დილის ცხრის ნახევარზე წერეთელზე ერთ-ერთი კორპუსის მერვე ბინაში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ტელეფონის ზარმა ბინის მეპატრონე გააღვიძა.
მან ცალი თვალი გაახილა და ტელეფონს დაუწყო ხელით ძებნა
-ვინ ჯანდაბა რეკავს დილის 9-ის ნახევარზე?
მან ტელეფონს დახედა, თან თვალებს იფშვნეტდა.
-გისმენ
-გოგო მარიამი ვარ რა მიყვირიხარ ტელეფონიდან გაისმა ხმა
-მარიამი რომ ზარ ზუსტად მაგიტომ გიყვირი ამ დილით რამ გაგაღვიძა?
-რავი აღარ დამეძინა და უბრალოდ დაგირეკე მეთქი ეღვიძებათქო
-კაი არაუშავს, აუ ისე გუშინდელიდან რამე გახსოვს? ისეთი მთვრალი ვიყავი ამ დილით სახლში რომ გავიღვიძე მადლიერი ვარ.
-ბოლოს ის მახსოვს ნაკრების ბიჭები სცენიდან რომ გადიოდნენ და ავტობუსში რომ ჯდებოდნენ
-ეგ მეც მახსოვს მარიამ
-გოგო, ლიზა დღეს 12 საათისთვის გამო გარეთ გავისეირნოთ
-ხო კაი გამოვალ, თავისუფლების მეტროსთან გნახავ 12-ზე მაშინ, იცოდე არ დააგვიანო თორე აღარასდროს აღარსად გამოვალ შენთან ერთად.
-შევეცდები არ დავაგვიანო
-კაი მიდი უნდა ავდგე
ლიზამ ტელეფონი გათიშა და გვერდზე გადადო. ის ფეხზე წამოდგა და ფანჯრიდან გაიხედა, თვალ წინ დინამოს ხედი გადაეშალა და მწვანე ლამაზი თვალები გაუბრწყინდა, გაახსენდა გუშინდელი ამბები, რა ემოციებში იყო. ახლაც იგივეს განიცდიდა. შემდეგ გვერდზე მიიხედა და დაბლა დაგდებული ჩანთა იატაკიდან აიღო, ელვა შესაკრავი გახსნა და გუშინ ნაფრიალები საქართველოს დროშა ფრთხილად ამოიღო. გაეღიმა, და დროშა გაშალა.
დროშას აქა-იქ ეტყობოდა ბალახის სიმწვანისგან დატოვებული ლაქები, ერთ ნაპირზე კი რამდენიმე ნაკრების მოთამაშის ავტოგრაფი მკაფიოდ ეტყობოდა. მან დროშა დაკეცა და მისთვის ძვირფასი ნივთების უჯრაში ჩადო. შემდეგ სარკესთან დაჯდა, გუშინდელს მერე სახე ნაომარს უგავდა, მაკიაჟი მოიშორა, ხვეულ თმაზე ხელი დაისვა, შემდეგ რეზინა აიღო და შეიკრა.
ოთახიდან გავიდა, ყავისთვის ელექტრო ჩაიდანი ჩართო თვითონ კი ოთახში დაბრუნდა, ტანსაცმელი აარჩია რომელსაც გასასეირნებლად ჩაიცვამდა. ის ისევ სამზარეულოში დაბრუნდა ყავა გააკეთა მაგიდასთან დაჯდა და ყავის დალევა დაიწყო. თან გუშინდელ ვიდეოებს ათვალიერებდა, რამდენიმე ინსტაგრამ სთორზე დადო. სხვა სოციალურ ქსელებს თვალი გადაავლო, ყველგან ერთიდაიგივე პოსტებით და ფოტოებით თვალები აუჭრელდა, ტელეფონი გათიშა და ჭიქის რეცხვას შეუდგა. შემდეგ აბაზანაში გავიდა. ცხელი წყალი მოუშვა, თმა გაიხსნა და მხრები მიუშვირა. მას ცხელი წყლის წვეთები მხრებზე სწრაფად ეცემოდა და ძალიან სიამოვნებდა.
დაახლოებით 25 წუთის შემდეგ ის აბაზანიდან გამოვიდა ჩაიცვა, ჩანთაში საფულე და ტელეფონი ჩადო, გარეთ გავიდა კარი გასაღებით ჩაკეტა და გასაღებიც ჩანთაში ჩააცურა.
