ლიონი

82 7 2
                                    

დრო თვალის სისწრაფით გადის.
25 სექტემბერია
გარეთ გრილი ამინდია, მაგრამ ცოტა სევდიანიც, მარიამს გუშინ საღამოს უფროსმა დაურეკა და სასწრაფოს საქართველოში ბრუნდება, ფრენა ამ საღამოს 9 საათზე აქვს. ლიზა მარტო რჩება ამხელა ქვეყანაში რაც ცოტა არ იყოს აშინებს კიდეც, მეშვიდე დღეა აქ არიან მარიამი ამ საღამოს  წავა ლიზა კი კიდევ 7 დღე უნდა იყოს, მას 1 გაკვეთილი დარჩა ანა მიქაუტაძესთან და შეეძლება ლიონით დატკბობა, ოღონდ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს მარიამის გარეშე

- დილამშვიდობისა - ლიზამ მისი ციმციმა მწვანე თვალები გაახილა და ხუჭუჭა თქმა სახიდან გადაიწია.
- დილამშვიდობისა, მაგრამ მშვიდობიანი დილა ნამდვილად არ გექნება თუ გაიგებ რომ გიორგი მიქაუტაძე შენი სასტუმროს წინ ცხოვრობს. - მარიამი ფანჯარასთან იდგა, თითქოს ტერიტორიას ზვერავსო
- ახლა აღარ გამოგივა ეგეთები
- თვალები მოჭუტა ლიზამ და მარიამს გახედა
- გეგონოს, წავალ მე და ნახავ
- კაი ნუ მახსენებ ისედაც ვიგრუზები, აუ რა ცუდია რომ მიდიხარრ!
- ნუ წუწუნებ, მარტო ყოფნა ისედაც გჭირდებოდა თან ასეთ მეზობელთან ერთ... - მარიამს თავში ბალიში მოხვდა და ბალიში საბოლოოდ ფანჯრიდან გადავარდა
- შენ ამოიტან - თავზე საბანი გადაიფარა ლიზამ
- დამელოდე სანამ არ ამოვიტანო
- მარიამი აბაზანაში შევარდა.
ლიზას სხვა გზა არ ჰქონდა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამოეტანა ბალიში თორემ, მომსახურე პერსონალთან არც თუ ისე კარგი სიტუაცია შეექმნებოდა.
ის პირდაპირ პიჟამათი ჩავიდა.
- ვინ უნდა დამინახოს ამ დილაუთენია ან წამიერად ჩასულს ვინ დამაკვირდება? - ფიქრობდა ლიზა გზაში
  მაგრამ ნურას უკაცრავად.
ლიზამ გასვლისთანავე იგრძნო დაჟინებული შორეული მზერა
ირგვლივ მიმოიხედა და ბიჭს მოჰკრა თვალი, სასტუმროს წინ ბინაში, მესამე სართულზე, მისი ფანჯრის წინ.
ლიზა ცდილობდა არ დაკვირვებოდა ბიჭის სახეს რადგან უხერხულად არ გამოსვლოდა მაგრამ ვერ მოახერხა.
ლიზამ გაანალიზა სიტუაცია, ბალიშს ხელი დაავლო და სასტუმროში შევარდა.
- მარიამი არ ცდებოდა! - კარებს მიეყრდნო ლიზა და ბალიში შვილივით ჩაიხუტა.
- მარიამი არასდროს ცდება, რა ქენი ინახულე ჟორჟი? - გაიცინა მარიამმა.
- მარიამმმ!!!!! პირდაპირ თვალებში მომჩერებოდა მესამე სართულიდან!
გიჟია ეს ბიჭი!!! - ლიზამ თავი ბალიშში ჩარგო და იკივლა
- კარგი არაუშავს, შენს ოთახში კი არ ცხოვრობს, აიტან რაღაცნაირად
- იმედია, მაგრამ ახლა უნდა გავემზადო და ტრენინგზე წავიდე
ლიზა სახლიდან გავიდა და ცენტრში მივიდა სადაც ანა ხალხს ატრენინგებდა.
ტრენინგის დასასრულს ლიზამ ძალა მოიკრიბა და ანას კითხვა დაუსვა
- ანა, შენ ჟორჟის და ხომ არ ხარ?
- ლიზამ კითხვა ისე დასვა თითქოს პასუხი არ სცოდნოდა
- კი, გვარით მიცანი ხო? -თბილად გაიღიმა ანამ
- კი, გვარითაც, მაგრამ ძალიან გავხარ.
- ხომ, ბევრი მეუბნება, თვალებით გავხართო
- კი, მაგით გავხართ ყველაზე მეტად, ჟორჟს სრულიად განსხვავებული ხასიათი აქვს.
- შორიდან ეგრე ჩანს, არ აქვს ცუდი ხასიათი, დამიჯერე ახლოდან რომ იცნობდე არ იტყოდი ეგრე - ანა თვალებიანად იღიმოდა
- ვიცნობ ჟორჟს. - საბოლოოდ თქვა ლიზამ
- საიდან? - ჩაეკითხა ანა
- მე ნაკრების ფოტოგრაფი ვარ
- უი, მართლა? მგონი ნახსენები ყავხარ ჟორჟს, ცალკე კი ცხოვრობს მაგრამ ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს
- ჟორჟი შემთხვევით ამ ქუჩის ბოლოს ხომ არ ცხოვრობს სასტუმროს წინ?
- არა, მანდ მისი ახლო მეგობარი ცხოვრობს, ჟორჟის სახლი მაქედან 15 წუთის სავალია
- ძალიან კარგი!
- კარგი, ლიზა! ნახვამდის. ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა და შენთან დაახლოება, ერთი სიამოვნებაა შენთან საუბარი მაგრამ ამ საღამოს საქართველოში მივფრინავ და მოსამზადებელი ვარ, უნდა წავიდე.
- კარგი ანა! მშვიდობიანი მგზავრობა და ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა! ძალიან კარგი ადამიანი ხარ!
ისინი ერთმანეთს გადაეხვიენ და დაიშალნენ

