დაკეცილი ხუთლარიანი ეხებოდა ჩემს ხელს, როდესაც ზღვის პირას მყოფ სკამზე ვიჯექი ჩემს პალტოს ჩახუტებული, იმ იმედით რომ გავთბებოდი.. საიდანმე ფული უნდა მეპოვა, სანამ ის კაცი მიპოვიდა მე..და უნდა გავქცეულიყავი აქედან ჩემს დასთან ერთად.. ოდნავ მაინც გამთბარი სხეულის სიამოვნებით 5 წამით დამეხუჭა თვალები, რომ უკნიდან ფეხის ხმები მომესმა.. უკანმოუხედავად გავიქეცი, არც ვიცოდი სად მივრბოდი.. ცოტა ხნის შემდეგ გადავწყვიტე რომ გადავრჩი და ამოსასუნთქად გავჩერდი რომ, შავებში ჩაცმულმა კაცმა უკნიდან მანდილი ცხვირზე მომადო..ყურებში მესმოდა ჩიტების ხმა, რომელიც ჩემი თავისუფლების დასრულების ნიშანი იყო..
თვალების გახილებამდე ხელით კარგად შევამოწმე ის რაღაც რაზეც ვიწექი.. რბილი და ფუმფულა ქსოვილი ეხებოდა ჩემს ხელებს..თვალები რომ გავახილე დავინახე მზე, რომელსაც ჩასვლისკენ ჰქონდა პირი.. ნელა ავდექი და სახე ხელებს შორის მოვიქციე.. გაქცევისთვის გამზადებული გეგმები ჩემს ტვინში აქეთ იქით გარბოდნენ.. კარების გახსნისას ფიქრები გამბედაობასთან ერთად გაქრნენ..
"ბატონი თქვენ გელოდებათ" მითხრა შავებში ჩაცმულმა კაცმა.
უარყოფის ვარიანტი ტვინში რო გავიაზრე, ძალიან უაზრო ჩანდა, ცოცხლად გადარჩენისთვის ჭკვიანური არჩევანი უნდა გამეკეთებინა.. ამიტომ თმები გავისწორე და იმ კაცის წინ დავდექი..
" ვნახოთ რა უნდა შენ ბატონს" ვთქვი ყალბი გაბედულობით..
კაცის მიერ ნაჩვენებ გზაზე სიარულისას გული მისკდებოდა, კარებთან რომ დავდექი სიკვდილს ვგრძნობდი.მიღიმოდა თავისი ცივი სუნთქვით რომელიც ჩემს კისერს ეხებოდა..