რა ხდება?

88 13 8
                                    

დღეები ერთმანეთს ელვისებური სისწრაფით მისდევდნენ. უკვე 13 ოქტომბერია. ნაკრები სამშობლოშია და რაც მთავარია ხვალ ალბანეთთან თამაშობენ
ლიზამ დილით მისი ოთახის ფანჯარა გააღო და სახეში საგურამოს ცივი ჰაერი და გურამ კაშიას ყვირილი დაეტაკა
- 20 წუთის წინ ვთქვი საპრესკონფერენციო ოთახში ჩამოდითთქო, ასე არ იყო?
- ბიჭები ერთმანეთის მიყოლებით გამოცვივდნენ ოთახებიდან.
ლიზამ მიქაუტაძის და ჩაკვეს ოთახთან იყო როცა ისინიც გამოვიდნენ.
ლიზამ ჩაკვესგან კარგი სალამი მიიღო
- დილამშვიდობისა ჟორჟ. - ლიზამ მიქაუტაძეს გვერდი აუარა
ჟორჟმა კი ისე გაიარა თითქოს არც არავინ მისალმებოდა.
- ამან ახლა ნივიჟუ გამიკეთა? -ლიზამ
ქოჩორას გახედა
- ვერ არის ეს ბიჭი ზოგჯერ. დაველაპარაკები.
- რავი. - ლიზამ ოთახის კარი გააღო და უფროსი მენეჯერის სახე დაინახა
- სად ხართ ამდენი ხანი ხალხო?
- დასხედით. - ინგლისურად მიმართა ვილი სანიოლმა შეკრებილებს
- როგორც მოგეხსენებათ ხვალ ალბანეთთან ვთამაშობთ - დაიწყო და განაგრძო სანიოლმა
- ჯერ ძირითადი შემადგენლობა არ შეგვიდგენია მაგრამ გიორგი ქოჩორაშვილი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს
- მაისურების ფერს ხვალ გაგაგებინებთ. მაგრამ სავარაუდოდ წითლებში ვიქნებით.
- ახლა კი ყველაზე მთავარი.
  - განაგრძო უფროსმა მენეჯერმა
- ცოტა ხანი მხოლოდ ფეხბურთზე უნდა გქონდეთ კონცენტრაცია. ტყუილად იპრანჭებით აქ არავინ გიყურებთ. ანუ მიხვდით ხომ?. ურთიერთობები და ფლირტები გვერდზე გდავდოთ
ამის თქმაზე ჩაკვეტაძემ მის გვერდით მჯდარ ლიზას გახედა და ტუჩებზე ხელი აიფარა მისი ღიმილის დასაფარად
- მოგკლავ. - ლიზა სკამს მიეყუდა, გიორგისკენ მიიწია და ჩუმად ჩასჩურჩულა, ლიზამ ჯერ არ იცოდა, რომ ჩაკვე ჟორჟის მაისურზე დარჩენილ მის სუნამოს სუნზე იცინოდა.
- რაც შეეხება თქვენს მონაცემებს მაგას ლიზა გაგაცნობთ ამ საღამოს.
ოთახი ნელ-ნელა დაიცალა და ყველა გასახდელში შეიბოჭა
ლიზამ ბიჭებს სულ ახალი მაისურები ჩამოურიგა.
- ეს ახლები გქონდეთ. ძველები გინდათ გადაყარეთ, გინდათ შეინახეთ, გინდათ ვინმეს აჩუქეთ.
- ლიზა საზონოვზე რა ისმის?
  -ჩაეკითხა მამარდა.
- კარგა ხანი ვერ გამოვა საბა კიდევ.
- ლიზამ ცოტა შეწუხებული სახით თქვა.
- ბუდუუ, კალამი გამოართვი კვარას და ზურიკოს თუ არ შეწუხდები, წეღან ამახიეს.
- აგერ ქალბატონო მენეჯერის მოადგილევ თქვენი კალამი. - ბუდუმ ლიზას გაუღიმა და ლიზასგანაც იგივე მიიღო.
- აბა რას შვები ლიზა?
- ლოჩოშვილმა ლიზას მხარზე ხელი დაადო.
-რავი დვალს ვეძებ გამწარებული, ხომ არ იცი სად არის?
- აქვე იყო დავუძახებ. - ლუკა და ლაშა ერთად დაბრუნდნენ.
- მოდით ბატონო ჯარიმებო, მოდით
- დაუძახა ლიზამ ლაშას და ლუკას ამაზე უკან ბიჭები იცინოდნენ.
- სიმართლეს ამბობს ლიზა.
- გველესიანი და კვირკველია დაეთანხმნენ ლიზას.
ლიზამ ბიჭებს რამდენიმე გაფრთხილება მისცა და გაუშვა.
- ლიზა მე ხომ არ დაგავიწყდი?
- ცოტა მორცხვად მივიდა გაბრიელ სიგუა.
- ეხა უნდა დამეძახა სიგუ შენთვის, მოდი ნახე პატარა დარღვევები გაქვს.
ლიზა კიდე კარგა ხანს ელაპარაკა ბიჭებს და შემდეგ ვილი სანიოლის გვერდით დაიკავა ადგილი მოედნაზე. სადაც ბიჭების ვარჯიშს უყურებდა და რაღაცეებს იწერდა.
- ჩაკვეეე! ყვიროდა ლიზა
- გისმენ? - ჩაკვეტაძე სირბილით მივიდა მასთან.
- მგონი მარცხენა ფეხს ცუდად ადგამ ხომ არ გტკივა ან რამე ეგეთი?
გიორგი ლიზასთან ახლოს იდგა და რწმუნდებოდა, რომ ჟორჟს ნამდვილად ლიზას სუნამოს სუნი ჰქონდა. ის ჩაფიქრდა და თავში სავარაუდო მიზეზებს ალაგებდა თუ რატომ შეიძლებოდა ჰქონოდა მიქაუტაძეს ლიზას სუნამოს სუნი.
- გიორგი კარგად ხარ? - ლიზამ ჩაფიქრებულ ბიჭს თვალებთან ახლოს ხელი დაუქნია
- კი, უბრალოდ ჩავფიქრდი. ფეხი ოდნავ დაძაბული მაქვს სხვა არაფერი.
- დაისვენე თუ გინდა. - ლიზამ გიორგის სკამისკენ უბიძგა.