სასტუმროში დაბრუნებული ლიზა ახლა ენით ზურგს მარიამთან ერთად იფხანდა
- თურმე მაგის ძმაკაცი ცხოვრობს ჩვენ წინ და თვითონ ჟორჟი აქედან 15 წუთის სავალში
- კიდევ კარგი, თორემ შენს წუწუნს ვინ გაუძლებდა.
- და ხო კიდე ის გამომრჩა, დღეს სავარაუდოდ ანა მიქაუტაძესთან ერთად იმგზავრებ.
- შენს მულთან ერთ... კარგი, კარგი ვჩუმდები - გაიცინა მარიამმა
- ანა კარგი ადამიანია, მისი ძმისგან განსხვავებით - ლიზას სახე მოემანჭა, როგორც ყოველთვის. ის სულ ასეთ სახეს იღებს როცა ჟორჟს ახსენებენ
- აბა, რას შვები ახლა მზად ხარ?
- ფეხზე წამოხტა ლიზა
- კი. - მარიამმა ბარგის ჩანთას ხელი მოკიდა და კიბეებზე ლიზას დახმარებით ჩაიტანა, შემდეგ კი ტაქსამდე გორიალით გაიტანა.

*აეროპორტში*
- აგერ ჟორჟი - მხარი გაკრა ლიზას მარიამმა
- ანას აცილებს ალბათ, მთელი ოჯახი საქართველოში მელოდებაო ანამ
- აჰამ. - რეგისტრაციას მოვრჩი ნახევარ საათში ავფრინდები
- მოდი ჩაგეხუტო, ნეტავ მეც მოვდიოდე
- მალე ჩამოდი, მაგრამ აქაურობით დატკბი. - მარიამი ლიზას გადაეხვია
- კარგი იქნებოდა, რომ დარჩენილიყავი
- არაუშავს, ასე იყო ალბათ საჭირო, თან თქვენც იზამთ რამეს. - თვალი ჩაუკრა მარიამმა ლიზას და გაიცინა
- ოხ, მარიამ! ეხა არ გემშვიდობებოდე კი ვიცი რასაც გიზამდი
- კაი მიდიიი, მიყვარხარ ძაან
- დაუძახა მარიამმა
- მეც ძაან, მომწერე, რომ ჩახვალ
მარიამმა ხელი დაუქნია ლიზას და თვითმფრინავში ავიდა
ლიზა აფრენამდე დარჩა, თვალზე ცრემლი მოადგა, მაგრამ მომწმენდა მოუწია იმ წამსვე, მან ვიღაცის ხელი იგრძნო მხარზე და გულგახეთქილი უკან შებრუნდა
- გამარჯობა! გული გამიხეთქე
- გამარჯობა. რას აკეთებ აქ, რომ ხარ?
- ჩემი დაქალი გავაცილე.
- აა, რომელი ბალიში რომ ესროლე?
- ეგეც დაინახე?
- კი.
- დიდი ხანი რჩები აქ?
- არა ჟორჟ, შეგიძლია დაწყნარდე 1 კვირაში მივდივარ
- ძალიან კარგი.
ლიზამ ცივად გაუცინა ჟორჟს.
- თუ გინდა მმ, ისა მიგიყვან სასტუმრომდე
- როდის მერე ხარ ეგეთი ჯელტმენი? არ მინდა, მირჩევნია ტაქსით წავიდე
- ყველა გოგო ასეა, სიკეთე არ უნდათ
- საქართველოში არ მყოფნიდა ახლა ლიონში ვალაპარაკო ხალხი მიქაუტაძეს შეყვარებულიო? ჰაჰ, არა. 
- გაიცინა ლიზამ
ჟორჟმა წარბები მაღლა აწია
- კარგად, მაგრამ საქართველოშიც საკმარისი იყო ლიზა, ლიონშიც რომ არ მყოლოდა
- როდის დაიხვეწე ასე? აღარ გჭირდება ლიზასთან ერთად მეცადინეობა? არ ინერვიულო მალე საქართველოშიც ვეღარ მნახავ ხშირად. - ლიზამ ჟორჟი ისევ მოატყუა, რადგან არ უნდოდა მენეჯერის მოადგილეობაზე გაეგო
- ძალიან კარგი. - ჟორჟი შეტრიალდა და წავიდა.

ოცდამეორე ფოტოWhere stories live. Discover now