, ძაან თავში ავარდნილი ბიჭია და არ მევასება, მაგრამ მაინც საყვარელი აქცენტი აქვს და რა ვქნა. - გაიღიმა ლიზამ.
- ყველაფერი გამოსწორებადია. ამაზე ხვალ კიდე ბევრი უნდა გელაპარაკო, თავს გამოგიჭედავ ხო იცი, მაგრამ ახლა მეძინება. - მარიამი გადატრიალდა და თვალები დახუჭა.
- ტკბილი ძილი. - ლიზამაც დახუჭა თვალები.
- შენც.
ამის შემდეგ გოგონები ღრმა ძილს მიეცნენ.

______________________

დიდი მადლობა აქტიურობისთვის! ვაფასებ, რომ მოგწონთ ჩემი ისტორიები. მოტივაციას მაძლევს თქვენი 3-4 vote-ც კი.
მიყვარხართ!!!
შემდეგი თავი არ დაიგვიანებს, მალე დაიდება.

ოცდამეორე ფოტოWhere stories live. Discover now