ისევ ალბანეთი

97 7 1
                                    

ლიზამ ყველაფერი მოაწესრიგა და ბიჭების გასახდელში ჩავიდა.
- მოემზადეთ? - დაიძახა ლიზამ
- ჯერ არა. - გასცა პასუხი კაშიამ.
- ლიზა კუთხეში ჩამოჯდა და ტელეფონი აიღო ხელში.
- ლიზა დასჯილივით რატომ ზიხარ?
-შეეკითხა სიგუა
- არა დასჯილივით კი არ ვზივარ, უბრალოდ ამდენი ბიჭის გასახდელში ყოფნა ცოტა მეუხერხულება, ზოგი უმაისუროდაა ზოგი იცვლის და ასე შემდეგ. მე კი ჩემი მოვალეობის შესრულება მიწევს. - გაიღიმა ლიზამ.
- ხოო, ფოტოგრაფობა არ არის მარტივი. - გაბრიელმა თვალებით გაიცინა.
- გაბრიელ მოემზადე თორე ახლა ლიზა შენ დაგაყენებს კუთხეში, შენთან მაინც აქვს დიდი გული.
- გაიცინა ბუდუმ.
ლიზასაც გაეცინა.
- ხო რა მოემზადეთ, რომ ფოტოები გადაგიღოთ. - დააჩქარა ლიზამ ბიჭები.
კაშია მზად იყო და ბიჭებიდან პირველი ის შევიდა ფოტოსესიის ოთახში.
კაშო პოზირებდა ხვალინდელი თამაშის ეკრანზე გამოსაფენად.
მამარდა იქვე სავარძელში იჯდა და იცინოდა.
- გიორგი გაჩერდი თორემ შენს სიცილზე მეც მეცინება და ხელი მიკანკალებს. - სიცილით უთხრა ლიზამ.
- მე ბოდიშით. - მამარდამ გაიღიმა.
- ახლა შენი ჯერია და ილოცე, რომ ჩაკვეტაძე არ შემოგივარდეს ფოტოების გადაღების დროს. - კაშიამ მამარდა გააფრთხილა.
- აბა ბიჭო, წინაზე რეებს მიშვებოდა, ყველა ფოტოზე გიჟივით ვიცინოდი.
ამის თქმა და ჩაკვემ კარები გააღო.
- აბა, რა ხდება? მორჩა ხო კაშო გადაღებას.
- აუ ჩემი, ვაბშე არ მეხსენებინა ეს
- მამარდამ ხელი კეფაზე დაიდო.
- აჰა, ჭორაობდი ხო ჩემზე, მოდი ბიჭო აქ დაგლეწავ ძვლებში. - სიცილით იმუქრებოდა ჩაკვე.
- მოდი ბრატ - მამარდამ ჩაკვეს შუბლზე შუბლი მიადო.
- მამარდ მოდი გადაგიღებ ბარემ სანამ დაიწყო ამან. - შებრუნდა ლიზა მამარდასკენ.
მამარდა კამერის წინ დადგა.
- ეგ ხელი ცოტა სახისკენ მიიტანე და ოდნავ გაიღიმე თორე ვინმეს ეგონება  აძალებენო. - გაეცინა ლიზას.
- კარგით უფროსო - მამარდას გაეღიმა.
ლიზა კარგად მიუძღოდა ფოტოსესიას. მაგრამ როდესაც მიქაუტაძე შემოვიდა მასთან ლიზა ცდილობდა ბევრი არ ესაუბრა.
- ჟორჟ გაიღიმე თორე პასს აღარ მოგცემ - ამხნევებდა ქოჩორაშვილი.
- ჟორჟმა გაიღიმა, მაგრამ ქოჩორამ ოთახი დატოვა.
ოთახში ჰაერი დამძიმდა. ორი ერთმანეთზე უფრო ჯიუტი ადამიანი ერთამნეთის წინ ერთ ოთახში იდგნენ.
- შენ თუ გგონია, რომ მე შენთვის ბოდიშს მოვიხდი, არა, არ მოვიხდი.
- უთხრა ჟორჟმა ლიზას.
- უბრალოდ თავი დამანებე ხომ შეგიძლია? იმედია მალე ჩემს აქ ყოფნასაც არ გააპროტესტებ. -ლიზას ხასიათი თან და თან ეცვლებოდა.      ლიზამ ოცდამეორე ფოტოს შეხედა და დაათვალიერა გასამაორებელი ხომ არ მაქვსო. ფოტოზე ჟორჟი სრულყოფილად იდგა.
-მხოლოდ ფოტოგრაფი, რომ ხარ ძალიან კარგია. - აღნიშნა ჟორჟმა
- შენს კონტროლს ისედაც არ ვაპირებდი. - ლიზას თავი არ აუწევია ფოტოაპარატიდან.
- ძალიან კარგი. - მიქაუტაძე ოთახიდან გავიდა.
ლიზა კაბინეტში წავიდა და ფოტოების დამონტაჟება დაიწყო.
2 საათში ის ბიჭებთან ერთად მოედანზე გადიოდა და ფოტოებთან ერთად ახალი საქმეც უნდა შეესწავლა.

