საღამოს იმდენი პოზიტივი არ იგრძნობოდა. ყველა ხვალ დილისთვის ემზადებოდა, რადგან დილის 7 საათზე ფრენა ჰქონდათ.
ღამის 12 საათზე ლიზამ კარზე კაკუნის ხმა გაიგო. საკმაოდ უჩვეულო იყო ეს მისთვის რადგან ბიჭები სანამ მასთან მისვლას დააპირებენ ყოველთვის წერენ სძინავს თუ არა.
დაღვრემილმა ლიზამ კარი გააღო. ქართველებს არც თუ ისე კარგი საღამო ჰქონდათ და გასაკვირი არ იყო მისი უხასიათობა*ლიზას pov*
- კარი გავაღე და ჩემს წინ მიქაუტაძე აღმოჩნდა. ცოტა ხანი ხმის ამოუღებლად იდგა. თითქმის მოვიკრიბე იმისთვის ძალა, რომ მეკითხა, თუ რა ჯანდაბა უნდოდა ღამის 12 საათზე ჩემი ოთახის კარებთან მაგრამ სანამ ხმას ამოვიღებდი ის მოქმედებაზე გადავიდა.
მან ხელები შემომავლო და ჩამეხუტა. ჩემდაუნებურად იგივეთი ვუპასუხე. საოცარი გრძნობა იყო.
ჟორჟ ან გიორგი მიქაუტაძის მხარზე თავი მედო და ძლიერად ვეხუტებოდი. ზუსტად ისე როგორც ის. აქ უკვე მის სწორ სახელს არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მის თბილ ხელებს ძლიერად ვყავდი დაჭრილი.
ამოუხსნელი გრძნობების გამო ცრემლები მომერია. დიდი ხანია ასე არავინ ჩამხუტებია. მხოლოდ გაგამ იცოდა თუ რამდენად მაბედნიერებდა ჩახუტება მაგრამ ახლა გაგა არ მაინტერესებდა. გიორგის ისევ მკლავებში ვყავდი მოქცეული და მეხუტებოდა.
თვალიდან ცრემლი ჩამომივარდა რასაც სავარაუდოდ ის იგრძნობდა რადგან მის მაისურზე დაეცა.
მან სახე მისი სახის პირისპირ მიმაწევინა და ცრემლები მომაშორა.
მგონი რაღაცას ვგრძნობ.
ცოტა არ იყოს უხერხულად ვგრძნობდი თავს რადგან პიჟამაში ვიყავი გამოწყობილი. სამაგიეროდ ვიცოდი, რომ მას ეს არ ადარდებდა.უეცრად კიბეზე მძიმე ნაბიჯების ხმა გავიგე. აშკარად გურამ კაშიაა. ბიჭებს ნაბიჯების ხმაზე ვცნობ.
ის აუცილებლად რამეს იეჭვებს თუ ამ დროს ჩემი ოთახიდან გამავალ შუქს და მიქაუტაძის ოთახის კარს ღიას შენიშნავს.
მე გიორგის კარისკენ ვუბიძგე, მანაც ყველაფერი მიხვდა და ძალიან ჩუმად მის ოთახში გადაიპარა.
ნამდვილად გურამ კაშია იყო. ის მამასავით ნერვულობდა ბიჭებზე მარცხის შემდეგ და ყოველთვის ამოწმებდა თუ როგორ გრძნობდნენ თავს თუ ეღვიძათ. არ ვიცოდი მიქაუტაძემ ამ საქციელით რა იგულისხმა რადგან ხმა არცერთს არ ამოგვიღია.
მგონი რაღაცას ვგრძნობ
![](https://img.wattpad.com/cover/375331190-288-k983433.jpg)
YOU ARE READING
ოცდამეორე ფოტო
Romanceლიზას ისტორია 26 მარტს დაიწყო. ამ დღეს მას წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ რამე ისეთი მოხდებოდა რომ მისი ცხოვრება შეეცვალა. მაგრამ რამდენიმე დღეში ის ასე აღარ ფიქრობდა. აღარაფერი იყო იგივე რაც რამდენიმე დღის წინ. ლიზას ცხოვრებასთან ერთად შეიცვალა საქართვე...