ლიზა საღამოს დაქანცული მივიდა უფროსი მენეჯერის კართან დააკაკუნა. მან ჩაწერილი მონაცემები მიიტანა, რომელსაც ცალკე გადაწერდნენ და ისევ ლიზას დაუბრუნებდნენ.
- შემოდი. - მენეჯერის ცივი ხმა კარებთან გაისმა
ლიზა მენეჯერთან კარგა ხანი იჯდა. საუბრობდნენ თუ ვინ როგორ მიიღო ის როგორც მენეჯერის მოადგილე

ხუჭუჭა, თხელი, ფეხებაკანკალებილი გოგო მისი ოთახისკენ მიდიოდა დერეფანში როცა მხარზე დიდი ხელი შეეხო
- მშვიდობაა ლუკა?
- მაგას მე უნდა გეკითხებოდე, რა გჭირს, კარგად ხარ? ხომ იცი მე ისე არ გუყურებ როგორც მენეჯერ ლიზას,
ჩემთვის ისევ პატარა ლიზიკო ხარ
- მართლა, ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ გადავიღალე. მადლობა ყურადღებისთვის, ლუკა. - ლიზამ ლუკას თბილად გაუღიმა და ოთახში შევიდა
ლიზას ლუკასთან ტყუილის თქმა მოუწია რადგან თვითონაც არ სურდა საკუთარ პრობლემებზე საუბარი. ის მათ დავიწყებას და გაფანტვას ცდილობდა.

მატჩის დღეს საოცარი დაძაბულობა იგრძნობოდა, გამალებით ვარჯიშობდნენ ბიჭები, ხან აქეთ მიცვივდებოდნენ ხან იქით, ვარჯიში საოცრად დამღლელი აღმოჩნდა.
თამაშის დაწყებიდან 45 წუთი არაჩვეულებრივი თამაში მიდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო შემადგენლობა და წყობა შეცვლილი იყო.
მეორე ტაიმი არც თუ ისე კარგად წავიდა. საქართველო სტუმარ ალბანეთთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა და ჯგუფშიც მეორე ადგილზე გადაიწია.

- არ იყო წასაგები თამაში. - სანიოლი წუხდა
- იქნებ ჩვენს უმცროს მენეჯერს უკეთესი რჩევები მოეცა, ჩხუბის მაგივრად. - ლიზას ყურს ფრანგული ლაპარაკი მისწვდა.
- მესმის ხომ იცი?
- კი. - მიქაუტაძე სკამს მიეყრდნო.
- რა უნდა ამას ჩემგან? - ლიზამ კაპიტანს დაუსვა კითხვა რომელიც თავჩაღუნული იჯდა.
- ბავშვურად ნუ იქცევით. - გურამმა ხმამაღლა დაიძახა და გამოცვლა დაიწყო

_________________________
არც თუ ისე საინტერესო ნაწილია მგონი, მაგრამ შემდეგისთვის კარგად ვიფიქრებ, ნუ ცოტა კი დამაგვიანდება მაგრამ კარგ ნაწილს შემოგთავაზებთ.
ბოლოში ესეც ცოტა "მივაფუჩეჩესავით" იმედია მაპატიებთ

რაც შეეხება საქართველოს ბოლო თამაშს, გული არ დავიწყვიტოთ, ხდება ხოლმე! დავბრუნდებით უფრო ძლიერები!!!
ზღაპრის ბოლო კეთილია!🚀🤍

ოცდამეორე ფოტოWhere stories live. Discover now