*მიქაუტაძის pov*
ჟორჟი ოთახში უხასიათოდ ავიდა.
ოთახში ქოჩორაშვილის მაგივრად ჩაკვე დახვდა.
- რა იყო შეჩემა რა სიფათი მოგეღლარჭა - ჩაკვემ შენიშნა ჟორჟის ხასიათს ცვლილება.
- დააყენე რა. - მისი ფრანგული აქცენტით უთხრა ჟორჟმა ჩაკვეს.
- იცი რას ვფიქრობ? ძაან ცუდად გამოგივიდა ლიზას მიმართებაში. მეც არ მომეწონებოდა ეგრე, რომ ეთქვა ვინმეს ჩემთან მიმართებაში გრძნობები გაქვსო.
- შენ ეგ საიდან გაიგე? - კითხვა დაუბრუნა ჟორჟმა
- ძაან დაგრუზული, რომ დადიოდი კაშოს ვკითხე და ძლივს ვათქმევინე.
-ახლა იცი ანუ რაზეც ვარ დაგრუზული და ტყუილა არ მელაპარაკო, კუპრა როდის დაბრუნდება რომ გავაგრძელო ნორმალურად ცხოვრება
- რავიცი გადასარევი ურთიერთობა გქონდა ლიზასთან.
- მქონდა და აღარ მაქვს. ძაან ცუდ გავლენას ახდენს მემგონი ჩვენზე და თქვენ ვერ ხვდებით ჯერ. კუპრა, რომ დაბრუნდება მიხვდებით.
- კუპრა თუ დაბრუნდება, მენეჯერი მიისვავს ლიზას მოადგილედ, არ ინერვიულო. - გაიცინა ჩაკვემ
- ამ გოგოს ყველაფრის გამოცდილება რანაირად აქვს, მეეჭვება შეძლოს. ფოტოგრაფი მენეჯერის მოადგილეობამდე ზედმეტია.
- ნერვები ეშლებოდა ჟორჟს.
- მაგ ჩვენი განსახილველი არ არის, სტაფია და თუ შეეძლება გააკეთებს კიდეც.
- ლოჩოშვილის ხათრით ხო?
- არა, მასეც ვერ ვიტყვი ნიჭიერი გოგოა.
- კაი დამანებე რა. - აწუწუნდა ჟორჟი.
- დაგანებებ, დაგანებებ დაისვენე ერთ საათში ვარჯიში გვაქვს.
ჟორჟმა თავი ბალიშში ჩარგო და თვალები დახუჭა, ის დაძინებას აპირებდა სანამ კაშია დაადგებოდა თავზე და დაიძახებდა ადექით, როდისღა ვარჯიშობთო.

ოცდამეორე ფოტოWhere stories live. Discover now