მეტროსთან 15 წუთში მივიდა, მარიამი იქვე იდგა და ლიზას ხელს უქნევდა. ლიზა მარიამთან მივიდა და ჩაეხუტა.
-როგორ ხარ?
-რავი ცოტა თავი მტკივა. ლიზამ შუბლზე ხელი მიიდო.
-სად წავიდეთ?
-რავი მოიფიქრე
-წამო ტექნიკურზე ბუკიას ბაღში დავჯდეთ და მერე ფოტოები გადამიღე
-აუ ძაან მეზარება
-რა გეზარება ლიზა კაი რა, ფოტოგრაფი მაინც არ იყო
-კაი, კაი წამო წავიდეთ.
გოგონები ბუკიას ბაღში მივიდნენ ცოტახანი ჩამოჯდნენ და ფოტოების გადაღება დაიწყეს.
ლიზამ მარიამს ძალიან კარგი ფოტოები გადაუღო, ის ხომ ფოტოგრაფია.
ახლა კი მარიამი ცდილობდა ლიზას მოსაწონი ფოტოს გადაღებას. ყველაფერს რომ მორჩნენ ისევ იქვე ჩამოჯდნენ და გუშინდელზე დაიწყეს ლაპარაკი.
-ლიზა ხომ ხედავ აისრულე ოცნება და უკვე ნაკრების ბიჭების ავტოგრაფები გაქვს, ყველასი თუ არა, ნახევარის მაინც.
-ხომ მაგრამ ვაღიაროთ, რომ ეგეც ლოჩოს დამსახურებაა, ვინ მიგიყვანს ბიჭების გასახდელთან?
-ხო მაგაში მართალი ხარ.
მათ საუბარი ისევ ლიზას ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა. ლიზას ტელეფონის ხმა ჩანთიდან გარკვევით ისმოდა, ლიზამ ტელეფონი ამოიღო დახედა და წაიკითხა ეკრანზე გამოსახული სახელი "ლუკა"
ლიზა გვერდზე გავიდა და 5 წუთში დაბრუნდა
- ვინ იყო ლიზა?
- ძაღლი ახსენე, ჯოხი ხელში დაიკავეო, ლუკა იყო ლოჩოშვილი
- რაო რა უნდოდა? იკითხა მარიამმა ცოტა გაკვირვებული სახით
- რავი გოგო მეც არ ამიხსნა წესიერად თორე კაი, ასე მითხრა ხვალ 12 საათზე კაფეში შეგხვებიო და ყველაფერს მოგიყვები, ტელეფონში განსახილველი საქმე არ არისო, მაგრამ ისე კარგი შემოთავაზება კი მაქვსო
- მაგას ხომ შეყვარებული ყავს? ან საერთოდ საიდან იცნობთ ერთმანეთს?
- კი ყავს შეყვარებული და ეგეთებს ნუ ფიქრობ, ძაან მაგარი გოგოა ვიცნობ, ლუკას მამაჩემისგან ვიცნობ, მამაჩვენები ძამაკაცობდნენ ახალგაზრდობიდან და მე და ლუკაც ვმეგობრობდით.
- აუ ძაან მაინტერესებს რა უნდა. აღელვებუმა თქვა მარიამმა
- მეც მაგრად
გოგონებმა კარგა ხანს ისეირნეს და სახლში საღამოს დაბრუნდნენ. ლიზამ სახლში შესვლისთანავე გამოიცვალა და კვერცხი შეწვა. 8 საათი იყო და დილიდან არაფერი უჭამია. მერე ფილმს ჩაუჯდა და რომ დამთავრდა ჩაეძინა.
წერეთელი დუმდა, იშვიათად არღვევდა მანქანა ამ სიწყნარეს. არც ხალხი არ იყვნენ ქუჩაში, მაგრამ ლიზას წყნარად მაინც არ ეძინა, თავში ხვალინდელი დღე უტრიალებდა და ფიქრობდა რა უნდოდა ლუკა ლოჩოშვილს.
YOU ARE READING
ოცდამეორე ფოტო
Romanceლიზას ისტორია 26 მარტს დაიწყო. ამ დღეს მას წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ რამე ისეთი მოხდებოდა რომ მისი ცხოვრება შეეცვალა. მაგრამ რამდენიმე დღეში ის ასე აღარ ფიქრობდა. აღარაფერი იყო იგივე რაც რამდენიმე დღის წინ. ლიზას ცხოვრებასთან ერთად შეიცვალა საქართვე...